kids.ge logo

რა არის ADHD ?!

რა არის ADHD ?!

ADHD დიაგნოზი, რომელიც ყველაზე მეტად გვხვდება ყოველდღიურობაში და ყველაზე ცოტას ვსაბრობთ მასსზე. ეს არის დიაგნოზი, რომელსაც მშობელმა შეიძლება არც კი მიაქციოს ყურადღება. ეს არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც უმეტესწილად ვლინდება 3 წლის ასაკიდან.

ADHD - არის ნეოროგანვითარებითი დარღვევა, რომელიც ხელს უშლის მოზარდის განვითარებას, როგორც თავის მოვლის ასევე სოციალურ-ემოციულ და აკადემიურ სფეროში. არღვევს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მისი დადგენა სამი ძირითადი სიმპტომის გამოვლინებით ხდება, ესენია:

1) ყურადღები კონცენტრაციის დეფიციტი ( უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა)

2) იმპულსურობა ( ქცევის მართვის სირთულე)

3) ჰიპერაქტივობა ( მოტორული მოუსვენრობა და ჭარბი, ზედმეტი მოძრაობა) შესაძლოა მოზარდს სამივე სომპტომი, ან სულაც ჩამოთვლილთაგან მხოლოთ ერთ-ერთი ჰქონდეს. სინდრომი თავისთავად იყოფა სუსტ, საშუალო და მძიმე საფეხურებათ, ხოლო სამივე მათგანი იშლება კიდევ სხვადასხვა ნაწილებად.

მაგ: ადვილად გადართვადია ერთი თემიდან მეორეზე, მარტივი დავალების შესრულებისას უშვებს ძალინ ბევრ შეცდომას, "გადაწერის " დროსაც კი უშვებს შეცდომას, არის ძალიან გულმავიწყი, ვერ ელოდება თავის რიგს, გამუდმებით "წუწუნებს", კარგავს ნივთებს, არ ელოდება კითხვის დასასრულს და იზაის უკევ პასუხს, ვერ ისვენებს ერთ ადგილას, საუბრობს განუწყვეტლივ, იწვევს თანატოლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი უჭირს წაკითხულის მოყოლა, გააზრება და გადმოცემა. პირველ რიგში, რაც საწყის ეტაპზეა აუცილებელი, ეს არის მშობლის "მიმღებლობა" და "აღიარება" ამ დიაგნოზის მიმართ, ამის მიხვედრა და დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სპეციალური ტესტების საშუალებით, ფსიქოლოგიური ცენტრის ან და სხვა სათანადო კვალიფიცირებული ფსიქოლოგის მიერ. დიაგნოზის გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალი დიდია. მიზეზები, ჩამონათვალი :

-"გენები"- მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვის თავის ტვინის იმ ნაწილის ქსოვილი, რომელიც ყურადღებასთანაა დაკავშირებული, არის შედარებით თხელი, ბავშვის ზრდასთან ერთად კი ეს ქსოვილიც თანდათან სქელდება და შედეგად უკვე ვიღებთ გაუმჯობესებულ სიპმპტომებს. -გარემო ფაქტოერები- ყველაზე მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდი. -ტვინის დაზიანება- ტვინის დაზიანება და ტვინის ტრამვა, უმეტეს შემთხვევაში ამ დიაგნოზის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. დამოკიდებულება და ოჯახური გარემო, ბაღი სკოლა და ა.შ თუ ხარ მშობელი, (ან უნდა გახდე მშობელი ) და ჯერ კიდევ არ იცი ADHD დიაგნოზის შესახებ, გირჩევთ მოიძოთ და გაეცნოთ სრულად ჯერ თეორიულ ნაწილს, შემდეგ კი მიღებული ცოდნა გამოიყენეოთ პრაქტიკულ ნაწილში.

დააკვირდეთ მოზარდს 14 დღის მანძილზე. ყოველი დღის ბოლოს ჩაინიშნოთ ყველა ის განსხვავებული სიმპტომები, რომელსაც ის მთელი დღის მანძილზე გამოავლენს, ამის შემდგე თავადაც შეძლებთ დაინახოთ თუ რომელ ეტაპზეა დიაგნოზი: სუსტ, საშუალო და მძმე საფეხურზე, რომ მიმართოდ სათანადო ზომებს. შემდეგ სტატიაში დიაგნოზის "მართვის " შესახებ მოგითხრობთ, გაგაცნობთ კიდევ უფრო ვრცლად და გაგიზიარებთ რჩევებს, რომელიც შესაძლოა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

სტატია- სოფი მაჭავარიანი

ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფი მაჭავარიანი

სოფი მაჭავარიანი

ხელოვანი/მხატვარი

მწერალი/პოეტი/კომპოზიტორი

მეწარმე/ფინანსისტი/დამფუძვნებელი/დირექტორი/

ჟურნალისტი/

 

 

...

ვრცლად

Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ თქვენს პატარას ჟესტიკულაცია

ის, რომ ბავშვს არ შეუძლია ლაპარაკი, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ბევრი რამ სათქმელი. უბრალო ნიშნები სიტყვების გარეშე დაგეხმარებათ გაიგოთ რა სჭირდება ბავშვს და როგორ გრძნობს იგი თავს - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა იმედგაცრუებების შესამცირებლად.

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს სხვისი საჭიროებები

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს, რა სჭირდებათ სხვებს და როგორ შეუძლია მათ დახმარება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026