სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია წინა სასკოლო ასაკის (5-6 წლის) ბავშვებისათვის. აღნიშნულ პროგრამაზე მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მიმდინარე სასწავლო წელს, ასაკის მიხედვით უწევს სკოლაში წასვლა. სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე, აკადემიურ ნაწილთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის სოციალური უნარების განვითარებას, მისთვის ჯგუფში მოქცევის, თავდაცვის, სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავებას და ა.შ. ამ თემებზე მუშაობა ხდება სოციალური და ემოციური განვითარების გაკვეთილზე, რომელსაც ფსიქოლოგი ატარებს. ფსიქოლოგი ასევე ესწრება სხვა მეცადინეობებს და ბავშვებზე დაკვირვების შემდეგ, შესაბამის რჩევებს აძლევს მასწავლებლებს, რომ საგაკვეთილო პროცესში ყველა ბავშვს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მივუდგეთ. ფსიქოლოგი ასევე მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს მათ. დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მეტყველების მეცადინეობებს ლოგოპედი ატარებს.

დიდი ყურადღება ეთმობა აკადემიურ ნაწილს, სადაც მეცადინეობებს, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, პროფესიონალი პედაგოგები ატარებენ. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სწავლების დროს იმ მასალას, რასაც ბავშვებს ვაწვდით, რადგან ვცდილობთ თავი ავარიდოთ პირველი კლასის მასალის შესწავლისაგან.

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი პედაგოგები მუდმივად მუშაობენ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • სოციალური და ემოციური განვითარება (ფსიქოლოგთან)
  • მეტყველება (ლოგოპედთან)
  • მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება
  • ქართული ენა
  • წიგნიერება, ზოგადი განათლება
  • ინგლისური ენა

სოციალური და ემოციური განვითარება:

ბავშვებთან იმუშავებს ბავშვთა ფსიქოლოგი. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ ემოციები, ემოციების მართვა. მათ შორის საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.

საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება

მეტყველება:

მეტყველების გაკვეთილზე, სამუშაოები მიმართული იქნება სწორი ბგერებით მეტყველების უნარის გამომუშავებისაკენ, სამეტყველო აპარატის განვითარებისაკენ. გარდა ამისა: 

  • სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ;
  • სამეტყველო სმენის განვითარებისაკენ;
  • წინადადებების გრამატიკულად სწორი ფორმით აწყობისაკენ;
  • აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის, დანახულისა და აღქმულის გააზრების, დამახსოვრებისა და მეტყველებაში გადმოტანის უნარის გავარჯიშებისაკენ;
  • წაკითხულის გაგების, გააზრებისა და თხრობის უნარების ჩამოყალიბებისაკენ;
  • წერის და კითხვის საწყისი უნარების გამომუშავებისაკენ;

ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით.  თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს ლოგოპედთან ინდივიდუალურ შეხვედრებსსამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.

მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება:

გაკვეთილებზე, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის მათემატიკური აზრობნების განვითარებას. ამაზე მუშაობა ხდება სხვადასხვა სამაგიდო აქტივობებით, ტესტებით, სახალისო მათემატიკური თამაშებითა და ამოცანებით. პროგრამის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • ზოგადი უნარები და ლოგიკური აზროვნება
  • რიცხვები 0-დან 10-ის ჩათვლით
  • შეკრება და გამოკლება 10-ის ფარგლებში
  • მეტობა და ნაკლებობა
  • კენტი და ლუწი
  • გეომეტრიული ფიგურები
  • სიდიდეთა შედარება
  • კლასიფიკაცია და შესაბამისობები
  • მწკრივები
  • სიდიდეთა ერთეულები: სიგრძე, მასა, ტევადობა
  • ფულადი ერთეულები
  • ტესტები და მარტივი ამოცანები

ქართული ენა:

  • ანბანი
  • ასო და ბგერა
  • ხმოვანი და თანხმოვანი
  • მარცვალი
  • სიტყვის დამარცვლა
  • მარცვლების მეშვეობით სიტყვების შედგენა
  • სიტყვების მეშვეობით მარტივი წინადადებების შედგენა
  • სინონიმები და ანტონიმები

პროგრამის ფარგლებში, ბავშვები შეისწავლიან ლექსებს, ჩვენ კი მათი წახალისების მიზნით ვიღებთ ვიდეო ლექსებს, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და მას საქართველოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად უამრავი პატარა ნახულობს.

