kids.ge logo

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება:

-მამიკო, რა არის,  სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ?  რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მასწავლებელმა დაგვავალა...

-ეს შენ დაგავალა, ცარო,-გაიცინა მამამ,-ჰოდა, თვითონვე დახატე...

-ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, არ ვიცი, შემოდგომის ფერები  რომელია...

-კარგი, დაგეხმარები. ეს რა არის?

-ეს წაბლია.

-რა ფერისაა?

-ყავისფერი.

-კაკალი?

-კაკალი წაბლისფერია,-გაიცინა ცარომ.

მამამ სახატავ ფურცელზე ნაირ-ნაირი ხილი დახატა.

-ფერები ჩამოთვალე, ცარო,-ეს  ვაშლი რა ფერისაა?

-ეს ვაშლი  წითელია, ეს ვაშლი-ყვითელი,  ეს მსხალი მწვანეა, ეს კიდევ ოქროსფერი, ქლიავი-ლურჯია,   კომში კი -ყვითელი, ატამი ვარდისფერი,  ყურძენი-ქარვისფერი, ეს ბროწეულია,- ხასხასა ალისფერი...ეს დიდი გოგრაა! რა ფერის? ჩალისფერი!

ცარო  აკისკისდა. შემოდგომის ფერები ლექსივით ჩავარაკრაკეო.

-უკვე ვიცი, მამიკო! შემოდგომა თურმე ნაირ-ნაირ ფერისაა! 

გახარებული  ციყვუნია შემოდგომის სურათის ხატვას შეუდგა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ქცევები გონივრულად შეაფასეთ

ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024