kids.ge logo

დედობამდე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ დედობისათვის მზადებაა

თითქმის არ მოიძებნება ქალი, რომელსაც დედობაზე არ ეოცნებოს.. „დედა-შვილობანაზე“ არ გაზრდილიყოს და დაქალებულიყოს..დიახ,იშვიათია იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი ინსტიქტია და ჯერ კიდევ დაბადებამდე იდგამს ჩვენში ფესვებს..გენურ ხვრელებში რომ მოუწყვია მუდმივი სამყოფელი და თაობიდან თაობაში დაუკითხვად სახლდება. ..დედობა ჩემთვისაც ბავშვობის ოცნებაა, ყველაზე ტკბილი და თბილი..ყველაზე უფრო ახლობელი და შინაური..და თითქოს დედობამდე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ დედობისათვის მზადებაა.. დედობა, თითქოს გადაკვეთის წერტილია  ჩვენს წარსულსა და მომავალს  შორის. ეს, ის წერტილია, როცა ოცნებების გზა სრულდება და ვდგავართ კარიბჭესთან, რომლის იქით უკვე დედობის საოცარი და რეალური სამყარო გველოდება..ხშირად, დიდხანს ვერ ვბედავთ შიგნით შესვლას, გვეშინია..ვაითუ ვერ ვივარგოთ, ვერ ვიყოთ კარგი დედები, ვერ გავუგოთ ჩვენს შვილებს, მათ კი  - ჩვენ..ვაითუ ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც წარმოგვედგინა და რეალობა სრულიად განსხვავებული ფორმით გადაგვეშალოს წინ.. იქნებ, ჯერ კიდევ არ ვართ მზად, იმ უდიდესი პასუხისმგებლობის ასაღებად, რომელსაც დედობა ჰქვია?! რომელზეც ასე ხშირად გვიოცნებია და მომავალი შვილების სახელებზეც კი გვიმსჯელია..ფილმში საყვარელი და პუტკუნა ბავშვის გამოჩენისას გვითვქმას - „ასეთი მინდა იყოს ჩემი შვილიო“..და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, რამდენი რამ გვიფიქრია და გვიოცნებია..

და მაინც გაგვჭირვებია იმ კარის შეღება, რომლის მიღმა ჩვენი ოცნებები ცოცხლდებიან, იქ ხომ ჩვენს მიერ შექმნილი პერსონაჟები გველიან, რათა გაცოცხლდეს ზღაპარი და ფიგურებს მოძრაობის შესაძლებლობა მიეცეს..ჩვენ კი მაინც გვეშინია..გვეშინია, მაგრამ დედობა ხომ გმირობას გულისხმობს და ჩვენც ვმოქმედებთ, რადგან გმირობაა ისაა, როცა გეშინია და მაინც აკეთებ..ვდგამთ ნაბიჯს წინ და ვაღებთ კარს..ეს კი დასასრულის დიდი დასაწყისია...ფეხდაფეხ გვეშლება უცნობი, მაგრამ თითქოს კარგად ნაცნობი პეისაჟები, ნაცნობი გრძნობები, ხანაც უცნობი..ღვთიური სიხარული შვილის პირველი დანახვისას, ხანდახან უდიდეს სტრესში გადაზრდილი..პირვველი შეხება, პირველი კონტაქტი „დედაშვილობის საიდუმლო გრიფის“ ანაბეჭდით.. პირველი გამოკვება  საკუთარი ნაშიერის, ვითარცა შვლის ნუკრისა..პირველი ტირილი და პირველი ცრემლები ჯერ კიდევ შეუცნობელი სიხარულისა...და სიმშვიდე შეურღვეველი ერთურთის ცნობისას. საბოლოოდ დაინახავ რას ქმნიდა შენში უფალი..და შენ კმაყოფილი ხარ შემოქმედისა..მადლიერების ცრემლები სდის კვლავ დედის სხეულს, რომელსაც ჯერ კიდევ პირმშო ჰყავს მკერდზე მიკრული..მერე პირველი განშორება. უცნაური და გაუსაძლისი მარტოობა... 120 წუთი, რომელმაც ისე შეგაჩვია ამ თითის ტოლა ბავშვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთად მოდიხართ.. კვლავ მოლოდინი მეორედ შეხვედრისა და მოუთმენლობა შეხების განახლებამდე..

დრო, დროზე სწრაფად გადის და ამგვარი ჯადოსნური ნაბიჯებისგან იქსოვება  ჩვენი დედა-შვილობის საოცარი ზღაპარი. ტილოზე კი ახალი და ჯერაც უცნობი პეიზაჟები იშლება და თანდათან ვხვდებით, რომ ეს ზღაპარი სახეს იცვლის, რომ დედობა მხოლოდამ ჯადოსნური წამებით ტკბობა არ არის და გაცილებით მეტი დატვირთვის მატარებელია მისია - დედობის სახელით...

