kids.ge logo

მხიარული ზღაპარი ნოტებზე

ფავორიტებში დამატება
ა−ი ი−სიც მობრ−ძან−და−ა−ა,
ჩვე−ნი ზღაპ−რის გუ−და,
მხი−ა−რუ−ლი ამ−ბა−ვი,
მან გი−ამ−ბოთ უნ−და.

თურ−მე შეხვდ−ნენ ერთ−მა−ნეთს,
სა−მუ−სი−კო სკო−ლა−ში.
და−მე−გობრდ−ნენ ნო−ტე−ბი,
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.

დო, ზარ−მა−ცი აღ−მოჩნ−და,
რე კი ჩი−ტი−რე−კი−ა,
მი, ნა−ზი და სა−თუ−თი,
ფა კი ჩან−თა−ჩხრე−კი−ა.

სოლ მღე−რო−და ცეკ−ვავ−და,
ლას ტი−რი−ლი უნ−დო−და,
სწავ−ლა ე−ჯავ−რე−ბო−და,
სი სულ დე−დას უხ−მობ−და.

მეგობრობდნენ,-თითქოსდა
ერ−თი მშობ−ლის შვი−ლე−ბი,
ცო−ტა, ან−ცე−ბიც იყვ−ნენ,
ცო−ტაც შე−რე−კი−ლე−ბი.

მო−თათ−ბირდ−ნენ შე−ექმ−ნათ,
ერ−თობ−ლი−ვად სიმ−ღე−რა,
დო სამ−ღერ−ლად წა−მოდ−გა,
ყე−ლიც კი მო−ი−ღე−რა.

რემ, იმ ჩი−ტი−რე−კი−ამ,
შურ−დუ−ლი გა−და−აგ−დო,
მიმ თმა ჩა−მო−ი−ვარ−ცხნა,
ფამ ნოტს თი−თი და−ა−დო.

სოლ ი−სე−დაც მღე−რო−და,
ლამ შე−წყვი−ტა ტი−რი−ლი,
დე−და მთლად და−ა−ვი−წყდა,
სიმ გვა−ჩუ−ქა ღი−მი−ლი.

და ამ−ღერ−და შვი−დი−ვე,
სად ა−რის ჰარ−მო−ნი−ა?
ვერ შე−უ−წყვეს ერთ−მა−ნეთს,
ხმე−ბი,- კარ−გი ჰქო−ნი−ათ.

ე−გო−ნათ, რომ შე−დევ−რი,
გა−მო−უ−ვათ დი−ლა−ზე,-
„დი−ლით კარ−გად ვიმ−ღე−რებთ,
ჩვე−ნი მტრე−ბის ჯინაზე.“

ა−ი დი−ლაც გა−თენ−და−ა−ა,
შე−იკ−რიბ−ნენ სკო−ლა−ში,
და ერთ ხაზ−ზე გამწკ−რივდ−ნენ.
დო, რე, მი, ფა, სოლ , ლა, სი.

არ გა−მოს−დით სიმ−ღე−რა,
თუმც ი−წივ−ლეს ბევ−რი,
ძი−ა ბა−ნიც უს−მენ−და,-
ვერ შექმ−ნეს შე−დევ−რი.

ბან−მა უთხრა:სიმ−ღე−რას,
ვერ ა−ა−წყობთ ი−ო−ლად,
ი−სა სჯობს და−ვიხ−მა−როთ,
ქალ−ბა−ტო−ნი ვი−ო−ლა.

ვი−ო−ლი−ნო, ვი−ო−ლამ,
შე−მო−ა−ღო კა−რე−ბი,
გა−სა−ღე−ბი ჩა−ხა−ტა,
გუ−ლის გა−სა−ხა−რე−ბი.

დო, მსუ−ქა−ნა დო−დო−ლა,
ქვე−მოთ ხაზ−ზე დას−ვა,
მი_ს,პირველი ერ−გო,
რე, მათ შუ−ა−ში ჩას−ვა.

სოლ,მეორე ხაზ−ზეა,
თავს ი−წო−ნებს ბი−ჭი,
ფა ფანფარა,წინ დად−გა,
მღე−რის ნდო−მით იწ−ვის.

