kids.ge logo

თეთრი გადამფრენი ყანჩა

ფავორიტებში დამატება

მდინარის ნაპირას  გრძელფეხება და გრძელნისკარტა თეთრი ყანჩა ბინადრობდა. იგი  მხრებში ყოფდა თავს ,გაუნძრევლა იდგა აბეზარი თაგვებისა  და ხვლიკების სადარაჯოზე,რომლებსაც  მუსრს ავლებდა,შემდეგ კი გაიძახოდა :_ერთი შემომხედეთ,რა გონიერი , მოქნილი  და მოხერხებული ვარო!

ყოველი დღე თავმომწონეობასა და იმაზე საუბარს ეთმობოდა თუ რაოდენ გამოირჩევა სხვა ფრთოსნებისგან. როგორი სილამაზის პატრონია, რა მოხერხებული, მოქნილი და ჭკვინი არსებაა. 

აცივდა თუ არა ყანჩამ მოიწყინა, სატრაბახო გამოელია,მაგრამ გაახსენდა მალე თბილს ქვეყნებისკენ უნდა გავფრინდეთო , უცებ გაიფხორა და ჩაილაპარაკა: _ ახლა უკვე დროა კიდევ ერთხელ თავი მოვიწონოო და შესძახა:

მეგობრებო, პირველი მე გავფრინდები და დააკვირდით რა სიმაღლეზე შემიძლია ფრენა და შემდეგ მომბაძეთო!_ეს თქვა და ნისკარტაწეული ცაში აიჭრა, ერთხანს მაღლა-მაღლა დაფრინავდა,შემდეგ ჩამოქვეითდა და ბოლოს ყველას დალღლილ-დაქანცული დაენარცხა მიწაზე. ყველამ სიცილი დააყარა, მარტო ერთ ფრთოსანს არ გასცინებია, წამოაყენა, გატეხილი თავი შეუხვია  და ჩუმად უთხრა:

ტრაბახი უგვანო კაცის საქმეა, სხვის გულს ასე ვერ მოიგებ, დაივიწყე ეს ცუდი ჩვევა და მეტ პატივიცემასაც დაიმსახურებო.

მორალი(შეგონება): ტრაბახი უგვანო კაცის საქმეაო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024