kids.ge logo

ოთხი ხის ამბავი

ფავორიტებში დამატება

პატარა და ლამაზ  მდელოზე ოთხი რჩეული ხე ამოსულიყო. მათი ნახვა ყველას ხიბლავდა, ისეთი მოხდენები , ტანადები და სიცოცხლით სავსენი იყვნენ. უხაროდათ ადამიანებთან ურთიართობა,თანაარსებობა და სიკეთის გაცემ-მიღება, ხალხიც სათანადოდ ეპყრობოდა  ხეებს, ამიტომ იქ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. 

ერთ წელს უჩვეულოდ სუსხიანი ზამთარი მოვიდა, ქარიშხალი ,თოვლი და გაუსაძლისი ყინვა ყოველდღე ერთმანეთს ენაცვლებოდა. მსგავისი რამ არასოდეს  მომხდარა მათ მხარეში, რამდენიმე კვირა ებრძოდნენ ხეები ცუდ ამინდს,რომელიც მათ წაქცევას ლამობდა, 

ცდილობდნენ მედგრად ყოფილიყვნენ ერთხანს გაუძლეს, მაგრამ მაინც წელში მოიხარნენ და ნელ-ნელა დაუძლურდნენ.

-ჩვენ ამ განსაცდელს გავუძლებთ!_თქვა ყველაზე დიდმა 

-რა თქმა უნდა გავუძლებთ და უფრო ძლიერებიც გავხვდებით!!!გამოეხმაურა სამივე ერთად.

-მარტო სიტყვებით გამხნევება არ გვიშველის, სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ და ერთმანეთს ტოტებით გავუმაგროთ მხარი!!!_საუბარი გააგრძელა დიდმა ხემ.

-კარგი აზრია, ჩვენ ასე თუ გადავრჩებით !!!! დაეთანხმნენ სხვები და ერთმანეთის გვერდი-გვერდ დადგა ყველა, ამინდის გაუარესებასთან ერთად უფრო ძლიერად ეჭიდებოდნენ ერთმანეთს.

რამდენიმე დღის შემდეგ კარგი ამინდი დადგა და ღრუბლები მზემ შეცვალა. გარეთ გამოსვლისას ხალხს სამწუხარო სურათი გადაეშალა თვალწინ , რადგან ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, ყვავილები, ბუჩქები თუ ხეები.  

ბოლოს როცა მდელოს გადახედეს, სადაც ოთხი უცხო ხე ეგულებოდათ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა , რადგან ოთხივე გადარჩენილიყო. 

_ერთმანეთს ისე ჩასჭიდებიან ,რომ შეუძლებელია ამინდს რამე დაეკლო მათთვის!_თქვა ერთმა კეთილთვალება მოხუცმა

მართლაც , ერთობას დიდი ძალა აქვს და ეს სწორედ ამის ნათელი მაგალითია!_ გამოეხმაურა ერთი ბრძენკაცი. 

-მოდით ,მეგობრებო, ტაში დავუკრათ, დღეს როგორც არასდროს ისინი იმსახურებენ შექებას! _ჩაერთო ღიმილიანი სახით ერთი ღმადმოხუცებული,რომლის  წინადადებაც ყველამ აიტაცა და იყო დიდი ჟრიამული.

ხალხის საუბარი და ოვაციები დიდხანს გაგრძელდა. ხეები საერთო მხიარულებამ გამოაცოცლა ,რომლებიც საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ:

_ნუთუ ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა!_შესძახოდნენ ერთმანეთს და ცეკვა-ცეკვით უერთდებოდნენ სტუმრებს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოათავსეთ ბავშვი საწოლში მთვლემარე

ეს ეხმარება თქვენს შვილს დამოუკიდებლად დაძინებაში და თავიდანვე აგარიდებთ ძილის პრობლემებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024