kids.ge logo

გაზაფხულის პირი

ფავორიტებში დამატება
ჯე−ჯილ−მა ა−მო−ი−წი−ა,
გად−გა ბორ−ჯი და ძი−რი−ა,
ი−ამ მო−ქარ−გა მინ−დო−რი,
სჩანს გა−ზა−ფხუ−ლის პი−რი−ა!

სერ−ზე შემდ−გა−რა მე−ცხვა−რე,
შესც−ქე−რის თა−ვის ფა−რა−სა;
ბატ−კა−ნი დე−დას და−ე−ძებს,
დე−და კი - მწვა−ნე ბა−ლახ−სა!

დაჰკ−რა, და−უკ−რა საკვ−ნეს−მა, -
ეს ტკბი−ლი სა−ლა−მუ−რი−ა,
შრო−შა−ნიც შე−მოფ−რე−ნი−ლა,
შაშ−ვი ხომ ში−ნა−უ−რი−ა!

მთას ეზ−ლაზ−ნე−ბა ღრუ−ბე−ლი,
ძირს ეც−რემ−ლე−ბა ვე−ლებ−სა,
კურ−დღე−ლი მა−ლაყს თა−მა−შობს,
ფუნდ−რუ−კი გა−აქვთ მშვე−ლებ−სა!

ა−მო−ი−წი−ა ჯე−ჯილ−მა,
გად−გა ბორ−ჯი და ძი−რი−ა,
მზემ გად−მო−უშ−ვა სხი−ვე−ბი,
სჩანს გა−ზა−ფხუ−ლის პი−რი−ა!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026