kids.ge logo

განმავითარებელი პროგრამა

განმავითარებელი პროგრამა (4-5 წლის ბავშვებისათვი)

Kids.ge-ს წინასასკოლო განმავითარებელი პროგრამა (4-5 წლის ბავშვებისათვის) არის სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამის წინა საფეხური 4, 5 და 6 წლის ბავშვებისთვის. განმავითარებელი პროგრამაა, სადაც შეხვედრებს ფსიქოლოგები უძღვებიან. პროგრამის ფარგლებში მუშაობა ხდება მეტყველების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე; სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაზე; შემეცნებითი უნარების, აზროვნების, მეხსიერებისა და ასაკის შესაბამისი სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.  ბავშვები სწავლობენ ჯგუფში ქცევის, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას; ხდება სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავება და ა.შ.

დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი ფსიქოლოგები სისტემატიურად მუშაობენ. ასევე, ფსიქოლოგები მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს მათ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.

 

განმავითარებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  1. სოციალური და ემოციური განვითარება
  2. მეტყველება
  3. შემეცნებითი უნარების განვითარება
  4. ზოგადი განვითარება
  5. წიგნიერება
  6. სახალისო ინგლისური

 

მოსწავლეთა სოციალური და ემოციური განვითარება:

სხვადასხვა საგნებზე, ბავშვებთან მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა და სხვისი ემოციების გაგება, ამოცნობა და მასზე სწორი რეაგირება. ასევე საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.

საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება

 

მეტყველება

მეტყველების გაკვეთილზე სამუშაოები მიმართული იქნება სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ, სამეტყველო სმენისა და ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ; გარდა ამისა: 

  • წინადადებების გრამატიკულად სწორი ფორმით აწყობისაკენ;
  • აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის, დანახულისა და აღქმულის გააზრების, დამახსოვრებისა და მეტყველებაში გადმოტანის უნარის გავარჯიშებისაკენ;

ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით.  თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს მეტყველების თერაპევტთან ინდივიდუალურ შეხვედრებსსამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.

 

მეცადინეობების განრიგი

წინასასკოლო განმავითარებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათ, ოთხშაბათს და პარასკევს. 2024-2025 სასწავლო წელს, გვაქვს ჯგუფები 11:00 საათზე.

 

ბავშვების ასაკი

წინასასკოლო განმავითარებელ პროგრამაზე, მიიღებიან 4-5 წლამდე მოსწავლეები (ისინი, ვისაც 4 წელი შეუსრულდათ სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე). 5-6 წლის ბავშვებისათვის კი ამ პროგრამის შემდეგი საფეხური, სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამაა,. იხილეთ დეტალურად ინფორმაცია სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამასთან დაკავშირებით: 

https://kids.ge/office/skolisatvis-mosamzadebeli-programa

წინასასკოლო განმავითარებელ პროგრამაზე 2022-23 სასწავლო წელს მიღება გვაქვს მხოლოდ 4-5 წლიანების ჯგუფებში.

 

განმავითარებელ პროგრამაზე რეგისტრაცია

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის (მშობელი, მეურვე) პირადობის მოწმობის ასლი;

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.

 

სწავლის საფასური

განმავითარებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 250 ლარი თვეში. ამ თანხაში შედის სრულად, ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარის ფასი. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური 220 ლარია თვეში.

 

რა უნდა მოიტანოთ?

ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.

 

„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

იზრუნე გარემოზე

აჩვენეთ თქვენს შვილებს, რამდენად ადვილია გარემოზე ზრუნვა. დახარჯეთ ნაკლები, გადაამუშავეთ, ხელახლა გამოიყენეთ და შეინახეთ ნივთები თუ საკვები. ნაშუადღევს დაასუფთავეთ სამეზობლო.

Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ წარმოსახვითი თამაშების მნიშვნელობა

შესთავაზეთ ბავშვს წარმოსახვითი და როლური თამაშები. ფანტაზიის გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. როლური თამაშების საშუალებით ბავშვები სწავლობენ სხვისი ემოციების გაგებასა და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას. წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს სათამაშო ფული, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები, სათამაშო ტელეფონი და ა.შ. მიეცით საშუალება ითამაშოს წარმოსახვითი ქმნილებებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024