kids.ge logo

ბაცაცა

ფავორიტებში დამატება

ციყვი ცქმუნა და თაგუნია ბაცა მეზობლები იყვნენ. ცქმუნა ხეზე, ფუღუროში ცხოვრობდა, ბაცა -ხის ქვეშ, სოროში. ცქმუნა მშრომელი ციყვი იყო, ბაცა -ზარმაცი თაგვი.

 ცქმუნამ ზამთრისთვის თადარიგი ადრევე დაიჭირა, ფუღურო სულ რჩეული თხილ-კაკლით აავსო. ბაცა ტყეში უსაქმოდ დასუნსულებდა. 

ერთხელ ცქმუნა ნაკადულს გაღმა, მწვანე მდელოზე სოკოს საკრეფად წავიდა. ფუღუროში დაბრუნებულს ზამთრის მარაგი განახევრებული დახვდა. ბუ საქმის გამოძიებას შეუდგა. უცებ თხილის გაკნატუნების ხმა გაიგონა. ბაცას სახლის წინ ნაჭუჭების გორა იდგა, თაგვის პაწია სორო თურმე ნაქურდალს ვერ იტევდა. ბაცა პირს არ აჩერებდა. ყველა მიხვდა, რაც მომხდარიყო. 

-ახლავე დაუბრუნე ცქმუნას თხილი!-ტყის ბინადრები ძალიან გაბრაზდნენ.

-მე არ წამიღია, გეფიცებით!-გამოსძახა მათ ბაცამ. 

-ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს ... თხილის ნაჭუჭი მაკვირვებსო,-თქვა ბუმ. 

-ბაცა კი არა, ნამდვილი ბაცაცაა!-დიდხანს ჯავრობდნენ ტყის ბინადრები,-ციყვს თხილი როგორ შეუჭამა. 

-ვნახოთ, სოროში სანამ იჯდება, ეგ ბაცაცა, ეგა.

ცივი და გრძელი ზამთარი დაიჭირა. კარგა ხანია, ბაცას სოროდან თხილის კნატუნის ხმა არავის გაუგონია.

-ნაქურდალი შემოელია ბაცაცას! ალბათ ზის დამშეული და თვალებს აცა-ბაცა აცეცებს. 

ერთხელ ბაცას სახლის კარს ცქმუნამ მიუკაკუნა:

-ხმა გამეცი, ბაცა, მეზობელო, ხომ არაფერი გიჭირს? აი, კაკალი მოგიტანე, გამოგაკეთებს. 

-მაპატიე, ცქმუნა,-ბაცამ კარი ძლივს გამოაღო,-დიდი სირცხვილი ვჭამე... ასე არასოდეს მოვიქცევი... გპირდები.

ზემოთ ბუმ გადაიფრინა:

-როგორც იქნა... როგორც იქნა, ბაცაცა ისევ ბაცად იქცა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024