kids.ge logo

ტყის ექიმი

ფავორიტებში დამატება

გიოს ბაბუა ტყისმცველია. მისი საქმე ტყის მოვლა-პატრონობაა.

ერთხელ ბაბუა ტყიდან დაღონებული დაბრუნდა.

-ბაბუ, რატომ ხარ მოწყენილი?-ჰკითხა გიომ.

-იმიტომ რომ ჩვენი ტყეა მოწყენილი,-უპასუხა ბაბუამ.

-ტყემ რატომ მოიწყინა?

-ტყე ავადაა, ჩემო ბიჭო!  წელს ჭია-მატლი ძალიან გამრავლდა, ისინი კი  ხეებს გულს უხრავენ...მკურნალი გვჭირდება, ტყის ექიმი!

ერთხელ ბაბუამ და შვილიშვილმა ტყიდან უცნაური კაკუნი გაიგონეს:

-კრრრ!კრრრ!-ნეტავ, ასე ვინ აკაკუნებს? 

-ტყის ექიმი მოსულა! საქმესაც ადრიანად შესდგომია! წამო, გიო, ტყის მკურნალი  უნდა გაგაცნო!-ბაბუა ასე რამ გაახარა?

გიოს უკვირს. მას ჰგონია, რომ ექიმი მაღალი, სათვალიანი კაცი უნდა იყოს, ცალ ხელში წამლიანი შუშით, მეორეში-ვეებერთელა კოვზით...ექიმს ტყეში რა უნდა?

აი, ტყეც! 

-კრრრრ! კრრრ!-კაკუნი არა და არ წყდება.  ბიჭი თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.

-ესეც  ექიმი!-ბაბუა ხელს მაღლა იშვერს.

-ექიმს ხის კენწეროზე რა უნდა?-ბიჭი გაოცებულია.

-შენ კი გაიხარე, ტყის ექიმო, მართლა სანაქებო მკურნალო!- ბაბუას სახე უბრწყინავს. 

საქმე თურმე რაშია!-უზარმაზარი ხის ტანს გრძელნისკარტა, შავი ჩიტუნა ფრთებით მიკრობია და ისე სწრაფად უკაკუნებს, თვალს ვერ შეასწრებთ.  იმ ჭია-მატყლებს აშორებს, ხეებს  გულს რომ  უხრავენ.

ამ ექიმს არც წამლის შუშა აქვს, არც დიდი კოვზი...სახელადაც, უბრალოდ, კოდალას ეძახიან. 

თუმცა ნამდვილ ექიმებს რით ჩამოუვარდება? ტყის ექიმი რითაა მათზე ნაკლები?

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024