მე მიმაჩნია, რომ დედობა მხოლოდ შვილის გაჩენა და გაზრდა არ არის..არ არის დედობა საუკეთესო  მატერიალური პირობების შექმნა ბავშვისთვის, რომელზეც პატარაობიდანვე მიჯაჭვულს ხდი და მერე მთელი ცხოვრება მის მონად აქცევ..და არც საუკეთესო განათლების მიცემაში გამოიხატება კარგი დედობა, რადგან  ხედავ ამ ყველაფრის ხშირ შემთხვევაში უკუღმართ შედეგებს და იწყებ კვლევას და ძიებას, შეცნობას და გადაფესებას ყოველივე არსებულისა..ღვივდება შენში პასუხისმგებლობა მობარებული სულისადმი და აცნობიერებ, რომ შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი არ არის შენი საკუთრება. ის, ვერ იქნება ისეთი როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. შენი წიაღიდან აღმოცენებული კვირტია, რომელსაც საკუთარი გზა აქვს ამ ცხოვრებაში..შენი ნაწილია და ამავე დროს დამოუკიდებელი არსება..როგორც დიდი ოთარ ჭილაძე, თავის უკვდავ რომანში - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ამბობს: - „ჭიპის შეჭრის შემდეგ არცერთი შვილი აღარ ეკუთვნის მშობელს, როგორც აშვებული ნავი აღარ ეკუთვნის მიწას“...შენი მოვალეობა, როგორც დედის (მშობლის) იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმარო მას ამ გზის პოვნაში, საკუთარი თავი აპოვნინო და მისთვის განკუთვნილ ერთადერთ გზაზე დააყენო...მოუარო და დაიცვა მანამ, სანამ უმწეოა.. ვალდებული ხარ ბავშვს ჰარმონიული გარემო შეუქმნა და სიყვარული ასწავლო..სიყვარული ყველაფრისადმი..აღზარდო ერთიანობის გრძნობით, რომ ამ სამყაროს სიყვარული ატრიალებს და მის გარეშე ყველაფერი არაფერია..ბედნიერება უნდა ასწავლო შვილს და განუვითარო უნარი, დაინახოს მასში არსებული უფალი...ადამიანად უნდა აღზარდო პირმშო, მისი უმაღლესი გაგებით..

თავით ეშვები ამ დიდ მოგზაურობაში, რომლისგან აუცილებლად სიამოვნებაც უნდა მიიღო..საკუთარ შვილთან ერთად უნდა ისწავლო ცხოვრება და მასთან ერთად გაიზარდო, რადგან ხვდები, რომ საუკეთესო მეთოდი სწავლებისა მაგალითია..და შენ იწყებ სწავლას, უღრმავდები საკუთარ თავს..იქ არის ყველაფერი, რაც გჭირდება, უბრალოდ საჭიროა აღმოაჩინო. დედობა პირველ რიგში, საკუთარი თავის აღმოჩენა, შეყვარება და მიღებაა..და ვფიქრობ, რომ მის გარეშე ვერ ვიქნებით კარგი დედები, ჩვენ თუ საკუთარი თავი გვაკლია, ვერადსროს ვიქნებით შვილებისთვის საკმარისნი.. ვერასდროს მივცემთ შვილებს იმას, რაც სჭირდებათ ანუ ვერ ვაპოვნინებთ მათ საკუთარ თავს, რომელსაც ადამიანი დაბადებიდან  -მთელი სიცოცხლის განმავლობაში ესწრაფვის..

ნახატის ავტორი: თეა ნოზაძე

ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფოს ბლოგი

ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...

ვრცლად

Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ სტიკერები და ჯილდოები გონივრულად

„თუ თქვენი შვილი ყველა ქმედებაზე ჯილდოს მოლოდინში იქნება, იგი ვერ გაიაზრებს მოქმედებების მიზეზებს - იმას, რომ მან უნდა მიალაგოს სათამაშოები, რადგან ოჯახის წევრებს ისინი ხელს შეუშლის“ - ამბობს ბუსი. საუკეთესო გამოსავალია ჯილდოს დაწესება ცალკეული ქმედებებისთვის, მაგალითად, ძალისხმევისთვის ქოთანში მოსასაქმებლად. თუმცა, ჯილდო არ უნდა ეხებოდეს ხშირ აქტივობებს - ჩაცმას ან კბილების გამოხეხვას.

Kids.ge-ს რჩევები

გქონდეთ გაწერილი რუტინები

ბავშვები თანამშრომლობენ სკოლაში, რადგან მათ იციან რასაც უნდა მოელოდნენ, ამბობს ბეთ კოენ-დორფმანი, ჩიკაგოს კონკორდია ევონდეილ კამპუსის სკოლამდელი აღზრდის კოორდინატორი. „ბავშვები ყოველდღიურად ასრულებენ ერთსა და იმავე პროგრამას, ასე რომ, ისინი სწრაფად სწავლობენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად მოქმედებენ“. შეუძლებელია სახლში ერთი და იგივე ტემპის შენარჩუნება, თუმცა, რაც უფრო თანმიმდევრულები იქნებით, მით მეტად ითანამშრომლებს ბავშვი თქვენთან, ამბობს კოენ-დორფმანი. ჩამოყალიბდით რამდენიმე გეგმაზე და მიყევით მათ: ყველა იცვამს ჭამის წინ. როდესაც სახლში შემოვდივართ, ვიბანთ ხელს. ძილის წინ არ ვკითხულობთ ზღაპრებს, სანამ პიჟამოს არ ჩავიცვამთ. საბოლოოდ, „სახლის წესები“ ბუნებრივი გახდება შვილებისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024