სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა (და სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამის ონლაინ კურსი) განკუთვნილია წინა სასკოლო ასაკის (5-6 წლის) ბავშვებისათვის. აღნიშნულ პროგრამაზე მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მიმდინარე სასწავლო წელს, ასაკის მიხედვით უწევს სკოლაში წასვლა. „სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე“ აკადემიურ ნაწილთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის სოციალური უნარების განვითარებას, მისთვის ჯგუფში მოქცევის, თავდაცვის, სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავებას და ა.შ. ამ თემებზე მუშაობა ხდება სოციალური და ემოციური განვითარების გაკვეთილზე, რომელსაც ფსიქოლოგი ატარებს. ფსიქოლოგი ასევე ესწრება სხვა მეცადინეობებს და ბავშვებზე დაკვირვების შემდეგ, შესაბამის რჩევებს აძლევს მასწავლებლებს, რომ საგაკვეთილო პროცესში ყველა ბავშვს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მივუდგეთ. ფსიქოლოგი ასევე მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს მათ. დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
დიდი ყურადღება ეთმობა აკადემიურ ნაწილს, სადაც მეცადინეობებს, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, პროფესიონალი პედაგოგები ატარებენ. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სწავლების დროს იმ მასალას, რასაც ბავშვებს ვაწვდით, რადგან ვცდილობთ თავი ავარიდოთ პირველი კლასის მასალის შესწავლისაგან.
ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი პედაგოგები მუდმივად მუშაობენ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.
სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
სწავლის დაწყებამდე ხდება მოსწავლეებთან და მშობლებთან წინასწარი გასაუბრება. სწავლის დაწყების პირველ პერიოდში კი, Kids.ge-ს სპეციალური ელექტრონული პროგრამისა და შეფასების სისტემის დახმარებით ხდება ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროს შეფასება. კვლევების შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ჯგუფში მყოფი თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ ჯგუფისათვის დაიგეგმოს მთელი სასწავლო პროცესი, შეირჩეს მათთვის საჭირო განმავითარებელი აქტივობები და ვაკონტროლოთ სხვადასხვა საყურადღებო თუ საგანგაშო სიმპტომები, რომელთა შესახებაც მუდმივად ხდება მშობლის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციები.
სხვადასხვა საგნებზე, ბავშვებთან მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა და სხვისი ემოციების გაგება, ამოცნობა და მასზე სწორი რეაგირება. ასევე საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.
საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება
მეტყველების გაკვეთილზე (საგანზე: მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება), სამუშაოები მიმართული იქნება სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ, სამეტყველო სმენისა და ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ; გარდა ამისა:
ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს ლოგოპედთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, სამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.
გაკვეთილებზე, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის მათემატიკური აზრობნების განვითარებას. ამაზე მუშაობა ხდება სხვადასხვა სამაგიდო აქტივობებით, ტესტებით, სახალისო მათემატიკური თამაშებითა და ამოცანებით. პროგრამის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
გაკვეთილებზე ჩაუტარდებათ მარტივი, სახალისო ტესტები და ამოცანები.
პროგრამის ფარგლებში, ბავშვები შეისწავლიან ლექსებს, ჩვენ კი მათი წახალისების მიზნით ვიღებთ ვიდეო ლექსებს, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და მას საქართველოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად უამრავი პატარა ნახულობს.
მუშაობა ხდება სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე; ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
ამ ყველაფერს ბავშვები სწავლობენ სახალისო თამაშებით, ინგლისური ლექსებისა და სიმღერების მეშვეობით.
სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. დღეში ტარდება ორი 50 წუთიანი გაკვეთილი.
ეპიდემიის, სეზონური ვირუსებისა თუ სხვა საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებთან მეცადინეობები ჩატარდება დისტანციურად Zoom-ის მეშვეობით.
სკოლებში ბავშვების მიღების ასაკობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მიიღებიან 5-6 წლის ის ბავშვები, რომელთაც მომდევნო წლის სექტემბერში მიდიან სკოლაში.
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.
სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 1620 ლარი (სწავლა გრძელდება 9 თვე: 15 სექტემბრიდან - 15 ივნისის ჩათვლით). სწავლის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში - 1440 ლარი. გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურადაც - 180 ლარი თვეში. ამ თანხაში შედის სრულად, ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარის ფასი. დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 150 ლარია.
2020-2021 სასწავლო წელი დაიწყება 2020 წლის 2 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით.
მშობლებთან ფორმდება ხელშეკრულება. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.
2020-2021 სასწავლო წელი, წარიმართება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების სრული დაცვით. ამასთან, სასწავლო ცენტრში შემოღებულია დამატებითი წესები:
ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.
რა უარყოფით თუ დადებით შედეგს აძლევს მოზარდს ისეთი კომპეტენციების ადრეულ ასაკში დაუფლება, როგორებიცაა: მობილური, კომპიუტერი და ტელევიზორი?
ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სკოლისთვის მზაობას განმარტავენ, როგორც ბავშვის პიროვნების მრავალგვარ განვითარებას, ანუ ბავშვის მზაობა სასკოლო სწავლისთვის გულისხმობს მისი სოციალურ-ემოციური მომწიფების, სწავლისადმი მოტივაციის, მეტყველებისა და საკომუნიკაციო უნარების, ზოგადი ცოდნისა და შემეცნებითი განვითარების ასპექტებს.
რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს
როგორ ვეთამაშოთ ბავშვს ისე, რომ გახდეს თავდაჯერებული, კრეატიული და წარმატებული?
რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?
თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები