kids.ge logo

მაიმუნი და ლომი

ფავორიტებში დამატება

ერთ ტყეში ლომთან ერთად უამრავი ცხოველი ცხოვრობდა.  ნადირთა მეფე ყველაზე დიდსულოვნად ზრუნავდა, ავისმსურველებისგან იცავდა მეგობრებს და სათანადოდ პატრონობდა მათ.  

ტყეში მადლიერ ცხოველებთა  შორის  ერთი უმადური მაიმუნიც ცხოვრობდა. იგი 

ვერც მეგობრების და ვერც ლომის ყურადღებასა და მხარში დგომას ხედავდა. უფრო მეტიც სულ იმაზე ოცნებობდა, რომ ლომი დასუსტებული ენახა და მისთვის ერთი კარგად ეთავაზებინა ზურგში, რადგან დაპირისპირებას ისე ვერასოდეს გაბედავდა. 

ნადირთა მეფის წამატება და ბედნიერი ყოფა  ძალიან გახმაურდა, რაც მეტისმეტად აღიზიანებდა მაიმუნს, თავს ვერაფერს უხერხებდა და ჩუმად ათასგვარ მაიმუნობასაც მიმართავდა. ყველაზე მეტად კი მაინც მის დიდებულებაზე საუბარს გამოყავდა წყობიდან.

ერთხელაც დასუსტებული და დაღლილ-დაქანცული ლომი მინდვრად ისვენებდა და 

მელაკუდამ უთხრა: 

_ დიდო მეფეო, ფრთხილად უნდა იყოთ, მაიმუნისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოო!

_ რას ამომბობ,მელაკუდავ, ჩემთვის ცუდი რატომ უნდა უნდოდეს, მე ხომ უამრავი სიკეთე გავუკეთე მას, განა შეიძლება,რომ დაავიწყდეს ყველაფერი?!_მელია გაჩუმდა, მასაც შეუძლებლად მიიჩნია, სიკეთის წინ ბოროტების მიგება. 

მელია წავიდა თუ არა მაიმუნი ბუჩქებიდან გამოვიდა. მიდამო შეათვალიერა და ცუნცულ-ცუნცულით ლომისკენ გასწია. 

მიუახლოვდა, დარწმუნდა რომ ლომს უკვე ღრმად  ეძინა, ჯოხი მოიმარჯვა და ერთი ორჯერ ისე უთავაზა, რომ ლომს ლამის სული გააფრთხობინა, სიმწრით თვალი გაახილა ,მაგრამ მაიმუნის კუდიღა სჩანდა, რომელიც ხეზე ასულიყო და კმაყოფილი დაცანცარებდა. 

ლომმა გაბრაზებას მალევე სძლია, მიხვდა რა უბადრუკ არსებასთან ჰქონდა საქმე და მაიმუნი შეეცოდა. დიდებული ფაფარი შეისწორა, წელში გაიმართა და გულნატკენმა თქვა :_ ამ ვერან არსებაზე როგორ გავბრაზდი, საბრალოა ცხოველი,რომელიც სიკეთეს ბოროტებით უპასუხებს, შური და ბოღმა ასე აპატარავებს. ღმერთო, ასე ნურასოდეს გამაბოროტებო!_ეს ჩაილაპარაკა  და განაგძო გზა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ჩამოაყალიბეთ ძლიერი კავშირი

ბავშვის აღზრდა რთული, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებაა. ასე რომ, გაატარეთ მათთან სასიამოვნო და სახალისო მომენტები. მარტივი საქმეების ერთად გაკეთება ჩამოგიყალიბებთ ნდობას და ძლიერ კავშირს თქვენს შვილთან. გარდა მშობელისა, თქვენ უნდა იყოთ მისი მეგობარი, ადამიანი, ვისაც უყოყმანოდ დაეყრდნობა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024