kids.ge logo

სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ღმერთის ახდენილი ოცნებაა

ბავშვები, იდუმალი და შეუცნობელი არსებანი არიან და მათთვის აუცილებელია სივრცე, სადაც დაცულად და მყუდროდ იგრძნობენ თავს. ისინი, ამ სივრცეში ფართოდ ხსნიან თავიანთი დაფარული სამყაროს დახშულ ხვრელებს და ბოლომდე ამჟღავნებენ უდიდეს პოტენციალს.. სივრცე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი ოთახით ან ერთი კუნჭულით რომელიმე ოთახში, სადაც შეიყუჟება და საკუთარ სამყაროში იწყებს მოგზაურობას.მე ვფიქრობ, ეს სივრცე ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია მისი განვითარებისათვის.მან, გადასარევად იცის ვინ არის და რა უნდა.ეს, მერე გვავიწყდება ხოლმე ადამიანებს ჩვენ  შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები.მე, როცა გამუდმებით ყურს ვუგდებ ჩემი შვილების ფუსფუსს თავიანთ განცალკევებულ სამყაროში, თვალზე სიხარულის ცრემლი მადგება და გული იმედით მევსება, რომ ასეთი ნამდვილები არიან, რომ ღმერთმა ასეთი სასწაული ინება და დაგვავალა გავუფრთხილდეთ მათ ამ სინამდვილეს, რადგან მალფუჭებადი პროდუქტია და განსხვავებული წესებია საჭირო მათ დასაცავად.ბროლის თოჯინას ჰგვანან ისინი, რომელიც ნამსხვრევებად შეიძლება იქცეს  ერთი უხეში მოძრაობის შედეგად. მათთან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

მათ, პატარაობიდანვე უნდა განვუვითაროთ „საკუთარი სივრცის კულტურა“, რადგან ვფიქრობ, რომ რეალიზებული და ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, ეს აუცილებელი პირობაა. მათ თავად უნდა უზრუნველყონ ამ საზღვრების უსაფრთხოება..

როდესაც ბავშვი იზრდება,ის თავად იწყებს მერე ამ სამყაროს გაფართოებას და გაზრდას, რომელიც საბოლოო ჯამში რეალურ სამყაროს უერთდება და მისი ტოლი ხდება.

არასოდეს დასცინოთ ბავშვის ოცნებებს და გეგმებს.პირიქით, ყოველთვის აღფრთოვანდით, ოღონდ გულწრფელად.და საერთოდ ბავშვთან ურთიერთობისას აუცილებელია გულწრფელობა, სიყალბეს ადვილად გრძნობენ და გარბიან.

ბავშვს, ხომ სიცოცხლის პირველ რამდენიმე წელიწადში უყალიბდება წარმოდგენები სამყაროს შესახებ და მერე, თითქმის მთელი ცხოვრება გაჰყვება ლანდად. ნუ შეგვაშინებს მათი თავნებობა, ეს სურვილის ძალაა, რომელიც შემდეგ სასწაულებს ჩაადენინებს მათ. არ ჩაკლათ მათში ეს სასიცოცხლო ენერგია. ბავშვები უნდა მიეჩვივნონ სურვილისადმი სწრაფვას, ბრძოლა უნდა შეეძლოთ მათთვის.

და როგორ ფიქრობთ როგორ მოვახერხოთ ეს?  - მე კი, ისევე როგროც ყველა სხვა შემთხვევაში, მივდივარ საკუთარ თავთან და კითხვებს რომელთაც ვსვამ შემდეგია:

Ø  რაც მინდა ვასწავლო შვილს თავად თუ ვიცი იგივე?

Ø  მაქვს მე პირადი სივრცე სახლში, სადაც არავის ვაძლევ ხელის ფათურის უფლებას?

Ø  იციან ჩემმა შვილებმა რომ ეს დედას ნივთებია და მათზე ხელის მიკარებაც კი არ შეიძლება?

Ø  იციან, რომ როცა კითულობთ , წერთ, ქსოვთ ან ხატავთ, ხელი არ უნდა შეგიშალონ?

