kids.ge logo

ძუძუთი კვება და ბავშვის გონებრივი განვითარება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს უკეთ განვითარებაში, მისი გონება უფრო კარგად ვითარდება, ის უფრო ჭკვიანია, სწრაფად და უკეთესად კითხულობს და წერს, ერთი სიტყვით, ადვილად ითვისებს სასკოლო პროგრამას, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები მაკგილის (McGill) უნივერსიტეტიდან.

მეცნიერებმა მაიკლ კრამერის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ თემაზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “ზოგადი პედიატრიის არქივები”. როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის პედიატრიისა და პერინატალური განვითარების კათედრის პროფესორი, ბ-ნი ჯინ გოლდინგი აცხადებს, კანადელი მეცნიერების მიერ მიღებული შედეგები წარმოადგენს ყველაზე სარწმუნო დამამტკიცებელ საბუთს ინტელექტსა და ძუძუთი კვებას შორის არსებული დადებითი კავშირის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 14 000 ბავშვი. მათზე დაკვირვება 6 წლის ასაკამდე მიმდინარეობდა. მათ, ვინც დედის რძით იკვებებოდნენ, უკეთესი შედეგები აჩვენეს 6.5 წლის ასაკში, კერძოდ, ასეთი ბავშვები უკეთ სწავლობდნენ, უსწრებდნენ რა გონებრივი განვითარების ხარისხით თავიანთ თანატოლებს. მასწავლებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედის რძით გამოკვებილი ბავშვები უკეთესად კითხულობდნენ და წერდნენ.

ამ თემაზე ადრე ჩატარებულ კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებდა ზოგიერთი მეცნიერი. თუმცა, ახალი კვლევის შედეგად პირველად დამტკიცდა, რომ გონებრივი განვითარების სხვადასხვაობა დაკავშირებულია კვების ტიპთან და არა იმასთან, თუ რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ესა თუ ის ბავშვი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია მხოლოდ (ექსკლუზიური) ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებითი კვება ძუძუთი კვებასთან ერთად.

დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა და აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.

ბავშვის კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე, ისე გარემოსადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის (იმუნიტეტის) ფორმირებაზე. განსაკუთრებით დიდია კვების როლი მცირე ასაკის ბავშვებში, როდესაც მიმდინარეობს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა, სხვადასხვა ქსოვილისა და სისტემის ჩამოყალიბება და სრულყოფა, ინტელექტის განვითარება.


 კვებაძუძუთი კვება
Kids.ge-ს რჩევები

აღიარე შეცდომები

ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024