წიგნიერება, ზოგადი განათლება:

  • კალენდარი ( წელიწადის დროები, კვირის დღეები)
  • ამინდი
  • დღესასწაულები
  • უსაფრთხოება-გზებზე მოძრაობის წესები
  • დედამიწა და კოსმოსი
  • ბუნება
  • გეოგრაფია (ზღვები, ოკეანეები, კონტინენტები, საქართველოს რუკა..)
  • ჩვენი დედაქალაქი
  • საქართველოს ისტორია ( მეფეები, ანბანი შექმნის ისტორია, თბილისის დაარსება...)
  • ქართველი მწერლები და პოეტები

ინგლისური ენა:

მუშაობა ხდება სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე;  ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • მისალმება
  • ფერები
  • ფორმები
  • დათვლა 20-ის ფარგლებში
  • ანბანი
  • ხილი და ბოსტნეული
  • სხეულის ნაწილები
  • ტანსაცმელი
  • წელიწადის დროები
  • ამინდი
  • ცხოველები
  • ბუნება
  • ოჯახის წევრები
  • სასკოლო ნივთები
  • ტრანსპორტი
  • ზმნები ( გაღვიძება, ჩაცმა, წასვლა, ყურება, დაკვრა, დახურვა, დავარცხნა და ა.შ.)
  • ანტონიმები (მაღალი-დაბალი, დიდი-პატარა, კარგი-ცუდი, სავსე-ცარიელი და ა.შ.)
  • მარტივი წინადადებები ( როგორ ხარ? ძალიან კარგად ვარ; მოწყენილი ვარ; დღეს როგორი ამინდია? ჩაიცვი ქურთუკი; გავიდეთ გარეთ; მივდივარ მაღაზიაში და ა.შ.)
  • დამშვიდობება

ამ ყველაფერს ბავშვები სწავლობენ სახალისო თამაშებით, ინგლისური ლექსებისა და სიმღერების მეშვეობით.

 

მეცადინეობების განრიგი

სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება:

  • საბურთალოს ფილიალი:
    • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (16:00 - 18:00)
    • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (18:00 - 20:00)
  • ჩუღურეთის ფილიალი:
    • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (16:00 - 18:00)
    • სამშაბათი, ხუთშაბათი (16:00 - 18:00), კვირას (17:00 - 19:00)

ბავშვების ასაკი

სკოლებში ბავშვების მიღების ასაკობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მიიღებიან 5-6 წლის ის ბავშვები, რომელთაც მომდევნო წლის სექტემბერში მიდიან სკოლაში.

 

მოსამზადებელზე რეგისტრაცია

გაიარეთ  ონლაინ რეგისტრაცია  ან დაგვიკავშირდით:

  • მობილურზე: 599 93-25-14
  • ჩუღურეთის ფილიალი: (+995 32) 230-60-01
  • საბურთალოს ფილიალი: (+995 32) 230-60-09

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი *
  • მშობლის პირადობის ასლი *

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან ოფისში.


 

რა უნდა მოიტანოთ

არაფრის მოტანა საჭირო არ არის! ყველაფერი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში.

 

რა ღირს მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა?

სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 1800 ლარი (10 თვე, სექტემბრიდან - ივნისის ჩათვლით). სწავლის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში სწავლის საფასური 1600 ლარი. გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურადაც - 180 ლარი თვეში. ამ თანხაში შედის სრულად, ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარის ფასი. დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 150 ლარია.

თვიურად გადახდის შემთხვევაში, სწავლის საფასურის გადახდა ხდება თვის დასაწყისში. მშობლებთან ფორმდება ხელშეკრულება. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება. 

 

შეიძლება თუ არა ჩვენთან დაელოდოთ ბავშვს?

ჩვენთან სპეციალურად მშობლებისათვის განკუთვნილია ოთახი, სადაც შეგიძლიათ დაელოდოთ თქვენს პატარას, მანამ ის მეცადინეობებზე იქნება. აქვე შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაციები ჩვენს ბავშვთა ფსიქოლოგთან.

თქვენთვის საინტერესო

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის
GCRT
ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები
ქეთევან ოდიშარია
ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

რა არის ძალადობის მიზეზი და რა შედეგები მოყვება მას. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე
ანა ნადირაშვილი
რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი
ანა კუხაშვილი
წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის
თათია გურგენიძე
როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს.რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მკაცრად მოქცევის სურვილი.

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები
მარიამ ტატიშვილი
სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია