kids.ge logo

თოვლაობა

ფავორიტებში დამატება
- ა−ბა, ბი−ჭო, თოვ−ლის გუნ−და
მაგ−რად აჰ−კარ, გას−ძარ მკლა−ვი!
ა−რე−უ−ლი, და−რე−უ−ლი...
რა კარ−გი−ა სა−ნა−ხა−ვი!

ა−მან გიგ−ლას, ი−მან ვა−ნოს,
ო−რი−ვემ კი ერთ−მა−ნეთ−სა!
შენ, ე−ი, პეტ−რე, შენთ−ვის ი−ყავ,
გა−უფრ−თხილ−დი შენს გვერ−დებ−სა!

მიშ−ვე−ლე−ბა აქ არ ი−ყოს,
ვინც ბი−ჭი−ა, დად−გეს მარ−ტო,
ი−მე−დი−ა თქვე−ნი რაზ−მი
ხა−ლი ხე−ლით გა−დავ−ფან−ტო.

- რა−ო, რა−ო, რას ი−ქა−დი?
და−დექ მაგ−რა, შე ბა−ქი−ა!
თუ ბოლს ზურგ−ზე არ ა−გა−დენ,
მაშ მე ბი−ჭი ა−რა მქვი−ა!

წა−დი ი−ქით, შე ცანცა−რავ,
ერ−თი გუნ−დით დაგ−ცემ ძირ−სა,
რაც გმი−რი ხარ და−გა−ნახ−ვებ,
და−მი−დე−ქი პირი-პირსა!

ა−გერ მებრ−ძოლ−ნი დამ−ზადდ−ნენ,
ა−ი−რი−ა უ−ცებ ე−ზო,
იქ კუნტ−რუ−შით გარ−ბის ვა−ნო,
ა−ქეთ გდი−ა ჩვე−ნი რე−ზო.

მი−დის გუნ−დი, მის−რი−ა−ლებს,
გა−უ−წითლ−და ყვე−ლას ცხვი−რი
და ერთ−მა−ნეთს შე−უს−რუ−ლეს
და−ნა−ქა−დი, და−ნა−პი−რი!

მო−ი−ქანც−ნენ, შედ−გა ო−მი,
სი−ცი−ლი და ხარ−ხა−რი−ა;
ყვე−ლას გმი−რად მო−აქვს თა−ვი,
მხი−ა−რუ−ლი ზამ−თა−რი−ა!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026