kids.ge logo

ჩემი შვილის საუკეთესო ვერსია

       ჩვენ, დედებს, ყოველთვის კარგი და საუკეთესო გვინდა შვილებისთვის. არარსებობს დედა, რომლისგანაც განსხვავებულ მოსაზრებას გაიგონებთ. ამაში არც ახალია რამე და არც განსაკუთრებული. დედობრივი ინსტიქტი ცხოველებშიც მაღალ დონეზეა და ადამიანისგან მითუმეტეს რა არის გასაკვირი.

ვის არ უნდა თავისი შვილი საუკეთესო პირობებში აღზარდოს, საუკეთესო განათლება მისცეს და ა.შ..ვცდილობთ ყველაფერი შევასწავლოთ, ვატაროთ რეპეტიტორებთან, სპორტულ წრეებზე, ყოველი წუთი და საათი შევუვსოთ, რომ მას თავისუფალი დრო არ დარჩეს და „დაკავებული“ იყოს.

 ერთი შეხედვით ამაში თითქოს არც არაფერია ცუდი. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი მისთვის გვინდა. ამით ვიმშვიდებთ თავს, რომ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ მათი განვითარებისათვის.

და რა რჩება მეორე მხარეს? მათი გადატვირთული რეჟიმის გამო, ვეღარ ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, ერთმანეთთან საუბარს და ჩახუტებას. აღარ რჩება დრო და ლოგიკიდან ვარდება ისეთი კითხვის დასმის აუცილებლობა, როგორიცაა - დე, ხომ არ იღლები? რამე ხომ არ გაწუხებს? მოგწონს რასაც აკეთებ? და ა.შ...ჩვენ არც კი ვუშვებთ იმის ალბათობას, რომ ბავშვი შეიძლება სულაც არ გრძნობდეს კარგად თავს, ამ გარედან მოხვეული „აუცილებლობების“ კეთებით. შეიძლება ახლა ვიღაცამ გაიფიქროს, აბა უსაქმურობა და მთელი დღე ეზოში სირბილი ან კომპიუტერთან ჯდომა ჯობიაო? - ეს მეორე უკიდურესობაა ჩემო კარგებო. ჩვენ კი, როგორც ყველა საკითხში ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ. უკიდურესობები დესტრუქციულად მოქმედებენ ჯანსაღად მოაზროვნე პიორვნების ჩამოყალიბებაში. ასე, რომ თითქმის არ აქვს მნიშვნელობა რომელ უკიდურესობაში ვარდები, თუკი შედეგი იგივე დგება და შენ ჰარმონიულად ვერ ვითარდები.

აუცილებელია სპორტი და ფიზიკური დატვირთვა. კარგია იცოდეს ბავშვმა უცხო ენები და ზოგადად ყველაფერი კარგია თავის ფარგლებში, მაგრამ როცა ისინი ვეღარ ეტევიან სარგებლიანობის საზღვრებში და უხეშად იკავებენ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების ტერიტორიაზე, აქ უკვე სიფრთხილეა საჭირო და ზომიერება.

და არის ეს უმნიშვნელოავნესი ასპექტები, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მეტად სჭირდება ბავშვს, რომ რეალიზებულ და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანად გაიზარდოს? - სიყვარული, მიმღებლობა, ურთიერთობა, ჩახუტება,მოსმენა, დაკვირვება, რა უნდა მას სინამდვილეში და არა ის, რა ტენდენციებია დღეს. რატომ ვცდილობთ ასე მონდომებით მასებს დავემსგავსოთ და შვილებიც ამ უაზრო ფერხულში ჩავაბათ? რატომ არის ამდენი  განსხვავებული ადამიანი, თუ ყველა ერთამნეთს დავემსგასვებით და ის ინდივიდუალიზმი, რაც თითოეულ ჩვენგანშია  ჩადბეული, უბრალდო გაქრება? რა საჭიროა გავდე სხვას და იქცეოდე ისე, როგორც სხვა, როცა შენ, შენი უნიკალუირი თვისებები გაქვს და სწორედ ამით ფასდება რეალურად ადამიანი და რა იმით, როგორ წარმატებით ემსგავსება სხვას, მათ, ვინც ანალოგიურად სხვებისგან იღებენ მოქმედების და აზროვნების ინსტრუქციებს და ასე დაუსრულებლად.

შვილების მოსმენა, უამრავ თავსატეხს აგვაცილებდა თავიდან.

