kids.ge logo

თამუნა, ციცო და გია

ფავორიტებში დამატება

თ - ჰეი, გია, ადე ჩქარა,
წამო, ვითამაშოთ ბურთი,
ციცო კართან გველოდება,
რას ზოზინობ, რაღას უცდი?
გ - ვერა, თამუ, ვერ წამოვალ,
სასწავლი მაქვს გერმანული,
ეს დღები ვიზარმაცე,
ჩემი ცოდნა გახდა ნული.
თ - ციცო! გია რომ არ მოდის,
როგორ ვითამაშოთ მარტო?
სიცხე აქვს და სათამაშოდ
არ გაუშვებს დედა ნატოს.
ც - სწავლას მერეც ვერ მოასწრებ?
როდის გახდი ეგრე ცქვიტი?
ცოტა ხანი ვითამაშოთ,
ხედავ? ბურთი მოგვაქვს დიდი.
გ - ჯერ გაკვეთილს ვსწავლობ კარგად
მე, ყოველთვის, ჩემო ციცო,
მხოლოდ მერე რომ ვთამაშობ
თოსანიც ვარ ამიტომ.
ც - კარგი ერთი, რას ტრაბახობ,
მე არა ვარ ათოსანი?
მაგრამ მიტომ განა თამაშს
დავანებე, გია, თავი?
თ - ათოსნობა ნიშნავს ვითომ
დღე და ღამე რამის ზუთხვას?
წამო, ციცო, ამისთანა
ვაჟკაცს, ნეტავ, რაღა ვუთხრა.
გ - კარგი, კარგი, რატომ ბრაზობთ?
განა მე არ მიყვარს ბურთი?
გოგონებო, მეც წამოვალ,
დამელოდეთ ერთი წუთით.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა კაკაჩიას სხვა ლექსები:

ცნობისმოყვარე
დედი, მითხარ, ჩვენი კატა
თავის კნუტებს, პატარებს,...
ფისოს შურისძიება
თაგუნიამ გადაწყვიტა
წვეულება გაემართა,...
დათო და ყურშა
ყურებპანტურა ლეკვი
თვეა,აჩუქეს დათოს,...
გაზაფხული
თვალებს გაახელს ენძელა,
თოვლში ჩამალული,...
*** (ლევანიკოს მოეწონა)
ლევანიკოს მოეწონა,
პაწაწინა ფუტკარი,...
„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა კაკაჩიას ლექსი „თამუნა, ციცო და გია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თამუნა, ციცო და გია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მათ იყვნენ კარგი მსმენელები

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძნელია ჩვილების ცნობისმოყვარე გონების შეკავება. თუმცა, სკოლამდელ ასაკში, თქვენს პატარას მოუწევს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა სიმღერა, ხატვა, მასწავლებლის მოსმენა და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს ჯდომას და ყურადღების მოკრებას. იყო კარგი მსმენელი, ეს ნიშნავს, აქტიურად მიიღო მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა საქმიანობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები თამაშზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები თამაშზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები თამაშზე

ლუარა ჭანტურია
გოგია

ლუარა ჭანტურია

ჩიტს რომ ბუდე დაუნგრიე,
არ გრცხვენია გოგია?...
მაია წიგნაძე
ჩემი ცხენი

მაია წიგნაძე

ჩემი პაპას შავი წინდა,
ძველი ჩვრებით გამოვტენე,...
ნოდარ დუმბაძე
სახლობანა

ნოდარ დუმბაძე

ნეტავ სად ხარ, შენს ძებნაში
მოვირბინე ეზო,...
ელენე სალარიძე
ზაზა და ფანქარი

ელენე სალარიძე

ზაზამ შავი ფანქრით
სახე გაიმურა,...
გივი ჭიჭინაძე
ვანო

გივი ჭიჭინაძე

ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024