kids.ge logo

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

ფავორიტებში დამატება

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. 

-ნიკაა!-ყვირის პატარა ნიკო,-სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ!

აი, იპოვეს!  ბიჭი ხის ქვეშ  წამოწოლილა,  წიგნი გადაუშლია  და გატაცებით  კითხულობს. 

-რა დროს  წიგნია? დაჭერობანას თამაში გვინდა!-ბუზღუნებს პატარა ნიკო.

-კითხვა უსწავლია ბიჭს!-ჯავრობს ანანო.

თვითონ კითხვა არ იციან.  ნიკას წყრომით  უყურებენ... მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ. ბრაზი არ უნელდებათ.

-გინდათ, ხმამაღლა წაგიკითხოთ? მერე კი ვათამაშოთ!-ეპატიჟება მათ ნიკა.

რა საინტერესო ზღაპარია!  ბავშვებს სულ დაავიწყდათ, თამაშს რომ აპირებდნენ:

-კიდევ წაგვიკითხე, რა, კიდევ! ნეტავ,  რა მოხდება!

კითხვას  მურიკელა და ფისოც ესწრებიან.  ეგ რაა, ხეზე ჩიტებიც კი გატრუნულან. 

ზაფხულის არდადეგები დაიწყო! თამაშის, გართობის და ბევრი საინტერესო წიგნის წაკითხვის დროა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ქცევები გონივრულად შეაფასეთ

ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024