kids.ge logo

ვიდეო თამაშები და ბავშვები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა. ამ საუკუნის ბავშვებს და თინეიჯერებს ვერ წარმოუდგენიათ სამყარო მობილური ტელეფონების, ინტერნეტის, ჩატების და ვიდეო თამაშების გარეშე. ახალგაზრდები კვირაში საშუალოდ 53 საათს ატარებენ მედიასა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში, ეს თაობა უფრო მეტ დროს ატარებს ეკრანებთან, ვიდრე სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, სკოლის, ოჯახის, სპორტის და ძილის ჩათვლით.

განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმ გავლენებზე რასაც ახალი ტექნოლოგიები ახდენენ თანამედროვე ახალგაზრდობაზე და განსაკუთრებით ბავშვებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფროსი თაობისგან უფრო ხშირად ნეგატიური განწყობა ფიქსირდება და ამ ნეგატიური განწყობის ყველაზე დიდი წილი მაინც ვიდეო თამაშებზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩანს ზედაპირულად, ბავშვებში მომატებული აგრესიის მიზეზად ძირითადად ვიდეო თამაშები და მედია სახელდება. თუმცა ოფიციალური კვლევები მაინცდამაინც არ იზიარებენ ამ შეხედულებას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა კავშირშია ბავშვებში აგრესიის მატება და ვიდეო თამაშები, სასურველია, ჯერ განვიხილოთ, თუ რამდენად წესების დაცვით ხდება მათი მოხმარება.

მშობლებს გააჩნიათ საკმაო შესაძლებლობები იმისა, რომ გააკონტროლონ მათი შვილების მიერ მედიასა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობა.

პირველი, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ არის ის, რომ იცოდნენ იმ თამაშის შინაარსი, რასაც მათი შვილი თამაშობს და დარწმუნდნენ, რომ ბავშვის განვითარების დონე შეესაბამება თამაშისთვის რეკომენდირებულ ასაკს. ყველა თამაშს თან ახლავს ასაკობრივი შეზღუდვის მითითება, რომელიც მშობელს ეხმარება სწორად განსაზღვროს, მიზანშეწონილია თუ არა იგი მისი შვილისთვის.

და მეორე, მშობლებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ, თუ რამდენ დროს ხარჯავს მათი შვილი ვიდეო თამაშებზე და სხვა აქტივობებზე.

მშობლები პასუხისმგებლები არიან დაეხმარონ შვილებს წიგნების, სათამაშოების, სატელევიზიო პროგრამების და ფილმების შერჩევაში, რომელიც თითოეული ბავშვისთვის შესატყვისი იქნება.

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ იყვნენ ზედმეტად მაფრუსტრირებელი და არ შეიცავდნენ ბავშვისთვის საშიშ სურათებს ან ინფორმაციას, რადგან  შიშის საფუძველზე ზოგ ბავშვს ეწყება შფოთვა და ღამის კოშმარები. გასართობი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს ისეთ განზოგადებულ ინფორმაციას, რომელიც ბავშვს ისეთ შეკითხვებს გაუჩენს, რომელზეც პასუხის გაცემა მისი ასაკისთვის და ემოციური მომწიფების დონისთვის არ არის რეკომენდირებული.

ყველა ბავშვი განსხვავებულია და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება გასართობი საშუალებების გამოყენებისას. ზოგი ბავშვი უფრო მეტად არის მიდრეკილი გაიმეოროს ის ქმედებები, რაც დაინახა თამაშში, ფილმში თუ რეალობაში, ზოგი კი ნაკლებად. ზოგი მათგანი ძნელად ანსხვავებს ერთმანეთისგან რეალობასა და ფანტაზიას. ზოგი შესაძლოა საკუთარი იმპულსების კონტროლის ნაკლებობით ხასიათდებოდეს და ამის გამო ზედმეტად ჩაერთოს ძალადობრივ სცენებში. მეორეს მხრივ, არსებობენ ბავშები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ახასიათებთ ემოციური აშლილობა, ასეთი ბავშვები შესაძლოა უფრო მოწყვლადნი იყვნენ ძალადობრივი სცენების მიმართ. მშობლები კარგად უნდა იცნობდნენ ბავშვებს და მათი ხასიათიდან გამომდინარე შეურჩიონ თამაშები, ფილმები თუ სათამაშოები.

გასართობი საშუალებები განსხვავდება თავისი შინაარსის მიხედვით. ზოგი შესაძლოა იყოს შემეცნებითი, ზოგი კი უბრალოდ გასართობი. ბავშვთა ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ზოგ ფანტაზიაზე დაფუძნებულ თამაშს შეუძლია განავითაროს ბავშვის კოგნიტური უნარები, როგორიცაა მაგალითად დაგეგმვის უნარი, თამაშები ასევე კარგად ანვითარებს კოორდინაციის უნარებს.

ასე რომ გასართობი საშუალებები, რომელიც შესაძლოა უარყოფითი გავლენის მქონედ ითვლებოდეს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორად მოხმარების შემთხვევაში ბავშვისთვის სასიკეთო გამოდგეს.

სასურველია, მშობლებმა თვითონაც ითამაშონ ბავშვებთან ერთად და ესაუბრონ იმაზე თუ რას ფიქრობენ ბავშები ამ თამაშზე, გაიზიარონ მათი განცდები, გრძნობები, აღქმები და ჩართულნი იყვნენ ყველაფერ იმაში, რაც მათი შვილის განვითარებაზე გავლენას ახდენს.


 ფსიქოლოგიათამაშები
Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ შესაბამისად

იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვათ „შენ შესანიშნავი ხარ“, ეცადეთ იყოთ კონკრეტული იმის შესახებ, თუ რა გააკეთა თქვენმა შვილმა და რატომ იმსახურებს დადებით გამოხმაურებას. თქვენ შეიძლება თქვათ: „ვაფასებ იმას, რომ ორცხობილას სათხოვნელად მოხვედი და მელოდებოდი მანამ, სანამ ტელეფონზე საუბარს არ დავასრულებდი“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024