Ø  ან კიდევ თქვენც ადამიანი ხართ და დასვენება გჭირდებათ და როცა თქვენ ისვენებთ არ შეგაწუხონ?

დავფიქრდეთ ამაზე ჩემო ძვირფასებო, არასდროს არაფერი არ არის გვიან. მთავარია გაცნობიერება. ჩვენ ხშირად ვცდებით და ამის აღიარება პირველი წამალია ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობისთის.

ჩვენი პირადი სივრცის მაგალითზე, ისინი თავადვე ისწავლიან იპოვნონ, დაიცვან და მოუარონ საკუთარს. ჩვენ, მხოლოდ ერთი რამ გვავალია: მივხედოთ საკუთარს და თვალი ვადევნოთ შორიდან მათ მოქმედებებს. არ ჩავერიოთ და არ შევიმჩნიოთ. გამოიყენეთ მთელი თქვენი ქალური ოსტატობა და აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ ისინი აქ მარტონი არიან. თქვენ, ის კეთილი, ნათლია ფერია უნდა იყოთ, რომელიც კონკიას მეჯლისზე წასვლაში ეხმარება. ისინი, უნდა გრძნობდნენ, რომ გვერდში ჰყავთ დედა, რომელიც მათ ნებისმიერი ოცნების ასრულებაში დაეხმარება. მთავრია იოცნებონ და ეს არასდროს შეწყვიტონ. თქვენ ღმერთი უნდა განასახიეროთ და ასე განაგრძოთ თამაში. რომ გაიზრდებიან, ეს ხატი არასდროს გაუქრებათ გონებიდან. მერე სამყაროს ძალებს ირწმუნებენ, ისევე როგორც, ერთ დროს შენი ირწმუნეს. იმაზე მეტად აღრფრთოვანდით მათი წამოწყებებით, ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ. იყავით მათზე გადარეული და მათზე მხიარული, ეს დიდი სტიმულია...

ბოლოს და ბოლოს, რაში გჭირდებათ მუდამ მკაცრი დედიკოს ნიღაბი?! განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ოცნებებს ეხება. გჯეროდეთ და  შვილებიც დააჯერეთ ოცნებების სინამდვილეში. მოუყვანეთ უამრავი მაგილითი იმისა, რომ რაც ამ ქვეყნად არსებობს, მეოცნებე ადამიანების შექმნილი და გამოგონილია. რაც ყველაზე მთავარია, დაანახეთ, რომ სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ღმერთის ახდენილი ოცნებაა.

ნუ გეშინიათ ოცნებების. ის, შეუმჩნევლად გაათავისუფლებს საფრენ ბილიკებს, საიდანაც ფართოდ გაშლილი ფრთებით აიჭრებით შესაძლებლობებით სავსე სამყაროში და რეალობად აქცევთ ყველაფერს, რაზეც ოდესმე გიოცნებიათ.

ნახატის ავტორი: თეა ნოზაძე

ფავორიტებში დამატება

ავტორის შესახებ

სოფოს ბლოგი

ჩემი გულთბილი სალამი სამყაროში ყველაზე საოცარ არსებებს - ბავშვებს და რათქმაუნდა მათ დედიკოებს და მამიკოებს. იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ზღაპრული ადგილი დედემიწაზე? - სივრცე, სადაც ჰაერი ბავშვების მაღალვიბრაციული სიხშირით არის გაჟღენთილი. ბავშვებმა არ იციან, რომ უებარი წამალია მათი არსებობა დედამიწაზე მცხოვრები, ემოციურად დაავადებული მოზრდილი მოსახლეობისთვის. ბავშვი იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ...

ვრცლად

სოფოს ბლოგი - სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ღმერთის ახდენილი ოცნებაა
სოფოს ბლოგი - სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ღმერთის ახდენილი ოცნებაა

ბავშვები, იდუმალი და შეუცნობელი არსებანი არიან და მათთვის აუცილებელია სივრცე, სადაც დაცულად და მყუდროდ იგრძნობენ თავს. ისინი, ამ სივრცეში ფართოდ ხსნიან თავიანთი...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021