kids.ge logo

ზღაპარი ფრთაფარფატა პეპლებზე

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ქარი-აშარი მთელ ქვეყნიერებას შემოსწყრა. ცხელ გულზე მთელი ძალით დაუბერა, დატრიალდა, დაბზრიალდა, ეცა  ახლადგაშლილ გვირილებს და გაიტაცა, ჰაერში  მიფანტ-მოფანტა.

გვირილებს მეტი რა უნდოდათ, ქარის ღონიერ ფრთებზე ისხდნენ და ქანაობდნენ,-ხან აღმა, ხან კიდევ დაღმა. სიხარულით გაიძახოდნენ:

-რა კარგია ფრენა! რა კარგია! რა კარგი!

ფრენა მინდვრის სხვა ჭრელა-ჭრულა ყვავილებსაც მოუნდათ. ცოტა არ იყოს, გვირილებისა შეშურდათ:

-სულ ერთ ადგილას დგომა ჩვენც ძალიან მოგვბეზრდა! ქარო, ჩვენც აგვაფრინე! გთხოვთ!

ქარსაც ეს უნდოდა, ახლა ჭრელა-ჭრულა ყვავილებს ეცა და აიტაცა. ყვავილები აკისკისდნენ:

-რა სასიამოვნო ყოფილა ფრენა!  როგორ ავმაღლდით!  როგორ გავლაღდით!  ნეტავი, სულ ასე ვიფრინოთ!

ქარს თანდათან გაუარა სიბრაზემ, დაცხრა. ყვავილები მიწაზე დაეშვნენ, მაგრამ ფრენას ისე შეჩვეოდნენ, დაბლა ყოფნა არ ისურვეს, ცხარე ცრემლებით ატირდნენ:

-ფრენა გვინდა! ფრე-ნა! ფრე-ნა!

დედაბუნება ხომ სასწაულმოქმედია! როგორ შეიძლებოდა მათი ხმა არ გაეგონა:

-მე გასწავლით ფრენას! ოღონდ, გაფრთხილებთ,  დღემოკლეები იქნებით. აბა, რას იტყვით?

-სამაგიეროდ ცაში ვიფრენთ! რამდენიმე დღეს მაინც გავატარებთ ცაში!  თანახმა ვართ!

-ქარო, ისევ დაუბერე!-ბრძანა დედაბუნებამ. ქარმა ყვავილები ცაში აიტაცა. დედაბუნებამ მას თვალი გააყოლა და ჯადოსნური სიტყვები წაიჩურჩულა. ყვავილებმა უცებ იგრძნეს, რომ ფრთები გამოესხათ და ახლა ქარის დაუხმარებლადაც შეძლებდნენ ფრენას.

მშვენიერი ყვავილები ულამაზეს პეპლებად იქცნენ. ისინი თანდათან გამრავლდნენ და ახლა ყველგან გაჩნდნენ, რომ თავიანთი სილამაზით დაეტკბოთ მნახველი. დრო გავიდა. პეპლებმა უკვე აღარც იცოდნენ, რომ უხსოვარ დროში ისინი ყვავილები იყვნენ, მაგრამ გრძნობდნენ, ყვავილებს ვეღარ შორდებოდნენ, იმათ ტკბილ წვენს წუწნიდნენ და მხოლოდ ამით იკვებებოდნენ.

დღემოკლეები გახდნენ, სამაგიეროდ ფრენა ისწავლეს. ცაში ფრენა და ფარფატი მხოლოდ ბედნიერ რჩეულთა ხვედრია! 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

აღიარე შეცდომები

ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024