kids.ge logo

დედის სიყვარულის ძალა

ფავორიტებში დამატება

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან  მოწყენილი იდგნენ.  ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ.

უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლის პატარა ტერასაზე ბეღურას ბარტყი ჩამოვარდნილიყო! წვიმა მთელი ძალით ასხამდა. ბავშვებმა ბარტყი სასწრაფოდ შინ შეიყვანეს.  პაწია  შიშისგან ძაგძაგებდა, ჭყლოპინებდა. 

უცებ დებმა ფანჯრის მინაზე კაკუნი გაიგონეს. დედა ბეღურა ყოფილიყო! ჩიტუნა საცოდავად გასწიოდა, ფანჯარას არ შორდებოდა, შუშას ფრთებს ახლიდა. გოგონებს იგი ძალიან შეეცოდათ.

-ბარტყი დედას უნდა დავუბრუნოთ!-თქვა ნიამ,-წვიმამაც გადაიღო.

ბავშვებმა ბარტყი ტერასაზე გაიყვანეს და ძირს დასვეს. ჩიტუნები მაინც შიშით ჟივჟივებდნენ.

-რა უნდათ?-იკითხა ნიამ.

-შინ შევიდეთ, ბეღურას ჩვენი ეშინია,-უთხრა  თაიამ.

როცა ტერასაზე ისევ გამოვიდნენ, ჩიტუნები არსად ჩანდნენ. გოგონებს გაუკვირდათ: როგორ შეძლო სუსტმა ბეღურამ ბარტყის წაყვანა? იქნებ მას ძალა სიყვარულმა შემატა?  იქნებ შვილი ფრთებზე შეისვა? იქნებ სასწრაფოდ ასწავლა ფრენა?

-აი, რა შეძლებია დედის სიყვარულს!-ჩურჩულებდნენ გაოცებული გოგონები. 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დააჯილდოვეთ ბავშვების მშვიდი და თქვენთვის მისაღები თამაში

ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება, შეაქოთ წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024