kids.ge logo

დაკარგული წიგნი

ფავორიტებში დამატება

ქარმა, ჯავახეთის კლდეებში მონავარდე ქარმა, საჯიხვეებზე დაისისინა. შემდეგ ქედს გადაევლო, ტყეებს თავზე გადაურბინა, თმა აუფორიაქა და გაშლილი აფრებით ჭალაში გადაკლაკნილ შარას დააცხრა. სტვენით გაიქროლა, მტვერი აიხვეტა, ააბურთავა და, ცარიელ სენაკებს რომ შეასკდა, კივილი მორთო. გაუკვირდა, რამდენჯერ მიხეთქებია ამ ქვაბებს, მაგრამ კარი ყოველთვის დახშული ხვდებოდა. გააფთრებული ეპოტინებოდა კლდეებს. ფრთებს სცემდა ბჭეებს. სამრეკლოს თაღში თავშერგული გამწარებით ღმუოდა, ხანდახან ზარის თოკსაც დაეხვეოდა. ჩამოჰკრავდა, მაგრამ კარს არავინ უღებდა. მაშინ გამძაფრებული ბრუნდებოდა უკან და ასწლიან მუხებს ეჭიდებოდა. გააფთრებული უგრეხავდა ტოტებს. მიწამდე დრეკდა მათ კენწეროებს და შვილდივით დაჭიმული ხეებიდან ასხლეტილი მიქროდა მაღლა და ცას აყრიდა გამხმარ ნეშოებს.

ახლა კი ქვაბის კარი ღია დაუხვდა და ფრთებგაშლილი შევარდა შიგნით. რამდენიმე სენაკი ქშუილით გაირბინა, შემდეგ ისევ გარეთ გამოვარდა და ველებს გადაჰკივლა. ხმა რომ არავინ გასცა, გაშმაგებული მიბრუნდა და თმაგაწეწილი ისევ სენაკებში შევარდა, ზევით ზირბინა. ვიწრო ხვრელებში კვნესით გაძვრა და ტაძარში შევარდა. კივილით შემოეხვია ჩუქურთმიან სვეტებს, იატაკზე დაყრილი ნაგავი ააფორიაქა, გულაღმა დაყრილ დახოცილ მეომრებს სახეებზე გადაურბინა და იქიდან თაღს შეასკდა. არასოდეს მას არ უგრძვნია ამდენი თავისუფლება და სიხარული. მარტოდმარტო იყო ამ ტაძარში, ამ სენაკებში და სიხარულით ცეკვავდა, სტვენდა და ყვიროდა. ფრთებს აფრიალებდა და ხარხარებდა, გაბმულად ხარხარებდა. ერთხანს ბავშვივით ათამაშა რაზამოგლეჯილი კარი, აქეთ-იქით არახუნა. შემდეგ თითქოს გაბრაზდა, მძლავრად დაეჯახა, გაგლიჯა, გარეთ გავარდა, კლდეზე ფრთებით ჩამოეკიდა და ქანქობა დაიწყო. მოულოდნელად რაღაც პატარა საგანს გაედო. მიტრიალდა და უფრო მძლავრად გაუქროლა. ადგილიდან ვერ დასძრა. მაშინ მთელი ძალით დაებდღვნა, ყდა წამოუშალა და გვერდები ხრიალით გადაფურცლა. სათამაშო მოეწონა. ახლა იქიდან დაუქროლა და გვერდები აქეთ გადმოატკაცუნა. გადაიხარხარა. რაც შეეძლო კლდეების წვერამდე აიწია, იქიდან მთელი ძალით დაექანა და ისევ დააცხრა ფურცლებს. ძალუმად გაჰკრა, აჩეჩა, აატკაცუნა და დასაგლეჯად ჭიდილი დაუწყო. ვერ მოერია და გაბრაზდა. სუსხიანი თითებით ჩააფრინდა ფურცლებს. წეწდა, ეჯაჯგურებოდა, გაცოფებული ღრინავდა, მაგრამ ეტრატის ფურცლები მტკიცე აღმოჩნდა. ქარი გააფთრდა, გაგიჟდა, მას ქროლვით კლდეები დაუქცევია, ხეები დაუთხრია და წყალნი აღმა წაუყვანია, მაგრამ აქ კი ძალა არ ჰყოფნიდა. წიგნი მას რაინდივით დაუხვდა. ბასრი ფურცლებით სჭრიდა და სერავდა ქარს და ნელ-ნელა აჩოქებდა. ასე იბრძოდნენ დიდხანს ქარი და წიგნი. ქარი დაიღალა, მთვრალივით ლასლასი დაიწყო და ქანცმილეული ყოველ შეჯახებაზე ძლივს აბრუნებდა თითო-ოროლა ფურცელს. ბოლოს სრულიად მოსწყდა. ქვემოთ ჩაცურდა, მტკვარზე დაწოლილ ნისლად იქცა და ქრუდივით გაიპარა.

წიგნმაც დაუშვა თავისი ფურცლები და გადაშლილი შესცქეროდა მხიარულად აციმციმებულ ცისკრის ვარსკვლავს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველ საღამოს სადილზე შეკარით „მადლიერების წრე“

რიგრიგობით ისაუბრეთ სხვადასხვა ადამიანებზე, რომლებიც გულუხვნი და კეთილგანწყობილნი იყვნენ თითოეული თქვენგანის მიმართ იმ დღეს. თან, ამ „წრეს“ თქვენვე მოუფიქრეთ სახელი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024