kids.ge logo

კოვიდ-19 პედიატრიულ პაციენტებში

კოვიდ-19 პედიატრიულ პაციენტებში

თუ თქვენს ბავშვს დაუდასტურდა კოვიდ-19 და გაინტერესებთ თუ როგორ მიმდინარეობს ის პედიატრიულ პაციენტებში; თუ უკვე დაამარცხეთ ვირუსი და გაქვთ კითხვები პოსტ-კოვიდურ პერიოდთან დაკავშირებით ან უბრალოდ ხართ მშობელი რომელიც დაინტერესებულია ამ თემით, მედიცინის დოქტორი, ი.ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე, შეეცდება პასუხი გასცეს ყველა თქვენს შეკითხვას პედიატრიულ პაციენტებში კოვიდ-19-ის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე გიწვევთ ი.ციციშვილის კლინიკის ფსიქო-სოციალური სერვისისა და Kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის ერთობლივ ონლაინ ვებინარზე.

შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის მეშვეობით. შეკითხვების დასმა შეგეძლებათ როგორც ლაივ რეჟიმში, ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ პირადი შეტყობინების სახით.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე ან ტელეფონის ნომერზე. გთხოვთ შეიყვანოთ ერთერთი მათგანი.

რეგისტრაცია დასრულებულია.

Kids.ge-ს რჩევები

გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ

თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.

Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024