kids.ge logo

პოპკორნი

ფავორიტებში დამატება

ამბავი ორ ნაწილად

მონაწილებენ: მთხრობელი;
ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი
- ანდრის ბაბუა; ბაზრის გამყიდველები;
პატარა გოგონა.

I ნაწილი

სისხამი დილაა. სოფელი იღვიძებს. სახლიდან ფუსფუსი ისმის. ბაბუა ბაზარში წასასვლელად ემზადება და მანქანას ქოქავს. ეზოში თვალების ფშვნეტით გამოდის პატარა ანდრი.

თხრობელი:
ნეტავ, ამ დილაადრე,
რისთვის ამდგარა ანდრი?
ალბათ, რაღაცის გამო,
ალბათ, რაღაცის ხათრით.

ანდრი ბაბუას აბარებს:
ანდრი:
- ბაბუ, მიყიდე პოპკორნი,
ხრატუნა, როგორც ბებიის
დამცხვარი მჭადის კოკორი!

თხრობელი:
ნანატრ ქალაქელ სტუმარს,
განა ვინ ეტყვის უარს?
ბაბუაც აღარ დაზარდა,
ახლა იკითხოს ბაზარმა!
II ნაწილი
რანული ცენტრის აგრარული ბაზარი. ისმის ხალხის ხმამაღალი ლაპარაკი. ბაბუა დადის აქეთ-იქით დახლებს შუა და კითხულობს პოპკორნს.

თხრობელი:
გამყიდველები:

შემორა ბაზარი,
დახლები ოკრობოკრო,
მაგრამ ამხელა ბაზარში,
ვერსად მიაგნო პოპკორნს.

გამყიდველები დაბენ:

-ნეტავ, რა არის პოპკორნი,
არც კომბოსტო, არც ბროკოლი?
-ბაბუას უნდა პოპკორნი!

-რა უნდა იყოს პოპკორნი,
მცენარეა თუ სოკო?

თხრობელი:
და ეძებს მთელი ბაზარი
ანდრის საყვარელ პოპკორნს.
ამ უცნაურმა პოპკორნმა
ჭორები მიჰკონ-მოჰკონა.

ბოლოს ბაზარი ამხელა
და ანდრის ბაბუ ფიცხი,
ერთმა პატარა გოგონამ
გადაარჩინა სირცხვილს:

პატარა გოგონა:
_ პოპკორნი ბატიბუტია,
ხრატუნა ბატიბუტი!

თხრობელი:
თქვა და ჩაცხრო იმწამსვე
ხალხის დავა და ბუნტი.
იხსენებს ახლა ბაზარი
ცნობილ ბატიბუტ-პოპკორნს,
ხრატუნას, როგორც ბებიის
გამომცხვარ მჭადის კოკორს!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნუნუ ჯანელიძის სხვა ლექსები:

პურის ცხობა ვისწავლე
უსაქმურად როგორ ვიყო,
ცომით არის სავსე ვარცლი,...
ზარმაცი
ცხარობს, ბრაზობს ზარმაცი,
ძილს არავინ არ აცლის....
მუხლუხო
უკისრო და უმუხლო,
ხეზე ცხოვრობს მუხლუხო....
ჯანჯუხა და ჩურჩხელა
იქ დიდედამ თათარა
ათუხთუხა თანთალა,...
ყოჩაღი სპიკი
მიფრთხილდება დედიკო,
მუდამ ჩანთით დავყავარ,...
„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნუნუ ჯანელიძის ლექსი „პოპკორნი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „პოპკორნი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი გამოიმუშავებს თვით-კონტროლის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის უნარებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით....
ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები

შოთა ამირანაშვილი
საოცრება

შოთა ამირანაშვილი

იგვიანებ ყოველთვის,
ასე როგორ იქნება!...
მაია კარსელი
კატის კნუტი

მაია კარსელი

-ფეხსაცმელში ნუ იძინებ,
ნუ სეირნობ მაგიდაზე!...
მაყვალა მრევლიშვილი
თუ კაი კაცია

მაყვალა მრევლიშვილი

აჯაჯული-დაჯაჯული
დაბრძანდება ბაჭია,...
ლუარა ჭანტურია
გაფრთხილება

ლუარა ჭანტურია

იცოდე, რომ ვერასოდეს
ვეღარ ჰპოვებ ნუგეშსა,...
ნინო მზესელი
წუწუნა

ნინო მზესელი

აწრუწუნდა წრუწუნა,
არის კაი წუწუნა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024