kids.ge logo

წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება სწორედ მათ შეუძლიათ. რატომ? ყველაფრის მიუხედავად, იქ არიან სადაც უნდა იყვნენ; არასდროს წუწუნებენ; არადროს გაურბიან საკუთარ პასუხისმგებლობას; ცდილობენ, გარემო პირობების მიუხედავად, ამ დიდ სცენაზე, საკუთარი როლი საუკეთესოდ შეასრულონ; თავისი ცხოვრებით მუდამ არინ სხვისი მოტივაციის, იმედის და სიყვარულის მიზეზი; მუხლჩაუხრელად მუშაობენ საკუთარ თავზე, რადგან იციან ეს, ის ღერძია, რომელიც მათ ცხოვრებას ატრიალებს. სწორედ ამ გზამ, საკუთარ თავზე მუშაობამ გახადა ისინი ისეთები, როგორებიც არიან დღეს და კიდევ უკეთესები გახდებიან ხვალ....
თათული (ისე ინგა ჰქვია) სტუდენტობისას, "გეპეის" მეექვსე კორპუსში, მე-9 სართულის აუდიტორიებში გავიცანი. მაშინ მეორე კურსზე ვიყავით. სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან გადმოსულნი და ასე, აქ თავმოყრილნი ყველანი.პირველივე დღეებიდან დავახლოვდით, თუმცა ვერც მაშინ და ვერც მერე ვიფიქრებდით, რომ ჩვენი მეგობრობა ასეთი სიღრმისეული, ასეთი სულიერი, ასეთი ტკბილი იქნებოდა, როგორიც ახლაა.
თათული სწავლის დამთავრებამდე დაოჯახდა და მალე პატარა ნიკოლოზიც შეეძინა.სანამ ნიკოლოზი დაიბადებოდა, სწორედ იმ თვეს, ჩემი ქორწილიც იყო.
სანამ ნიკოლოზი ჯერ კიდევ,ძალიან პატარა იყო და მათი დედიკო, კიდევ ორ ტყუპ გოგონას დაატარებდა მუცლით, მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო. ამ ახალგზარდა და პატარა ოჯახს ემიგრაციაში მოუხდათ წასვლა.
ვფიქრობ, აქ ზედმეტია იმაზე საუბარი რისი გადატანა მოუხდათ, რადგან ნახევარზე მეტი საქართველო ემიგრაციაშია და ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ყველა ემიგრანტი მართლაც, რომ გმირია, ვინც ასეთი შემართებით უმკლავდება ყველაფერს.
მათი წასვლიდან ორივეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დაიწყო. არც ისე ცოტა ხნის განმავლობაში ერთმანეთზე არაფერი ვიცოდით. მერე დროის უკმარისობის, თუ ჩვენი იმ პერიოდის შინაგანი მდგომარეობის გამო, ხშირად ვერ ვკონტაქტობდით და მხოლოდ ერთმანეთის მოკითხვით შემოვიფარგლებოდით.
ამასობაში თათულიმ იქ, კიდევ ერთი ლუკა ბიჭი მოავლინა ამ ქვეყანას, მეც უკვე სამი შვილის დედა ვიყავი და ჩვენი ცხოვრება ისევ ერთმანეთს დაემსგავსა, როგორც მაშინ, სტუდენტობისას.
მე აქ, ის საფრანგეთში, ერთი და იმავე ცხოვრებით ვცხოვრობდით. ორივენი მხოლოდ და მხოლოდ შვილებით ვიყავით დაკავებულნი.მათი ყოველი ამოსუნთქვა, მათი ყოველი ნაბიჯი გვაბედნიერებდა და თავს, ბოლომდე რეალიზებულ ქალებად ვთვლიდით. წლები გავიდა ასე და ეს ჩვენ ბოლოს აღმოვაჩინეთ.თათულიმ რთული გზა გაიარა და ახლაც გადის. ოთხი შვილი, ენის ბარიერი, უმუშევრობა და სამშობლოდან შორს ყოფნა..
მ ერთი თითის ტოლა გოგომ, ეს ყველაფერი აიღო, შემართების და სიყვარულის ქურაში გადაადნო და საკუთარი თავი, უმაღლესი მოწოდების სიმაღლეზე აიყვანა.შეუძლებელი შეძლო და თავი გადაირჩინა, როგორც მორალურად, ისე ემოციურად და სიყვარულის ყვავილებად გაიშალა. ბავშვებიც ამ ღვთიურ მოტივებზე გაზარდა და ეს პერიოდი ისე თამაშ-თამაშით გადაატანინა, როგორც ეგ ყველასათვის საყვარელ ფილმში -"ცხოვრება მშვენიერია".
ჩვენი გზები, სწორედ იმ დროს გადაიკვეთა კვლავ, როცა ერთმანეთის სულებს სასიცოცხლოდ დავჭირდით. მე წერა დავიწყე, თურმე ისიც წერდა. ისევ სოციალურმა ქსელმა გვიშველა და ჩვენმა ნაწერებმა კვლავ შეგვხვედრა ერთმანეთს.
მას მერე ჩვენი ურთიერთობა სულიერი და შინაგანი გზებით განვითარდა. შეძლებისდაგვარად, თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით და ერთად მივიკვლევდით გზას ამ ლაბირინთში. ყოველდღე ვამხნევებდით ერთმანეთს და ყოველდღე ახალ -ახალ ძალებს ვმატებდით. არ ვწყვეტდით შინაგან განვითარებას და გამოცდილებებს ვუზიარებდით. ბევრჯერ მომცა სტიმული, როცა რაღაცის მეშინოდა, როცა ნაბიჯს ვერ ვდგამდი და ბევრჯერ გამინათა გზა მისმა გულწრფელმ სიტყვებმა.თათულის არადროს დაუწუწუნია საკუთარი მძიმე მდგომარეობის გამო..არა, არასდროს კარგავდა ძვირფას დროს ამაზე. ყოველთვის მოტივირებული და ყოველთვის სიცოცხლით სავსეა. ყოველთვის მზად არის შეისწავლოს საკუთარი თავი და მე დარწმუნებული ვარ, მისი ჯადოსნური ძალა, სწორედ ამაშია.
