kids.ge logo

ასე გაჩნდა გუგული

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა .იყო ერთი ქვრივი, რომელსაც ერთადერთი ბიჭი ჰყავდა, სახელად გუგუ. ეს ბიჭი  სულ სოფელ-სოფელ დადიოდა. ხან ტყეში ჩიტებს დასდევდა, ხან მეზობლის შეთვალულ ხილზე \"ნადირობდა\", ხან კი მდინარეზე აღამ - ათენებდა. შინ  საჭმლისთვისღა შემოირბენდა ხოლმე. იმასაც ზეზეულად გადაყლაპავდა, ან ხელს დაავლებდა და გზადაგზა ჭამდა .დასაძინებლად იმ დროს მოდიოდა, როცა შრომით მისავათებულ ქალს მკვდარივით ეძინა.

საწყალი დედა  სულ  გუგუს ეძებდა. სად არ ისმოდა მისი ძახილი;-\"გუ-გუ!გუ-გუ-უ-უ-უ!\"-მაგრამ მის უკუღმართ შვილს ან მართლა არ ესმოდა, ან არ პასუხობდა.
  ქალი ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში მიდიოდა, სანთლებს ანთებდა და ღმერთს  შვილის ჯანმრთელობასა და მორჯულებას ევედრებოდა.

