kids.ge logo

სოფოს ბლოგი

ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, რადგან ჩვენ დავკარგეთ ბავშვობა და დაგვავიწყდა, რომ ის, ვისაც სწავლა უნდა ამ ქვეყნად, ვართ ჩვენ თვითონ და ვისგანაც რამის სწავლა შეიძლება, ეს ბავშვები არიან. არადა, ჩვენ გადავაკეთეთ ყველაფერი. ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ და ამის შედეგები სახეზე გვაქვს.

ჩემი, ბავშვებისადმი ასეთი სიყვარული სულიდან და გულიდან მოდის და ვგრძნობ, ეს გაცილებით მეტია და ვიდრე თავად ამ სიტყვის მნიშვნელობა გულისხმობს. ის, გაუცნობიერებლად ყოველთვის იყო ჩემი არსების შიგნით, ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან. თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა და ჩემი პროფესიული არჩევანიც მნიშვნელოვნად ასცდა იმ გზას, სადაც შეიძლებოდა გადაკვეთილიყო მათთან ახლო ურთიერთობის გზები და პედაგოგიური მიმართულების ნაცვლად აღმოვჩნდი იურიდიულ ფაკულტეტზე, რასაც მოჰყვა რამდენიმე წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. შემდეგ ოჯახი და პირველი შვილი, რომელსაც სათანადო დროს ვერ ვუთმობდი "კარიერის" გამო და ეს ყველაფერი მუდმივი შინაგანი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა და ნელ-ნელა მწიფდებოდა ნაბიჯი, რომელიც ადრევე უნდა გადამედგა, თუმცა დავაგვიანე და სწორედ იმ დროს, როცა მეორე შვილს ველოდებოდი და ჩემი უფროსი შვილიც ორი წლის იყო, მივიღე სრულიად ცნობიერი გადაწყვეტილება და იმ დროისათვის, არც ისე ხელსაყრელი, ეკონომიკური მდგომარეობის გამო და საბოლოოდ გამოვიხურე კომპანიის კარი და დავასრულე ყველაფერი მანამდე არსებული. მეორე შვილს მალე მესამეც მოჰყვა და ასე ვიქეცი სამ შვილიან დედად, ერთ დროს "კარიერაზე" მეოცნებე ქალი.  ამ პერიოდში გავაცნობიერე, რომ ჩემი ერთადერთი კარიერა- დედობა იყო. ყველაზე რეალიზებულად და ბედნიერად თავს, ამ სფეროში ვგრძნობდი. უფრო მეტიც, დედობა ჩემთვის, ყველაზე სასურველ და ძნელად ასათვისებელი პროფესიად იქცა. მივხვდი, როგორი რთულია იყო დედა, მუდმივად პროფესიულ ზრდაზე რომ უნდა ორიენტირებული, მუდმივ თვითგანვითარებაზე გადართული და არა ბავშვის აღზრდით დაკავებული, ისე როგორც ეს ჩვენშია აღიარებული. მე მივხვდი, რომ ეს მეთოდი არ მუშაობს და ბავშვს, მხოლოდ კარგი მაგალითით შეიძლება რამე ასწავლო.

ამ პერიოდშივე მივუბრუნდი წერას, რომლისკენ სწრაფადაც ასევე ბავშვობიდან ვგრძნობდი. ვწერდი ლექსებს, ისე ჩემთვის, ჩუმად. მერე ცხოვრების წესმა ესეც დამავიწყა და აი სწორედ ბავშვობასთან დაბრუნების და საკუთარი თავის გახსენების პროცესში დაიწერა ლექსების უმრავლესობა, რომელიც ჩემს პირველ კრებულშია შესული (გამოიცა 2019 წელს) და რომელსაც არცთუ ისე შემთხვევით "გზა ჩემამდე" დავარქვი. 

ბავშვებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია გაიხსენო საკუთარი თავი და ამავე დროს, მათ შეუნარჩუნო ეს განძი, რასაც ბავშვობა ჰქვია. მე თქვენ მჭირდებით და პირობას ვდებ, მეც თქვენი საგანძურის დაცვის სადარაჯოზე ვიდგები. 

ამ ბლოგის საშუალებით, ყველანაირად ვეცდები დღის სინათლეზე გამოვიტანო, თქვენი აქამდე უცნობი მხარეები, რომელსაც ჩემი გამოცდილებით მივაგენი და აღმოვაჩინე, რათა იქნებ უფროსებს გაუადვილდეთ თქვენთან ურთიერთობა. მეც ჯერ ისევ ვსწავლობ და ვცდილობ, უფრო ღრმად ჩავწვდე თქვენში ჩამალულ საიდუმლოებებს. 

მადლობა Kids.ge - ს ადმინისტრაციას ამ სივრცის შექმნისთვის და  დათმობისთვის. ვფიქრობ თუ არ გამოგვადგება, არ გვაწყენს მაინც  ძვირფასო მშობლებო ერთმანეთის გამოცდილება. ვიტოვებ ჩვენი ლამაზი თანამშრომლობის იმედს. 

უდიდესი პატივისცემით ყველას მიმართ

სოფიო ჩიტაშვილი


დედობამდე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ დედობისათვის მზადებაა
დედობამდე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ დედობისათვის მზადებაა

თითქმის არ მოიძებნება ქალი, რომელსაც დედობაზე არ ეოცნებოს.. „დედა-შვილობანაზე“ ა...

წაიკითხე
სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ღმერთის ახდენილი ოცნებაა
სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ღმერთის ახდენილი ოცნებაა

ნუ დავუშლით ბავშვს ოცნებას და შეძლებისდაგვარად ნუ დავარღვევთ მის პირად სივრცეს. ...

წაიკითხე
ჩემი შვილის საუკეთესო ვერსია
ჩემი შვილის საუკეთესო ვერსია

ჩვენი ჯანსაღი სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი შვილების საუკეთე...

წაიკითხე
ბედნიერება აქ და ამჟამად
ბედნიერება აქ და ამჟამად

შეუძლებელია ბავშვს შეუქმნა საუკეთესო მომავალი, თუკი მისი აწმყო, აქ და ამჟამად სა...

წაიკითხე
წერილი მეგობარს
წერილი მეგობარს

სტატია ქართველ,ემიგრანტ, ახალგაზრდა, ოთხი შვილის დედაზე, რომელმაც შეძლო და ურთულ...

წაიკითხე
სინათლის თაობა
სინათლის თაობა

იმისათვის, რომ შევძლოთ გავუგოთ მომავალ თაობას, ჩვენი შინაგანი ენერგეტიკული სიხში...

წაიკითხე
შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის გზა, საკუთარ თავთან ჯანსაღ ურთიერთობაზე გადის....

წაიკითხე
წერილი უკრაინელ დედებს - Лист Українським матерям
წერილი უკრაინელ დედებს - Лист Українським матерям

როგრო მოვახერხოთ ომის სასრიკი რეალობიდან ჯანსაღი ფსიქიკით გამოვიყვანოთ ბავშვები....

წაიკითხე
Kids.ge-ს რჩევები

ქცევები გონივრულად შეაფასეთ

ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.

Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას

მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024