ხატვის წრე

რა ისწავლება ხატვის წრეზე

ხატვის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმები, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, დომინანტი ფიგურა, ფონი, ანტურაჟი, პერსპექტივა და ა.შ. მოსწავლეები დახატავენ ნატურმორტებს. მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ადამიანის სხეულის აგებულების და მისი პროპორციების შესახებ და ა.შ.

სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შედარებით უფრო პატარა მოსწავლეები, გამარტივებული ფორმებით შეისწავლიან ზემოთ ნახსენებ თემებს. ასაკის მატებასთან ერთად კი გაიზრდება როგორც მეცადინეობების სირთულე, ისე თემების მრავალფეროვნება და მათ დაემატებათ ახალი ცნებებიც. მაგალითად:

უფროსი ასაკის მოსწავლეების პროგრამის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სიმეტრია და ასიმეტრია გეომეტრიული ფორმების დახმარებით. ამ ცნებების ასახვა ნამუშევარში; დინამიური და სტატიური ფიგურები. ისინი მათი დახმარებით შექმნიან გრაფიკული ნამუშევრებს. მათ ასევე მოუწევთ ჩანახატისა და ესკიზის შექმნის ტექნიკის ათვისება.

თუმცა გარდა აკადემიური ხატვის საფუძვლების ზემოთ მოყვანილი მცირე ჩამონათვალისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების აბსტრაქტული აზროვნების უნარის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ამიტომ გარდა ტექნიკის დახვეწისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მოსწავლეების მხრიდან ყველანაირ კრეატიულ იდეას და ხელს შევუწყობთ მათ განხორციელებას.

 

მეცადინეობების განრიგი

ხატვის წრეზე მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს. თითო მეცადინეობის განგრძლივობაა 45-60 წუთი. 

  • 4-5 წლიანები - სამშაბათს და ხუთშაბათს, 17:00 საათზე.
  • 4-5 წლიანები - სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე.
  • 6-8 წლიანები - სამშაბათს და ხუთშაბათს, 18:00 საათზე.
  • 9-14 წლიანები - ორშაბათი და ოთხშაბათი, 19:00 საათზე. 

 

ხატვის წრეზე სწავლის საფასური

ხატვის წრეზე სწავლის საფასურია 50 ლარი თვეში (დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 45 ლარია)სწავლის გადასახადში შედის საჭირო მასალისა და ინვენტარის საფასური!

სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, 1-დან 10 რიცხვამდე. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

 

რეგისტრაცია ხატვის წრეზე

ხატვის წრეზე სწავლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონებზე: 230-60-01 ან 599-93-25-14

 

ჩვენი მისამართი

ჩვენი მისამართია თბილისი, ბაქოს ქ. 4; (ეს არის დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის კვეთასთან, 24-ე საჯარო სკოლის გვერდით). ქვემოთ მოცემულია ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ჩვენს სასწავლო ცენტრთან სიახლოვეს გაივლის:

ავტობუსები: 9; 20; 21; 29; 31; 33; 34; 37; 46; 47; 49; 53; 65; 66; 78; 92

მიკროავტობუსები6; 10; 11; 26; 31; 32; 38; 40; 41; 50; 58; 62; 66; 67; 68; 75; 80; 81; 85; 88; 89; 94; 108; 109; 133; 141; 148; 193

 

საინტერესო სტატიები ხატვასთან დაკავშირებით

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?
ქეთევან ოდიშარია
რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში
ქეთევან ოდიშარია
ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია