kids.ge logo

ხატვის კონკურსი

ხატვის კონკურსი

Kids.ge - ის ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრი აცხადებს ხატვის კონკურსს, რომლის მიზანია თბილისში მცხოვრები, სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების აღმოჩენა და წახალისება.

  1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, ქ. თბილისში მცხოვრებ 6 დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებიც ამჟამად არ არიან ჩვენი ხატვის წრეების (kids.ge-ს საკვირაო სკოლის, ხელოვნების სკოლის ან ხატვის წრის) მოსწავლეები.
  2. კონკურსი ტარდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში. 6-8 წლის და 9-12 წლის
  3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა:
    • უნდა წარმოადგინონ ბავშვის ნახატი kids.ge - ის ნუცუბიძის ფილიალში (მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 183)
    • ან გადმოგვიგზავნონ ნახატის ფოტოსურათი ელ.ფოსტაზე: info@kids.ge  (ნამუშევრის ფოტოს გადმოგზავნის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ ბავშვის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი. მშობლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი).
    • ან ატვირთოთ ნამუშევრის ფოტო სპეციალური გვერდის მეშვეობით.
  4. საკონკურსო ნახატები მიიღება 1-დან - 10 დეკემბრამდე. 
  5. 10 დეკემბრიდან - 20 დეკემბრის ჩათვლით მოხდება განთავსებული ნამუშევრების ხმის მიცემა.
  6. 21 დეკემბერს გამოვლინდება გამარჯვებული.
  7. ნახატის თემატიკა შეზღუდული არ არის.
  8. ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე; (გაითვალისწინეთ, ფოტოსურათად გადმოგზავნის შემთხვევაში უნდა იყოს მაღალი ხარისხის) 
  9. თითო ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. სულ გვეყოლება 4 გამარჯვებული:
    • Kids.ge - ის ფავორიტი (ჟიურის რჩეული)
    • ხალხის რჩეული (ფეისბუქ მოწონების რაოდენობით)
  10. ადგილზე მოტანილი ნახატების ელექტრონული ვერსია და გადმოგზავნილი ფოტოები განთავსდება Kids.ge - ის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
  11. 10 საუკეთესო ნახატის ავტორი (5 ხალხის რჩეული და 5 ჟიურის ფავორიტი) მონაწილეობას მიიღებს Kids.ge - ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში 22-23 დეკემბერს.
  12. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ kids.ge – ის განათლების და განვითარების ცენტრის, ხატვის წრის, 6 თვინი კურსის სრული დაფინანსება.
  13. კონკურსის შეჯამება და დაჯილდოვება მოხდება 22 დეკემბერს.
Kids.ge-ს რჩევები

თქვენს შვილებს ყოველდღე დაუსვით სამი შეკითხვა მის შესახებ

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - საუბრის ხელოვნება მნიშვნელოვანი სოციალური უნარია, მაგრამ მშობლები ხშირად უგულებელყოფენ მის სწავლებას. დაუსვით ბავშვს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „კარგი დრო გაატარე სკოლაში?“; „რას აკეთებდი წვეულებაზე?“; ან „სად გინდა ხვალ შუადღისას გასვლა?“

Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით შვილების ნამოქმედარის შესწორებას

თუკი თქვენი შვილი საწოლს თავად ასწორებს, ნუ ეცდებით მის თავიდან გასწორებას. თუკი მას სურს ჩაიცვას ზოლებიანი და წერტილებიანი ტანისამოსი, შეაქეთ მისი „ეკლექტური“ სტილი. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუსწორეთ ბავშვს რაიმე ქმედება, ამბობს კეთი ბასი, საბავშვო ბაღის დირექტორი მორისვილში, პენსილვანიის შტატში. ბავშვს შეუძლია ეს შეამჩნიოს და ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024