kids.ge logo

ზღვა, გემები და ალამი ფრიალა

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ზღვას შავ ზღვას ეძახიან, მაგრამ ის მართლა შავი როდია. სილამაზით ცას ეჯიბრება,-ვერც კი მიხვდები, რომელი უფრო მშვენიერია. 

ზღვაში მარტო თევზები, მედუზები დასხვა  წყლის ცხოველები როდი ცხოვრობენ, იგი დიდი და პატარა გემების სახლიცაა. 

ზღვას უხარია ადამიანები მისი სილამაზით რომ ტკბებიან, თვალს ვერ წყვეტენ და უფრთხილდებიან კიდეც. ამ დროს იგი მშვიდია, კრიალა, დინჯად მოღიღინე. 

მაგრამ ძალიან სწყინს, როცა ადამიანები აჭუჭყიანებენ, არ უფრთხილდებიან. ამ დროს უამრავი წყლის ბინადარი  იხოცება, ზღვა კი ბრაზობს-ღელავს, ახლოს არავის იკარებს.

-რა ვქნათ, ჩვენს საყვარელ ზღვას რით დავეხმაროთ?-ერთმანეთს ეჩურჩულებოდა ორი გულითადი მეგობარი-დიდი და პატარა  გემები. 

-ნაპირ-ნაპირ ვიცუროთ, ყველა გავაფრთხილოთ, რომ ზღვას დაცვა სჭირდება,-გადაწყვიტა პატარა გემმა.

-მე რომ  ნაპირ-ნაპირ ცურვა არ შემიძლია?-შეფიქრიანდა დიდი გემი.

-არა უშავს, შენ მოშორებით გამომყევი.

პატარა გემი საქმეს გათენებისთანავე შეუდგა, შავი ზღვის საქართველოს ნაწილისთვის უნდა შემოეცურა.

-მოიცადე, ალმის გარეშე ცურვა გაგონილა?-ლამაზი, ხუთჯვრიანი ალამი მაშინვე ანძის წვერისკენ გაქანდა და შემოსძახა:

-შემომხედეთ! შემომხედეთ! საქართველოს ალამი ვარ, ამიტომაც ამაყი ვარ!

პატარა გემი თუხთუხით დაიძრა:

-ზღვას დახმარება სჭირდება! ზღვას გაფრთხილება სჭირდება!

-დავეხმაროთ! გავუფრთხილდეთ!-დიდმა გემმა  საყვირი მთელ ხმაზე ააგუგუნა.

-ზღვაზე უნდა ვიზრუნოთ! ზღვას უნდა მოვუაროთ!

-ვიზრუნოთ და მოვუაროთ! ვიზრუნოთ და მოვუაროთ!-დიდმა გემმა ბანი მისცა.

-მეც თქვენსავით ქართველი ვარ! საქართველოს დამცველი ვარ!-ვერ ივენებდა ალამი-ფრიალა. 

-თქვენ კი გაიხარეთ!-დაიძახეს გახარებულმა თოლიებმა,-პატარა გემო, ასე სანამ უნდა იცუროთ?

-სანამ ადამიანები ზღვის მოვლას არ ისწავლიან,-საქართველოს საზღვრამდე, მერე კი უკან. მე და ჩემი მეგობარი თვალს აქედან მივადევნებთ. ეჰეეი, ყველამ კარგად გაიგონეთ? ჩვენს მშვენიერ ზღვას დაცვა სჭირდება!

-დაცვა სჭირდება! დაცვა სჭირდება!-მყისვე აჰყვა დიდი გემი.

დაღამდა. მთვარე-ჯადოქარი ხომ ყველაფერს თავისკენ იზიდავს. ზღვის მშვიდად მონანავე ტალღებზე მან ვერცხლის ბილიკი დაუშვა. გეგონებოდათ, გაივლიდით ამ ბილიკს და პირდაპირ მთვარეზე მოხვდებოდით,-თითქოს გზის ბოლოს მთვარე უცდიდა. 

პატარა გემი ამ სურათით ისე  მოიხიბლა, მიტრიალდა და ვერცხლის ბილიკს მთვარისკენ გაუყვა. 

-შშშ, შშშორს არ წახვიდე!-გააფრთხილა დიდმა გემმა,-შშშენ აქ უფრო საჭირო ხარ!

პატარა გემმა მაშინვე დაუჯერა. მოგზაურობა, მთვარის სილამაზით დატკბობა განა მერე არ შეიძლება, როცა ადამიანები ზღვის მოვლა-გაფრთხილებას ისწავლიან, როცა ჩვენს შავ ზღვას   საფრთხე არ დაემუქრება. 

-ზღვა დავიცვათ! ზღვა დავიცვათ!-პატარა გემი თუხთუხით დაბრუნდა.

-ჰო, ჰო, ზღვა დავიცვათ!-დიდმა გემმა არ დააყოვნა, მაშინვე გაეპასუხა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის ძლიერ ემოციებს

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - როდესაც თქვენი აღელვებული შვილი დაწყნარდება, ჰკითხეთ მას: „როგორ გრძნობ თავს?“ და „როგორ ფიქრობ, რა გაგამხიარულებს?“ შემდეგ მოუსმინეთ მას. ის უფრო ადვილად დამშვიდდება თუ მას ამაზე ლაპარაკის უფლებას მისცემთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024