kids.ge logo

ვაკანსია

ძერწვის მასწავლებელი

Kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს ძერწვის (კერამიკის) მასწავლებლის ვაკანსიას:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება სპეციალობით ან მომიჯნავე სფეროში;
  • ბუნებრივ თიხაზე მუშაობის სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება;
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა;
  • სამუშაოს ორგანიზაციის და დაგეგმვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში ეფექტურად მუშაობის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ბავშვებისადმი თბილი და მოსიყვარულე;
  • ენერგიული, კრეატიული;
  • შრომისმოყვარე, მოწესრიგებული;
  • პუნქტუალური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება 3 ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება;
  • მესამე ეტაპი - ჩატარებული საცდელი გაკვეთილის მიხედვით;

სამუშაო განაკვეთი საათობრივი (არასრული).

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (რეზუმე, სამოტივაციო წერილი, ნამუშევრების ფოტოები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), 15 თებერვლამდე ელ.ფოსტაზე: vacancy@kids.ge. CV-ს თან უნდა ახლდეს კანდიდატის ფოტოსურათი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 თებერვალი, 2022
Kids.ge-ს რჩევები

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024