kids.ge logo

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

ფავორიტებში დამატება
მე შე−ნის ტრფო−ბით ვერ გავ−ძეხ,
შენ — ჩე−მის სი−ძულ−ვი−ლი−თა.
ვერ გი−ღა−ლა−ტებ მა−ინ−ცა,
თუნდ ხორცს ვიგ−ლეჯ−დე კბი−ლი−თა,
გულ-დაკოდილი შენ−გა−ნა
მი−თაც ღმერთს გახ−ვე−წებ სი−ტყვი−თა.
გახ−ვე−წებ, ვე−მუ−და−რე−ბი
ცე−ცხლის მქში−ნა−ვის პი−რი−თა,
გარ−შე−მო შე−მო−ხა−ზუ−ლა
ცხე−ლის ცრემ−ლე−ბის მი−ლი−თა.
თა−ნაც დაგბ−რუ−ნავ თავ−ზე−და
ჩე−მის ჯვარც−მუ−ლის ფიქ−რი−თა.
შენ ა−მას ა−რაფ−რად აგ−დებ,
მოხ−ვალ, ზედ მდგე−ბი წიხ−ლი−თა.

უცვ−ლე−ლი ვრჩე−ბი მა−ინ−ცა
ჩე−მის წა−დი−ლით დი−დი−თა,
სამ−ყა−როს ი−ქით რომ მი−დის,
მო−მაკვ−დავთ გა−ნა ი−ცი−თა?!
წვრილ−მანს, ჩან−ჩა−ლა აზ−რებ−სა
ვი−ლა−ლავ აქეთ-ი−ქითა:
არ და−მი−შა−ლონ მი−მოსვ−ლა
ღმერთ−თან ამ გრძნო−ბის ხი−დი−თა.
შე−ნი ვარ დი−დი ერთ−გუ−ლი,
ვერ−ვინ შემ−ხე−დავს იჭ−ვი−თა.
შე−ნი ვარ, შენთ−ვის მოვკვ−დე−ბი,
თუნდ შხამს მას−მევ−დე ჯიხ−ვი−თა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026