kids.ge logo

ვანო

ფავორიტებში დამატება

ტი−რის ბი−ჭი ვა−ნი−კო,
მთე−ლი ბა−ღი ა−იკ−ლო,
ე−სე−ვი−ან ბავშ−ვე−ბი:
- ჩვენს ბაღ−ში თუ დარ−ჩე−ბი,
წა−მით ა−ღარ მო−ი−წყენ
ი−სე გე−თა−მა−შე−ბით!
ზოგ−მა ცხე−ნი ა−ჩუ−ქა,
ზოგ−მა კი−დევ - მან−ქა−ნა,
ბი−ჭი მა−ინც ბუ−ზღუ−ნებს:
- არ დავრ−ჩე−ბი აქ, ა−რა!
- კარ−გი, ვა−ნო, და−წყნარ−დი, -
ე−ფე−რე−ბა აღმზრ−დე−ლი, -
სად გი−ნა−ხავს, მი−თხა−რი,
სა−თა−მა−შო ამ−დე−ნი!
რა−საც ხე−დავ ამ ბაღ−ში
ყვე−ლა−ფე−რი შე−ნი−ა,
სახლ−ში მინ−და, სახლ−შიო,
სახლ−ში რა დაგრ−ჩე−ნი−ა?!
ა−ი, შე−ხე ამ ბი−ჭებს,
შე−ნი მე−გობ−რე−ბი−ა! -
ბიჭ−მა აღმზრ−დელს მი−უ−გო:
- სახლ−ში დამრ−ჩა ბე−ბი−ა! -
ვა−ნო-ბი−ჭის პა−სუხ−ზე
გა−იცინეს ბავშ−ვებ−მა:
- ბე−ბოც ბაღ−ში მი−ვი−ღოთ,
მა−შინ ვა−ნოც დარ−ჩე−ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...ორი ფისოფისოს ფისო ესტუმრა, მოეწონა ძალიან: - როგორა მგავს, თითქოს-და ჩემი ტყუპის ცალია. შავტუხაა ჩემსავით, გაბურ...წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026