ხო−ლო მე−სა−მე ხაზ−ზე,
წრი−პი−ნა სის უხ−მო−ბენ,
სის წინ ლა დგას მტი−რა−ლა,
უკ−ვე ა−ღარ ჩხუ−ბო−ბენ.

ყვე−ლა ნოტს მი−უ−ჩი−ნეს,
სა−მუ−და−მო ად−გი−ლი,
რო−ი−ა−ლი კეკ−ლუ−ცობს,
მათ წინ თავ−გა−დახ−დი−ლი.

პარ−ტი−ტუ−რა სად დავ−დოთ?-
ძი−ა ბან−მა ღი−ღი−ნამ,
გვინ−და პი−უ−პიტ−რი−ო,
თბი−ლად ჩა−იღიღინა.

კა−კუ−ნის ხმა გა−ისმა,
და გა−ა−ღეს კა−რი,
შე−მო−ვიდ−ნენ: დი−ე−ზი,
ბე−მო−ლი, ბეკა−რი.

კი−ბით აძვ−რა დი−ე−ზი,
ა−ისრულა წა−დი−ლი,
ბე−მოლ−მა და ბე−კარ−მაც,
ნა−ხეთ თვი−სი ად−გი−ლი.

მე ვარ მათ−ზე მთა−ვა−რი,
ზო−მამ და−იჟინა,
მო−მო−ფან−ტა ნო−ტე−ბი,
თავ−ში გა−იჯგიმა.

მაშ მე ა−რად ჩა−მაგ−დეთ?
ა−წი−წინ−და ტაქ−ტი,
ა−ბა რო−გორ ავღ−ნიშ−ნოთ,
დამ−თავ−რე−ბის ფაქ−ტი?

ახ−ტა დახ−ტა კუნტ−რუ−შით,
ბურ−დღუ−ნით და ბრა−ზით,
და ნო−ტე−ბის ბო−ლო−ში,
დას−ვა ო−რი ხა−ზი.

ქალ−ბა−ტონ−მა ვი−ო−ლამ,
მო−ი−მარჯ−ვა წკი−რი,
ი−ქეთ ფორ−ტეს გა−უ−წყრა,
ხმა−მაღ−ლა ნუ ყვი−რი!

მე−ზო−ბე−ლი კლა−სი−დან,
მო−იწ−ვი−ეს პი−ა−ნო,
მო−დი ჩუ−მად გვამ−ღე−რე,
ა−ღარ და−იგვიანო!

ჟღერს მუ−სი−კა, გუ−გუ−ნებს,
ლა−მა−ზი და მშვი−დი,
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი,
მე−გო−ბა−რი შვი−დი.

შეხ−მატკ−ბილდ−ნენ, შე−ერთდ−ნენ,
და შე−უ−წყვეს ხმე−ბი,
ი−სე კარ−გად შეთ−თანხმდ−ნენ,
რო−გორცა და-ძმები.

დო, რე მი ფა სოლ ლა სოლ,
ჩვენ ვიქ−ნე−ბით ერ−თად სულ,

ფა, ფა, ლა,ლა,სოლ ფა მი,
შე−ვე−წყო−ბით ერ−თურთს ხმით.

ვა−რაკ−რა−კებთ ფა, მი, რე,
რო−გორც წყნა−რი მდი−ნა−რე.

მი, ფა, სოლ, სოლ ლა, ლა სი,
შეგ−ვი−კე−რეს კარ−კა−სი.

ვმღერით,ტკბი−ლად ვღი−ღი−ნებთ,
მე−გობ−რო−ბის სიმ−ღე−რას,
ერ−თო−ბას და სიყ−ვა−რულს,
ჩვენ გი−სურ−ვებთ თქვენც ყვე−ლას.

რა ლა−მა−ზი სიმ−ღე−რა,
რო−გორღაც გვე−ღირ−სა,
კი−დევ გა−იმეორეთ!
უბრ−ძა−ნებს რეპ−რი−ზა.

პა−წა−წი−ნა ნო−ტე−ბი,
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
ეხ−ლაც ი−ქა მღე−რი−ან,
სა−მუ−სი−კო სკო−ლა−ში.

თქვენ კი ტკბი−ლად ი−ძი−ნეთ
და თუ ღმერთ−მაც ი−ნე−ბა,
ზღაპ−რის გუ−და ძი−ლის წინ,
ხვა−ლაც თქვენ−თან იქ−ნე−ბა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026