kids.ge logo

როგორ გაჩნდა ვარდი

ფავორიტებში დამატება

ყვავილების ფერიას,  როსას ყველაზე მეტად  ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა.  ერთხელ როსა  ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა.

-რა ვქნა, როსას რით ვუშველო?-დარდობდა ასკილი. მან მთელი თავისი   სიყვარული მოიკრიბა და წვრილი, წითელი   ნაყოფი გამოისხა.

ფერია როსამ ასკილის ჩაი დალია და უცებ გამოკეთდა. წამალმა სასწაული მოახდინა.

მადლიერმა ფერიამ გადაწყვიტა ასკილი უფრო გაელამაზებინა. ყვავილის ყველა ფურცელს მან გულის ფორმა მისცა და ყვავილედად შეკრა. მართლა ულამაზესი გამოუვიდა,- ერთად შეკრული მრავალი გული!  ფერიამ ყვავილს  თავისი სახელი-როსა დაარქვა. როსა ჩვენებურად ვარდია.

მშვენიერი ყვავილების დასაცავად ფერიამ ვარდის ტოტებს  ბასრი ეკლები  დაასხა. სიყვარულს დაცვა სჭირდება, ბოროტმა და შურიანმა რომ ვერ ავნოს. 

საღამოს, მთვარე რომ ამოვა, ვარდის ბუჩქზე ბულბული ჯდება. ჩიტუნა საამურად გალობს. ამბობენ, რომ იგი ადამიანებს ფერია როსასა და ასკილის სიყვარულის ამბავს უყვება.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ქცევები გონივრულად შეაფასეთ

ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024