kids.ge logo

დუხობორები – სულისთვის მებრძოლნი?

რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ

საქართველოში დუხობორების ისტორია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.

დუხობორები რუსი ხალხია, რომელიც მისტიკურ-რელიგიური მიმდინარეობის წევრები არიან. ისინი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მე-18 საუკუნის 50-80-იან წლებში გამოეყვნენ. მათ სათავეში გლეხი სილუან კოლესნიკოვი და ვაჭარი ილარიონ პობიროხინი ედგნენ. დუხობორები უარყოფენ საღვთო წიგნს, სწამთ რეინკარაციის და ადამიანის სულს ღვთის ნაწილად მიიჩნევენ. ისინი ბიბლიას ზეპირად გადასცემენ თაობებს. პავლე მოციქულის სიტყვები „ასო კლავს, სიტყვა კი აცოცხლებს“ დუხობორებმა ასე გადააკეთეს: „ნაწერი მკვდარია, სიტყვა კი ცოცხალი“.

რატომ დაერქვათ სახელად დუხობორნი? 1775 წლამდე მათ სახელი არ ჰქონდათ. ძირითადად მათ „ხატთან მებრძოლებს“  (ან „სულიერ ქრისტიანებს“) ეძახდნენ, სანამ 1775 წელს ნეგატიურად გამოყენებული Духоборы (Духоборцы“) პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის არ გაისმა. თუმცა, დუხობორებს სახელწოდება მოეწონათ და თარგმნეს, როგორც „სულით მებრძოლნი“. მას შემდეგ ისინი დღემდე დუხობორებად იწოდებიან.

არსებობს რამდენიმე ვერსია, იმის შესახებ თუ რატომ განდევნეს დუხობორები რუსეთიდან. პირველი წყარო ამბობს, რომ რუსეთში დიდი დაპირისპირება მოხდა იმის თაობაზე, თუ ბიბლიის რომელი ვერსია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ ნიკონის კომისიისგან შესწორებული. დუხობორები ფიქრობდნენ, რომ ბიბლიაში მთავარი არის შინაარსი და არა ტექსტი. ამ მოსაზრებას მართლმადიდებლურ ეკლესიის დუხობორებთან დაპირისპირება მოჰყვა, რაც საბოლოო ჯამში მათი ემიგრაციით დასრულდა.

მეორე წყარო გვეუბნება, რომ იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ოსმალეთთან (დღევანდელ თურქეთთან) და მოსახლეობის ომში გაგზავნა სურდა. ამ მოსახლეობაში დუხობორებიც შედიოდნენ. მათ უარი განაცხადეს ომში წასვლაზე და პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვეს. რასაც მოჰყვა რუსეთის მეფის ხელისუფლების მხრიდან 1839 წელს გამოცემული ბრძანება, რომლის თანახმად, დუხობორები კავკასიაში გადაასახლეს.

ემიგრაცია 1839-1845 წლებში მიმდინარეობდა. დუხობორების დიდი ნაწილი ჯავახეთში დასახლდა, ნაწილი დმანისში, ქედაბეკსა და ყარსში. ბევრი მათგანი ჯავახეთის კლიმატს ვერ შეეგუა და რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი კანადაში წასვლით გადაირჩინა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ დუხობორები რუსეთში ჩაგვრას განიცდიდნენ, მათ მიმართ სიმპათია მაინც არსებობდა, მაგალითად ლევ ტოლსტოი ხვდებოდა, რომ დუხობორების კულტურა და მოღვაწეობა განსხვავებული იყო მართლმადიდებლურისგან და ფიქრობდა, რომ მათ მეტი ყურადღებით და სიფრთხილით სჭირდებოდათ მოპყრობა. მან საქართველოში დევნილი და ჩამოსახლებული დუხობორებისთვის თანხა გადმორიცხა.

ასევე, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, რომელიც ივანე მაჩაბელის მისტიკურ გაუჩინარებას უკავშირდება, შესაძლებელია, დუხობორები იყვნენ კავშირში. ირკვევა რომ ქართველ მწერალს პრობლემები ჰქონდა სამსახურსა და პირად ცხოვრებაში და შესაძლოა ის დუხობორების რომელიმე ნაკადს გაჰყვა კანადაში პრობლემებისგან თავის დასაღწევად. თუმცა, კანადაში გადასახლებულ დუხობორებს ივანე მაჩაბლის შესახებ არავითარი ინფორმაცია მოეპოვებათ. რაც მწერლის გაუჩინარებას, კიდევ უფრო მისტიკურს ხდის.

დუხობორების მოძღვრება შესამჩნევად განსხვავდება მართლმადიდებლურისგან. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი უნდა არსებობდეს, არ ატარებენ რიტუალებს და არ მარხულობენ. მათი მსჯელობით ღმერთის სამი ბუნება სხვადასხვა სახით ვლინდება: ბუნებაში – სინათლით, მოძრაობითა და სიმშვიდით; ადამიანში – მეხსიერებით, ნებითა და გონებით, ხოლო სამოთხე და ჯოჯოხეთი სიკეთისა და ბოროტების სიმბოლოებია.

დუხობორები ყოველ კვირა დილას (და სხვა დღესასწაულებზე) იკრიბებიან და ასრულებენ საკრალურ სიმღერებს, დადიან „მოგილოჩკაზე“, სადაც მათი წინაპრები განისვენებენ. მათი სიმღერები და ლექსები სევდასა და ნაღველს მოჰგვრის ადამიანს. მათ შემოქმედებაში ჩაგვრისა და შეუწყნარებლობის კვალი შესამჩნევია.

ჯავახეთში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა რვა სოფელი დააარსეს: ბოგდანოვკა (ნინოწმინდა, რომელსაც იერუსალიმსაც ეძახიან), ტამბოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცოვკა (კალინოვკა) და როდიონოვკა. ისინი ჩვეულებრივ მისდევნდნენ სოფლის მეურნეობასა თუ მესაქონლეობას...

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში დაახლოებით1500 დუხობორი ცხოვრობდა. 2021 წელს კი მათი რიცხვი 200-სსაც აღარ აღემატება.

მრავალი სირთულის მიუხედავად, დუხობორებმა შეძლეს საკუთარი კულტურის შენარჩუნება. ისინი რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათი გაქრობის საფრთხე კი დღითი დღე იზრდება.

ავტორი ანა კარტოზია (14 წლის)

ანა კარტოზია

kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.

ფავორიტებში დამატება

სხვა სტატიები ამავე ნომრიდან

მარიამ ლაგვილავა
დედამიწის უმაღლესი ბინადარი

მარიამ ლაგვილავა

როგორ დაუგრძელდა კისერი ჟირაფს? – გაეცანით როგორ ხსნიან ამას მეცნიერები

ნატალი ცვარიანი
დარვინის სკვინჩები (მთიულები)

ნატალი ცვარიანი

სახეობების წარმოშობის დარვინისეული თეორია

მარიამ კარტოზია
სარკოფაგში მომწყვდეული სიკვდილი

მარიამ კარტოზია

ზონა, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანმა ატომმა ერთი შეცდომის შედეგად ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.

როგორ იქმნება ეს ჟურნალი?

ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!

გაიგე მეტი...
Kids.ge-ს რჩევები

ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი

დაიწყეთ ეს აღზრდის პირველივე ეტაპზე: მაგალითად, როდესაც ძილის წინ უკითხავთ რაიმეს, ჰკითხეთ თქვენს პატარას, არიან თუ არა პერსონაჟები ბოროტები ან კეთილები და რატომ ჰგონია მას ასე.

Kids.ge-ს რჩევები

გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ

თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024