მან იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე, იმდენი არაფრისმომცემი რწმუნებულება, შეხედულება, კომპლექსები და ტოქსიკური ნაგავი მოიშორა, რონ სულ არ მიკვირს ახლა ასე რომ ანათებს. სულ არ მიკვირს ამდენი ძალა და მოტივაცია რომ აქვს და არც ის, ამდენ რამეს ერთად რომ ასწრებს. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფრის ჩამოთვლა, რასაც ის აკეთებს და საქმიანობს.
ისეთი საოცარი რამ ჩაიდინა ამას წინათ უნდა მოგიყვეთ. თან, ეს ყველაფერი პანდემიის პეიოდში მოახერხა. მოკლედ, ის ჯერ საბუთებს ელოდება და ოფიციალური მუშაობის უფლება არ აქვს. ჰოდა იმდენად ძლიერი იყო მისი სურვილი, რომ დამოუკიდებელი შემოსავალი ჰქონოდა, სამყარომაც არ დააყოვნა და ქალს, სახლიდან გაუსვლელად, თავად მიუვიდა სამსახური შინ. უამრავ ადამიანს ეხმარება ფრანგულის შესწავლაში ონლაინ. ზოგი ახალი ჩასული ემიგრანტია, ზოგი კი ახლა აპირებს წასვლას და თათული უკვალავს გზას არა მარტო ენის ბარიერის გადალახვით, არამედ ყველაფრით რითაც შეუძლია. ეს იქნება მოტივაცია თუ რაიმე ტექნიკური საკითხი. არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი და მოტივატორია.ჰო აი, მის მთავარ მოწოდებამდეც მივედი. ამ დიდი სულის ქალბატონს, უფრო დიდი სურვილი აქვს, რომ გახდეს ქოუჩი და ამ უზარმაზარ ენერგიას და სურვილს - დაეხმაროს სხვას, სწორად გამოვლინების საშუალება მისცეს.დიახ, ის მაისიდან სწავლას იწყებს ქოუჩინგის კურსზე და ვიცი, რომ ეყოფა ძალები და ყველაფერს ბოლომდე გაიტანს.რატომ მოვყევი ახლა მე ეს ყველაფერი? არვიცი, დიდი ხანია უკვე სათქმელი პირზე მადგას და ცდილობს გარეთ გამოანათოს. შიგნით ვეღარ დავიტიე სამყაროს ასეთი, კიდევ ერთი სასწაული და რაც შიგნით ვერ ეტევა უნდა გამოვიდეს უბრალო კანონზომიერების გამო. თუმცა რა, ვთქვი კი ის, რისი თქმაც მინდოდა? არამგონია, ამის სათქმელად სიტყვები არ არსებობს და საერთოდ, სიტყვები არც არაფერს არ ამბობენ. თუ გინდა რამე განიცადო, უნდა იგრძნო. აი ასეთი სისხლსავსე ცხოვრებით უნდა იცხოვრო და მაშინ გაიგებ, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი. ვერც თათულის ვეტყვი რაიმე ახალს ამ სიტყვებით, ამას ისედაც ყოველთვის ვეუბნები...
შენნაირმა ადამიანბემა უნდა ანათონ ეს წყვდიადი ჩემო გოგო, წყვდიადი რომელიც მათ გონებაშია და არ აძლევს საშუალებას მოქმედების, სიცოცხლის და არსში ყოფნის. შენ, იმედი და ნათელი წერტილი ხარ ყველა დედის და ქალის. მინდა, შენგან ბევრმა ისწავლოს და დაინახოს, რა უსაზღვრო შესაძლებლობების ზღვაა ადამიანი; რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლხავთ და ვერ გავუმკლავდბით; რომ ყველას გვაქვს ჩვენი საკუთარი მზე, რომელიც უნდა ავანთოთ და ირგვლივ ყველა გავათბოთ. ბევრი შენნაირი დედა მინდა ჩემ საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
 
ფოტოზე - თათული და მისი ოჯახი (საფრანგეთი)
 
 
ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფოს ბლოგი

ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...

ვრცლად

Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge

Kids.ge-ს რჩევები

გახდით მაგალითი მათთვის

თქვენი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თქვენთან ერთად გაატარებენ. თქვენი ყველა ქცევა თუ მოქმედება დიდ გავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე. გახდით მაგალითი მათთვის, რათა მოგბაძონ და მიჰყვნენ თქვენს კვალს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024