kids.ge logo

ტახი ზამთარს უბრაზდება

ფავორიტებში დამატება

მოვიდა ზამთარი თოვლინი,
მოვიდა ზამთარი ჯანღინი!
ფიფქების ცვენა არ ახალისებს...
ტახი რად ბრძანდება ჯავრინი?
მიწაზე ფუმფულა ხალიჩები
დაგო ზამთარმა ადრინად,
ტყე ფაფუკ საბანში გაახვია...
ტახი რად ბრძანდება დარდინად?
ზამთარი ყველაფერს ალამაზებს,
მას ყველა შეჰყურებს აღტაცებით,
ტახი კი ბრაზინად დაღრუტუნებს,
თოვლში რას დაძებს გატაცებით?
მუხის ქვეშ თოვლი სულ გადაქექა,
დაძებს რკოსა და მწვანე ბალახს,
ციყვი ფუღუროდან იბღვირება:
-ხომ ხედავთ?
დაამსგავსა თოვლი ტალახს...
ლამაზ კარმიდამოს მიუშნოებს,
მიწა გადაჩიჩქნა ერთინად,
თუ დროზე რამე არ მოვიფიქრე
ჩემს მუხას წამოაქცევს ფესვინად,
რასაც წაწყდება, ყველაფერს ჭამს,
განა გაჩერდება ერთი წამით,
მთელი დღე რაღაცას ახრამუნებ,
ძმობილო, დაგვასვენებ თუნდაც ღამით?
-რა ვქნა? ზამთარია, ციყვუნია,
ადვილი არ არის საჭმლის პოვნა,
დღედან უფრო უნდა გავისარჯო,
თოვლის ქვეშ მომიწევს საჭმლის შოვნა...
ჰოდა, ტახს ხელი რომ გამართონ,
თაგუნამ მიართვა მარცვლელი,
კურდღელმა სტაფილო მოკითხა,
ციყვუნამ კაკალი დარჩელი...
ზამთარმა კვლავ ნისლი გამოიხმო,
ტყეს ჩამოფარა თეთრი ფარდა,
ტახმა კი ნუგბარს რომ მოულხინა
ადგა და სხვა მუხასთან გადაბარგდა.
სევ თოვს! ისევ თოვს! ისევ ბარდნის!
ტყე უფრო ხვავრილად დაბარდნა...
მაგრამ ვის შეშინებს ზამთრის სუსხი,
მარტო დარჩენილი ტურას გარდა?

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

საახალწლო
-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი,
მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ......
კახა მიდის სკოლაში
ანაბანა, ანაბანა,
დედამ წიგნი მომიტანა, -...
ვაზი გვიხმობს
ვაზი უხმობს პატარებს:
-მოდით! მოდით ყველანი,...
კახა და ჭა
გუშინ ჭაში ჩაახედა
ნუნუ ბებომ ბიჭი კახა,...
თოვლის ფიფქი მოფარფატებს
თოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან,
მერე რა, რომ არის ერთი ციდა,...
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ტახი ზამთარს უბრაზდება“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ტახი ზამთარს უბრაზდება“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მთავარია ქება

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი თქვენი შვილი თანამშრომლობაზე უარს ამბობს. შეეცადოთ დაიჭიროთ მისი კარგი ქცევები. ბავშვები იმეორებენ იმას, რასაც ექცევა ყურადღება

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

გრიგოლ აბაშიძე
ზამთარი

გრიგოლ აბაშიძე

ტყის სიმწვანე სად წასულა,
ჩიტუნები სად არიან?...
ნათია აბულაძე
ფიფქი

ნათია აბულაძე

მე ფიფქი ვარ ერთი ციდა,
ჩამოვფრინდი, ახლა ციდან...
მაია წიგნაძე
ახალი წელი ტყეში

მაია წიგნაძე

ახალი წლის ღამეა,
ციმციმებენ სანთლები,...
ლუარა ჭანტურია
ხე და ზამთარი

ლუარა ჭანტურია

სოფლად უკვე აცივდა,
ბუხარი თუ გვიშველის,...
გიორგი ქუჩიშვილი
ზამთარი

გიორგი ქუჩიშვილი

ყმაწვილებო! ერთი შეხეთ
რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024