kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ირმები მთიდან ბარში ჩადიან
ეს ზამთარი მეთოვლია
იცით, ზოგჯერ როგორია? ...
ნინო და პიანინო
მოუტანეს პიანინო
ცუგრუმელა გოგო ნინოს,...
შემოდგომამ გაგვახარა
შემოდგომამ გაგვახარა
ზამთრის უხვი მარაგითა,...
ჭიამაია
ჭია, ჭიამაიაო,
პაწაწინა დაიაო,...
სანტას საჩუქარი
დილით ტკბილად გამაღვიძა,
ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა,...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „კუ წვიმაში სადილობს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „კუ წვიმაში სადილობს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

თქვენს შვილებს ყოველდღე დაუსვით სამი შეკითხვა მის შესახებ

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - საუბრის ხელოვნება მნიშვნელოვანი სოციალური უნარია, მაგრამ მშობლები ხშირად უგულებელყოფენ მის სწავლებას. დაუსვით ბავშვს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „კარგი დრო გაატარე სკოლაში?“; „რას აკეთებდი წვეულებაზე?“; ან „სად გინდა ხვალ შუადღისას გასვლა?“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ზაფხულზე

ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ზაფხულზე

ნათია ჯანაშია
კუზიანი აქლემი

ნათია ჯანაშია

- ხომ გირჩიეს, აქლემო,
მძიმე ტვირთს ნუ ათრევო. ყველას ბარგს რომ უზიდავ, ...
შოთა ამირანაშვილი
შენ თუ იცი...

შოთა ამირანაშვილი

დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა,
იათამზეს ჰკითხა ბენომ:...
მანანა ტონია
რეზოს კნუტები

მანანა ტონია

რეზოს ჰყავს სამი კნუტია:
თეთრა, მჩხავანა, ბუტია,...
ვასილ გულეური
მელია

ვასილ გულეური

ყველა ამბობს - ტყუილში
ვერვინ ჯობნის მელიას......
მაყვალა მრევლიშვილი
ყველას არგუნებს

მაყვალა მრევლიშვილი

ახუნძლული ვაშლები
ნეტავ საით გარბიან?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024