kids.ge logo

ავაზა და ძაღლები

ფავორიტებში დამატება

ზოოპარკში უამრავ ცხოველთან, ფრინველთან,ქვეწარმავალთან და სხვა ცოცხალ არსებასთან ერთად ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი ავაზა ცხოვრობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის გამოწვევას,მაგრამ არასდროს არავის ეჯიბრებოდა და თუ მსგავს რამეს ადგილი ჰქონდა, ეს საკუთარ თავთან შეჯიბრს არ სცდებოდა.

ერთ წელს ავაზას  მომვლელი დაუნიშნეს,რომელიც მოკლე დროში ისე გათამამდა ,რომ ძაღლების გადიდგულებული პატრონის გამოწვევა მიიღო და შეჯიბრში ჩააბა,რადგან ეს  ყველაფერი ყველაზე სწრაფი ცხოველის ტიტულსა და დიდძალ ოქროს პირდებოდა . 

დადგა ავაზასა და ძაღლების შეჯიბრის დრო. ძაღლების პატრონი ამაყად გაჰყურებდა მოედანს, ეჭვიც არ ეპარებოდა მათ გამარჯვებაში,რადგან დღე და ღამე ავარჯიშებდა . ავაზას მომვლელი კი იმ დიდებსა და სიმდიდრეზე ფიქრობდა,რაც ამ პაექრობის შემდეგ ელოდა. გაისმა სასიგნალო ხმაც და ძაღლები სასწაული სისწრაფით გაეშურნენ ფინიშისკენ,მაგრამ ავაზა ადგილიდან არ დაძრულა. ყველა გაოცებული იყო ამ ფაქტით და ძალიან აინტერესებდათ თუ რა მოხდა, თუმცა ვერაფერი გაარკვიეს. 

შეჯიბრის ჩაშლის შემდეგ დაღონებულმა  მომვლელმა ავაზას ჰკითხა:_  ეს რატომ ჩაიდინე? ჩემი ავტორიტეტის შელახვა გინდოდა?

- არა,ბატონო, მე ასეთ რამეზე არც მიფიქრია, უბრალოდ ზოგჯერ უხერხულია იმის მტკიცება,რომ საუკეთესო ხარ!!!_ეს უთხრა და 

გაეცალა მოედანს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024