kids.ge logo

ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს კიბოს, გულ-სისხლძაღღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. თუმცა, ქალები, რომლებიც ორსულობისას ეწევიან დამატებითი ჯანმრთელობის რისკების ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს და ნაყოფს. ორსულობის დროს მოწევის საფრთხეები მოიცავს ახალშობილის ნაადრევ დაბადებას, გარკვეულ თანდაყოლილ პათოლოგიებს და ახალშობილთა სიკვდილს. თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მოწევა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს.

  • მწეველი ქალებისთვის დაორსულება უფრო რთულია
  • ორსულობისას ვინც ეწევა, მათ მუცლის მოშლის მეტი ალბათობა აქვთ
  • მოწევამ შესაძლოა პლაცენტის პრობლემები გამოიწვიოს, რაც ორსულობისას ბავშვისთვის საკვებისა და 
    ჟანგბადის მიწოდების წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, შესაძლოა მოხდეს პლაცენტის საშვილოსნოსგან ნაადრევი აცლა, რაც იწვევს სისხლდენას და საშიშია დედისა და ბავშვისათვის
  • ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან მცირე წონის ახალშობილის დაბადება – ასეთი ახალშობილები უფრო სუსტები არიან და მეტი დროით დაყოვნება უწევთ საავადმყოფოში, ზოგიერთი მათგანი იღუპება კიდეც
  • მწეველი ქალების ახალშობილებში მეტია ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების ალბათობა

კარგი ამბავი!

სიგარეტისთვის თავის დანებება დაორსულებამდე რამდენიმე ხნით ადრე რა თქმა უნდა საუკეთესო გამოსავალია რისკების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დაორსულების შემდეგაც ქალი რაც უფრო ადრე დაანებებს მოწევას თავს, უფრო მეტად დაიცავს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებისგან საკუთარ თავს და ნაყოფს. არასოდეს არის „უკვე გვიან“ სიგარეტისთვის თავის დანებება.

რა არის ორსულისთვის მოწევისთვის თავის დანებების დადებითი მხარეები?

მოწევისთვის თავის დანებება თავს უკეთ გაგრძნობინებთ და თქვენი ბავშვისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. როდესაც თავს ანებებთ მოწევას:

  • თვენ ბავბშვს მეტი ჟანგბადი მიეწოდება
  • მცირდება რისკი, რომ თქვენი ბავში დროზე ადრე დაიბადება
  • იზრდება ალბათობა, რომ თქვენი ბავშვი თქვენთან ერთად დაბრუნდება სახლში სამშობიაროდან
  • მცირდება რისკი, რომ თქვენ გაგივითარდეთ გულის დაავადება, ფილტვის კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები
  • იზრდება იმის ალბათობა, რომ უფრო ხანრგძლივად იცოცხლებთ
  • გექნებათ მეტი ენერგია და ისუნთქებთ უფრო თავისუფლად
  • დაგრჩებათ მეტი ფული და შეძლებთ დახარჯოთ უფრო სასარგებლოდ
  • თქვენს ტანსაცმელს, თმას და სახლს უკთესი სურნელი ექნება
  • საკვების გემო უკეთესი იქნება
  • კარგად იგრძნობთ თავს, იმის გამო რაც საკუთარ თავს და ბავშვს გაუკეთეთ

სამუდამოდ თავი დაანებე სიგარეტს!

მნიშველოვანია სიგარეტისთვის სამუდამოდ თავის დანებება. ზოგერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება  სიგარეტის მოწევის გაგრძელება ბავშვს საფრთხეებს აღარ შეუქმნის. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ბავშვებს, რომლებიც თამბაქოს კვამლის გარემოცვაში იმყოფებიან უფრო სუსტი ფილტვები აქვთ. ასეთ ბავშვებში მეტია იმის ალბათობა, რომ განუვითარდეთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, ინფექციური დაავადებები და ასევე უფრო ხშირია ასთმის შეტევები.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტისთვის სამუდამოდ თავის დანებება რთულია, მიღებული სარგებელი ამად ღირს – ჯანმრთელი ბავშვი და საკუთარი სიცოცხლის მეტი ჯანმრთელი წლები, რათა ერთად უფრო დიდხანს ისიამოვნოთ!

 

 


 ორსულობათამბაქო
Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ რუტინები

ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობებისთვის რეჟიმის დაწესება, იქნება ეს თამაში, კვება, საჭმელი, ძილი თუ სხვ. ის არა მხოლოდ ასწავლის დისციპლინას, არამედ დაგეხმარებათ საკუთარი დროის ეფექტურად მართვაში. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ თქვენი შვილის კუდში დევნა ყოველწამს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024