kids.ge logo

kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი

kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი

ჩვენ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალი სპეციალისტებისა და პედაგოგების გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების სწავლაზე და რაც მთავარია, მათ სწორად განვითარებაზე. სასწავლო ცენტრში სწავლების პროცესი დაფუძნებულია შემდეგ ღირებულებებზე:

  • თავისუფლების გათვალისწინება. ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების, არჩევნის განხორციელების, სიტყვის და შემოქმედების თავისუფლება;
  • ცნობისმოყვარეობის აღძვრაზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც გულისხმობს პრობლემაზე დაფუძნებულ განათლებას;
  • შემოქმედებითი აზრობნების განვითარება, რომელიც გულისხმობს ბავშვის სტიმულირებას, რომ გამოხატოს და განავითაროს საკუთარი ბუნებრივი ინტელექტის ტიპი;

გარდა ბავშვის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვისა, ჩვენი მისიაა მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვის განვითარების საკითხებზე და მისი ჩართულობა პედაგოგიურ პროცესში.

 

სასწავლო პროგრამები და წრეები

  • სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
  • სკოლისათვის მოსამზადებელი ონლაინ პროგრამა (ONLINE)
  • საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელი პროგრამა
  • საშაბათო შემეცნებითი პროგრამა
  • საკვირაო ხელოვნების ონლაინ პროგრამა (ONLINE)

 

სამუშაო საათები

  • ორშაბათი - პარასკევი: 15:00 - 20:00
  • შაბათი და კვირა: 11:00 - 17:00

 

 

COVID-19 წესები

 

2020-2021 სასწავლო წელი, წარიმართება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების სრული დაცვით. ამასთან, სასწავლო ცენტრში შემოღებულია დამატებითი წესები:

 

  • სასწავლო ცენტრში ყოფნის პერიოდში, 5-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა უნდა გაიკეთონ დამცავი, გამჭვირვალე ფარები. იმ შემთხვევაში თუ ბავშვისთვის ამ წესის შესრულება რთული ან უხერხული იქნება, ამ პირობის შესრულება მისთვის არ იქნება სავალდებულო, თუმცა რაც უფრო მეტ ბავშვს ექნება ასეთი ფარები, უფრო მეტი ბავშვის იქნება დაცული საუბრისას პირდაპირ მიფრქვეული მიკრობებისაგან, რაც შეამცირებს როგორც კორონავირუსის ასევე სხვა ვირუსული დაავადებების გადადების და გავრცელების შესაძლებლობას.
  • სასწავლო ცენტრში ყოფნის პერიოდში, 12 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერი პირი ვალდებულია გაიკეთოს პირბადე, პირბადის მოხმარების  წესების სრული დაცვით.
  • სასწავლო ცენტრი არ უზრუნველყოფს მოსწავლეებს და მათ მშობლებს პირბადეებით და დამცავი ფარებით.
  • სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, მეცადინეობების პერიოდში ხანგრძლივი დროით დაიშვებიან მხოლოდ ის მშობლები, რომელთა ბავშვებსაც ექნებათ მშობელთან განშორების განსაკუთრებული სირთულე (მიჯაჭვულობის პრობლემები, ემოციური სირთულეები და ა.შ.)

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მობ: 599 93 25 14
ელ.ფოსტა: info@kids.ge
მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის გამზ. 36
ტელ: (+995 32) 230-60-01

 

ვაკანსიები Kids.ge-ში

მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენს შესახებ და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგი მისამართიდან.

 

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2020