„ჩემმა შვილმა ბალეტზე უნდა იაროს იმიტომ, რომ მე მომწონს“ - და მსგავს  აზრები,  სრულიად გაუცნობიერებელი ფორმულირებაა, რომელიც სინამდილეში შეიძლება არც კი იყოს შენი. რა ვგულისხმობ ამაში? ჩვენი ქვეცნობიერი ძალიან ბევრ ინფორმაციას ინახავს, რომელიც ცნობიერ დონეზე არც კი გვახსოვს და არც კი ვთვლით, რომ საერთოდ გვაქვს. ბავშვობაში და შემდეგ მოზრდილობის ასაკში, უამრავი ტენდენციური აფეთქებების სერია ილექება ჩვენს ქვეცნობიერში, აქედან უმეტესობა ვერ ვაქციეთ რეალობად, ბევრი ოცნებად დარჩა. თავის დროზე არც ჩვენ გვისმენდა არავინ, თუ სინამდვილში რა გვსურდა და ჩვენ იმავე მიდგომების მსხვერპლი გავხდით, როგორი მიდგომებითაც ახლა ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი შვილებისადმი მოპყრობას. და ახლა, ვცდილობთ ჩვენში თუ არა, ჩვენს შვილებში მაინც განხორციელდეს ჩვენი აუხდნელი ოცნებები.

ცოტა ხანს გავჩერდეთ, დავუბრუნდეთ ჩვენს ბავშვობას. გავიხსენოთ რა მოგვწონდა. ოღონდ ის, რაც ნამდვილად ჩვენი იყო და არა ის, რაც გარშემო ყველას მოსწონდა - მშობლებს ან ახლობლებს. გავიხსენოთ, რომ მშობლების ერთი ჩახუტება და ერთი გაგება, ყველაფერს გვირჩევნოდა. მათთან საუბარი და თამაში, რომ ყველაზე საოცარი რამ იყო მთელ სამყაროში. ჩვენ, რომ ეს ყველაფერი გვქონოდა, აღარ ვეცდებოდით. ასე გულმოდგინედ გარდან ამის შევსებას. იქნებ ჩვენც ამიტომ ვცდილობთ ასე გამეტებით ბავშვს გარედან შევუვსოთ ის, რასაც ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვერ მივცემთ? უბრალოდ დაფიქრდეთ ამ ყოველივეზე. გვიანი არასდროსაა მერწმუნეთ და  თუ შენ, დღეს ამ სტატიას კითხულობ, უკვე მოქმედების დროა.

საკუთარი თავსი რწმენა, სიყვარული და სამყაროსადმი კეთილი დამოკიდებულება - აი რა აქცევს ჩვენს შვილებს რეალიზებულ ადამიანებად. დანარჩენი, ჩვენი ეგოს მოთხოვნილებებია  - „ჩემი შვილი უნდა იყოს საუკეთესო“...საინტერესო კი სწორედ ეს  არის. ვინ შეიძლება იყოს საუკთესო? - მხოლოდ ის, ვინც ყველაზე ბედნიერია.. ბედნიერება კი, შინაგანი მდგომარეობაა და ამას, გარედან ვერ მივიღებთ.

ჩვენ კი, სრულიად საკმრისნი ვართ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები ბედნიერები და საუკეთესოები იყვნენ. ამისათვის, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისნი საკუთარი თავებისთვის. შევიყვაროთ და დავაფასოთ ის ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. აღმოვაჩინოთ ჩვენი ნამდვილი მე და გვახსოვდეს შოთას სიტყვები - „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“.

რაც გვინდა, რომ მივცეთ ჩვენ შვილებს, ჯერ ჩვენი თითოეული უჯრედი გავჟღინთოთ ამით.

და როგორია ჩემი შვილის საუკეთესო ვერსია?  - როდესაც ის შინაგანად ბედნიერია.

ნახატის ავტორი: თეა ნოზაძე

ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფოს ბლოგი

ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...

ვრცლად

Kids.ge-ს რჩევები

ეცადეთ არ იყოთ ძალიან მკაცრი

დისციპლინა არ უნდა აგვერიოს სიმკაცრეში. სიმკაცრის გამოვლენით ბავშვები უფრო ჯიუტები ხდებიან. ასე რომ თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს შვილს მეგობრულად და მოიპოვოთ მისი ნდობა, რათა მან შეძლოს თქვენთან ურთიერთობა შიშის გარეშე. ეს ასევე დაგეხმარებათ შვილთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში.

Kids.ge-ს რჩევები

გახდი ისეთი მაგალითი, როგორსაც შენი ბავშვი იმსახურებს

ბავშვები ქცევებს მშობლებისგან ითვისებენ. სათანადო და თავაზიანი ქცევა ლაპარაკზე უფრო მეტად ახდენს დადებით გავლენას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024