დრო გადიოდა. გუგუ იზრდებოდა, მაგრამ ისევ ისეთი უხიაკი იყო .არც დედა ეცოდებოდა, არც ღმერთის ეშინოდა და არც მეზობლების საყვედურებს აგდებდა აინუშში.
  დედა იმედს არ კარგავდა. ისევ დადიოდა ეკლესიაში, ისევ ანთებდა სანთლებს და ღმერთს ერთადერთი შვილის სიკეთესა და გონზე მოსვლას თხოვდა.
  იმ წელიწადს მკაცრი ზამთარი დადგა. იმხელა თოვლი დადო, ქოხების სახურავებზე უკიბოდ შეიძლებოდა აძვრომა. გუგუ მაინც არ ჩერდებოდა შინ. ახლა უკვე სხვენზე  შენახულ ჩურჩხელებზე, ჩირზე ,თხილზე თუ ნიგოზზე \"ნადირობდა\".მეზობლები უკვე ვეღარ იტანდნენ ბიჭს. ხან ერთი წყევლიდა და ხან მეორე.
    საწყალმა ქალმა აღარ იცოდა რა ექნა, როგორ მოერჯულებინა ბიჭი. თვითონ ნახევრად მშიერი მას უნახავდა ყველაფერს, რომ გამძღარიყო და მეზობლები არ შეეწუხებინა, მაგრამ...ამაოდ.
    ერთ ღამეს ტირილით ჩაძინებულს დაესიზმრა, თითქოს მასთან ღრმად მოხუცი, თეთრწვერა კაცი მივიდა და ურჩია:\"აღდგომა ღამეს 12 კვერცხი შეღებე, 12 პატარა ღვეზელი, 12 ყველიანი კვარი გამოაცხვე, 12 სანთელთან ერთად ეკლესიაში მიიტანე. გუგუც წაიყვანე.სანთლები დაანთე, სანოვაგე მღვდელს აკურთხებინე, ნახევარი უკან წამოიღე, გუგუს აჭამე და მოჭკვიანდებაო\".
  გახარებულმა გამოიღვიძა. აღდგომამდე ბევრი არ რჩებოდა. ხან ვისთან იმუშავა და ხან ვისთან, რომ ყველაფერი ეშოვა, რაც იმ მოხუცის ნათქვამის შესასრულებლად სჭირდებოდა.
  აღდგომის წინა დილით გუგუს თხოვა;
  -დღეს არსად წახვიდე, მომეხმარე,ამ  საღამოს ყველაფერი გავაკეთოთ, დილით ადრე კი ეკლესიაში წავიდეთ.
  გუგუმ თავი დაუქნია, მაგრამ როგორც კი დედა გარეთ  გაიგულვა, უკანა კარიდან გავიდა და თავისებურად შეუბერა.
  დანაღვლიანებულმა დედამ ყველაფერი გაამზადა.\"გუგუ ეკლესიაში წასაყოლად მაინც  როგორ არ მოვაო\",თავი დაიმშვიდა და მიწვა, რომ თვალი ცოტა ხნით მაინც მოეტყუებინა.
  როდის,როდის  შემოაღო კარი გუგუმ. ცხვირში ღვეზელისა და კვერების სუნმა შეუღიტინა. მაგიდაზე კოხტად დაწყობილ, წასაღებად გამზადებულ სანოვაგეს ტილო გადახადა, ჩაძინებულ დედას მოხედა, მაგიდას მიუჯდა და გემრიელად მოულხინა, კვერცხებიც ზედ მიაყოლა და მუცელამოყორილი დასაძინებლად გაგორდა.
განთიადზე გამოეღვიძა დედას. გუგუ ნებივრად ფშვინავდა. დაენანა გაღვიძება,\"ჯერ ხელ-პირს დავიბან, სანოვაგეს ჩავაწყობ და მერე გავაღვიძებო,\"გაიფიქრა. წამოდგა და მაგიდაზე დაყრილ ნამუსრევს რომ  შეხედა, ტირილი წასკდა.გამწარებული მუხლებზე დაემხო და ღმერთს  შეჰღაღადა;
  -ყოვლისშემძლეო უფალო! წყეულიმც...-უცებ სიტყვა ბაგეზე  შეეყინა
        -არა, შვილი როგორ უნდა დავწყევლო ,რაც არ უნდა უსულგულო იყოს,  მაინც  შვილია.
უფალო! გევედრები, ჩიტად მაქციე, რომ ამ ჩემს უმადურ  შვილს მოვცილდე, რომ აქედან  შორს გავფრინდე. არ მინდა დედობა, არა!!...
  დედის ქვითინზე გუგუს გაეღვიძა. მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ვითომც არაფერიაო, კედლისკენ გადაბრუნდა. უცებ, რაღაც შრიალი მოესმა.  შემობრუნდა და განცვრიფებისაგან გაშეშდა. ქოხში ლამაზი ჩიტი დაფრინავდა, გასასვლელს ეძებდა, დედა კი აღარსად ჩანდა.
  წამოვარდა, კარი გამოაღო:
  -დედა!-იყვირა.
  ჩიტი გარეთ გაფრინდა და ტყეს მიაშურა.
  -დედა! სადა ხარ დედიკოოოოო?!-დაზაფრულად, განწირული ხმით იყვირა გუგუმ.
  -მოდი, დედი,  მოდი! აწი ყველაფერს დაგიჯერებ ,დედააა!!-აზლუქუნდა იგი, მაგრამ დედა აღარსად ჩანდა, მხოლოდ ის ჩიტი მოფრინდა, შორიახლო ხეზე ჩამოჯდა და სევდიანად დაიძახა:
  -გუ-გუ!გუ-გუ!
  იმ დღის მერე მართლა დაჭკვიანდა გუგუ.ა ღარსად დაძვრებოდა , არაფერს იპარავდა. სახლში მუშაობა დაიწყო, ეზო ააყვავა. ყოველ საღამოს ღმერთს ევედრებოდა;\"დედა დამიბრუნეო\", მაგრამ...მხოლოდ ყოველ დილით იმ ჩიტის ძახილი ესმოდა
        -გუ-გუ! გუ-გუ!
  ასე გაჩნდა ამ ქვეყნად გუგული .გულმოკლულ, შვილის საქციელით თავმობეზრებულ ქალს ჩიტობაშიც გაჰყვა  ის  შიში, რომ  შვილს ღირსეულად ვეღარ გაზრდიდა, ამიტომაც გუგული თავის კვერცხებს სხვის ბუდეში დებს და ბარტყებს სხვას აზრდევინებს ხოლმე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვი „მიყვარხარ“

გიყვარდეთ შვილები ერთნაირად, მაგრამ მოექეცით განსაკუთრებულად. ბავშვები ინდივიდუალურები არიან.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024