ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ქმნიან ხელოვნებას: პირადი გრძნობების გამოხატვის, გამოფენების ან შემოსავლის გამო. მაგრამ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ბევრი მასწავლებლის ყურადრება მიმართულია ძირითადად წერა-კითხვისა და მათემატიკისკენ? ცხადია, რომ ხელოვნების სწავლა ეხმარება ბავშვებს დამალული უნარებისა და ნიჭის განვითარებაში. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზები იმისათვის, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა:
- ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული.
- ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას.ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია.
- ამზადებს ბავშვს მომავლისთვის: შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის. შემოქმედებითობა არის ხანგრძლივი უნარი და შეიძლება გამოვიყენოთ ყოველღიურ სიტუაციებში;
- ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.
- ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან.
- ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’ აგრეთვე, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ სხვა ადამიანებთან, როცა ისინი აჩვენებენ ნახატებს მათ.
- ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას.
ფანტაზია კი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ბავშვის განვითარებაში:
1. შემეცნებით-ინტელექტუალურს, დაკავშირებულია გარემოზე ახალი ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან;
2. დაცვითს, ეს ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში.
ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად განვითარებული ბავშვებისთვის.
ბავშვის განვითარებას თავისი კანონები აქვს. ბევრი რამ ამ კანონებიდან ჯერ კიდევ შეუცნობელია. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხატვა. საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვა ბავშვის ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.
როდესაც ბავშვი ხატავს:
თუ დავაკვირდებით ხატვის პროცესს, მივხვდებით თუ როგორ უვითარებს ბავშვს ხატვა ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ უნარებს. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ბავშები ხატავენ და უყვართ ხატვა, რადგან სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს მათ საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები და გახდნენ თვითდაჯერებულნი, ისე როგორც ხატვა.