kids.ge logo

როგორ გაუჩნდა კენგურუს ჩანთა

ფავორიტებში დამატება

    ძველად, დიდი ხნის წინათ , კენგურუს წინ ჩანთა არ ჰქონდა. დედა კენგურუ ხის ფუღუროში ჩააფენდა ფოთლებს, ბალახებს, ნაპოვნ ბუმბულებს და ახალდაბადებულ კენგურუს შიგ ჩასვამდა. პაწაწუნა იმდენად უმწეო იყო...თვალაუხელელი, უბეწვო, უყურო (რადგან კენგურუს ზრდის პროცესში უყალიბდება ყურები), რომ ძალზე ადვილად იღუპებოდა. ცოტაოდენი სიცივე და...ვეღარ უძლებდა, ხან ვირთხა ჭამდა, ხან გველი, ხან ბზიკის ნაკბენისაგან კვდებოდა. თან პატარას ხშირ-ხშირად უნდოდა ჭამა, ამიტომ დედა კენგურუ სულ ახლოს უნდა ყოფილიყო, თან დიდი ყურადღებით ,რომ შვილის მიკნავლებული ხმა გაეგონა.
    ერთმა ჭკვიანმა დედიკო კენგურუმ იცით რა მოიფიქრა? ნორჩი ლიანებისგან დაწნა ჩანთა, ჩააფინა შიგ რბილი ხავსი,ბალახი და წელზე შეიბა. მართალია, ახლა შვილი თავისთან ყავდა, მტრებისგანაც იცავდა მას, მაგრამ ხტომისას ჩანთა ხან მარჯვნივ გადაქანდებოდა, ხან მარცხნივ და კენგურუნა ხშირად მიწაზე ენარცხებოდა. თუ ქვაზე ,ან მიწის გოროხზე დაეცემოდა, ხშირად კვდებოდა კიდეც.
    იფიქრა, იფიქრა იმ კენგურუმ და გადაწყვიტა, ჩანთა მიეკერებინა. მივიდა ფეიქარ ჩიტებთან და თხოვა:
    - თქვენს გახარებას, იქნებ ეს ჩანთა მიმიკეროთ, თორემ ხტომისას იქით-აქეთ მეხეთქება, მეც მაწუხებს, პაწაწუნა შვილიკოც ხშირად ამომივარდა და დამეღუპა.
    - აბა, ამაზე როგორ დაგზარდებით, მაგრამ ძალიან რომ გეტკინება? - უპასუხეს ჩიტუნებმა.
    - არა უშავს, სამაგიეროდ ჩემი შვილიკო უსაფრთხოდ მეყოლება - მიუგო კენგურუმ - დრო გაივლის და ჭრილობებიც შემიხორცდება.
    - როგორი მზრუნველი დედილოა!!-ახმაურდნენ ჩიტები.
    ან დროს ხეზე კეთილი ფერია ჩამომჯდარიყო დასასვენებლად. მან გაიგონა კენგურუსა და ჩიტების საუბარი. მოეწონა დედის თავდადება, აიქნია თავისი ჯადოსნური ჯოხი და...
    - ვაი, ჩანთა უკვე მიმეკრო- წამოიძახა კენგურუმ.
    - ეს ჩემი საჩუქარია, კარგ დედიკოს გეკუთვნის–ჩამოსძახა ფერიამ.
    კენგურუმ და ჩიტებმა აიხედეს. კენწეროზე ლამაზი, ცისფერი ფერია იჯდა.
    - შენს შვილიკოს ფაფუკი, მოხერხებული და საიმედო ჩანთა ექნება ბინად - გაუღიმა ფერიამ და ისევ აიქნია თვალის მომჭრელად მბრწყინავი ჯოხი.
    მართლაც ჩანთა ფაფუკი ბეწვით დაიფარა და კენგურუს სხეულის ნაწილად იქცა ისე, რომ ძუძუს თავები შიგნით მოექცა.
    ახლა პატარას შეეძლო ყოველგვარი წვალების გარეშე მოეწოვა რძე, როცა უნდოდა და რამდენიც უნდოდა. იყო თბილად და დაცულად.
    იმის შემდეგ ყველა დედა კენგურუს თავისი შვილიკო ასეთ ჩანთაში უზის და ისინი თბილი, მოხერხებული ჩანთიდან ამოსვლას მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ იწყებენ ცოტა ხნით, რათა მწვანე ფოთლები მიირთვან დედიკოსთან ერთად. საბოლოოდ კი, მხოლოდ ერთი წლის შესრულების შემდეგ ტოვებენ მას.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024