kids.ge logo

ინგლისური ენის წრე

ინგლისური ენის წრე

ინგლისურის სწავლა თამაშით – TPR მეთოდი

„თამაშით სწავლა – ყველაზე ბუნებრივი გზა ახალი ენის შესასწავლად!“

Kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრში ინგლისურის გაკვეთილები აღარ ჰგავს მოსაწყენ მეცადინეობას! ბავშვები მოძრაობენ, იცინიან და სწავლობენ ისე, როგორც ბუნებრივად ისწავლეს საკუთარი ენა – ყურებით, მოქმედებით და მიბაძვით.

 

მთავარი უპირატესობები

  • ენერგიული გაკვეთილები: ბავშვები თამაშობენ, ხტუნავენ, აჩვენებენ მოქმედებებს და სწავლობენ სიტყვებს ამ პროცესში.

  • უსტრესო გარემო: შეცდომის დაშვების შიში ქრება – სწავლა ხდება სახალისო და თავისუფალი.

  • სწრაფი შედეგები: ბავშვი იწყებს ახალი სიტყვების გამოყენებას ყოველდღიურ საუბარში უკვე რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ.

  • ყველა ბავშვი ერთვება: აქტიურებიც და მორიდებულებიც პოულობენ საკუთარ ადგილს პროცესში.

 

 

როგორ ვასწავლით – ჩვენი მეთოდოლოგია

ჩვენ ვიყენებთ კომბინირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს რამდენიმე თანამედროვე მეთოდს:

TPR (Total Physical Response)

ბავშვები იმეორებენ მოქმედებებს (მაგ.: მასწავლებელი ამბობს “jump” – ისინი ხტუნავენ). ეს მოძრაობა ქმნის ძლიერ ასოციაციას და სიტყვები ადვილად იმახსოვრებენ.

Flashcards – ფერადი ბარათები

დიდი, ნათელი და ვიზუალურად მიმზიდველი ბარათები ეხმარება ბავშვებს სწრაფად დაიმახსოვრონ სიტყვები და ფრაზები.

მოკლე ვიდეოები და რეალური კონტექსტი

ბავშვები ხედავენ როგორ გამოიყენება სიტყვა რეალურ სიტუაციაში, ისმენენ სწორ გამოთქმას და სწავლობენ თანამედროვე აქცენტით.

თამაშები და სცენარები

გაკვეთილებში ხშირად ვთამაშობთ სცენებს („At the shop“, „At the park“), რაც ეხმარება ბავშვებს რეალურ დიალოგში ჩართვას.

 

რა სარგებელი აქვს ბავშვის განვითარებისთვის

  • ძლიერი მეხსიერება: მოძრაობა + ხმა + ვიზუალი ქმნის ღრმა და გრძელვადიან კავშირს ტვინში.
  • სოციალური უნარები: ბავშვი სწავლობს ჯგუფში მუშაობას, გამოხატვას და კომუნიკაციას.
  • პოზიტიური დამოკიდებულება: ინგლისურის გაკვეთილები ხდება ბავშვის საყვარელი დრო.

 

ასაკობრივი ჯგუფები და განრიგი

  • 8-10 წლის ბავშვების ჯგუფი, 16:00 საათზე (ხანგრძლ. 60 წთ)
  • 5-7 წლის ბავშვების ჯგუფი, 17:00 საათზე (ხანგრძლ. 50 წთ)
  • გაკვეთილები კვირაში ორჯერ: ორშაბათს და პარაკსევს
  • მცირე ჯგუფები (6-8 ბავშვი) – მეტი ყურადღება თითოეულზე

 

დაგვიკავშირდით

📍 მისამართი: თბილისი, პეკინის გამზ. 36
📱 ტელ: 591 42-11-00
🌐 Facebook / Instagram: fb.com/kids.ge

 

დარეგისტრირდით დღესვე და მიეცით თქვენს შვილს შანსი, რომ ისწავლოს ინგლისური სიხარულით!

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

სათამაშო საღამო

დაგეგმეთ ყოველკვირეული სათამაშო საღამო, სადაც ყველა ერთად თამაშობთ სამაგიდო თამაშებს ან კარტს.

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩაჩქანიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ველოსიპედი

ხშირად სიარულის ნაცვლად გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ველოსიპედი, რათა შეამციროთ ჰაერის დაბინძურება.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026