kids.ge logo

ამ პატარას, იმ პატარას!

ფავორიტებში დამატება
გერ ვაკე მინდორია,
ხები დგას ირგვლივ ჯარად,
წრე შეუკრავთ პაწაწინებს,
წრეში მწკრივად ჩამომდგარან.
ისმის ტაში, მწყობრი ტაში,
ტრილებენ, როგორც ჯარა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
გამოუხტა ოთარიკო
და ქართული დარა,
ფეხებს ისე ათამაშებს,
მიწას არცკი წაკარა;
მზეხათუნა მასთან ცეკვავს,
გადაიქცნენ ნიავქარად, —
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ქართულს მოჰყვა ბაღდადური,
დავლური და განდაგანა!
ცეკვაში რომ სხვას ჩამორჩეს,
მათში არის ვინმე განა?
გიამ ნუნუ ათამაშა,
რეზომ - მზია და მანანა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ტაში, ტაში, ტაში, ტაში!
ყველამ ფეხებს აუჩქარა,
ტრილებენ მხრებგაშლილი
ჩიტუნების დასადარად;
მზე მაღლიდან დაკაშკაშებს
პატარების გასახარად, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პაწაწინა წიწილაპაწაწინა წიწილამ ასე დაიწიწინა: „პატარა ვარ, ყვითელი, სათუთი ხმაწიწინა; ნეტავ ღომის მარცვალი სულ მუდამ მა...ხუროკაკ-კუკ! კაკ-კუკ! მე ვარ ხურო, სახლს ვაშენებ, კი არ ვხუმრობ! ჰა, კედლები ავიყვანე! ახლა უნდა გადავხურო! კ...დიდია თუ პატარაყველა ტუქსავს, ყველა არცხვენს, დილაა თუ ბინდია; დასჭირდება - პატარაა, დასჭირდება - დიდია. - შვილო, წყალი ...ფისო, ფისოფისო, ფისო, ფისო უსინდისო! მე რომ თევზი მოგაბარე, მითხარ, სად არისო? ფისო, ფისო, ფისო უსინდისო! შენ ხომ ა...თითების დავაერთხელ თითნი წაიკიდნენ, ჰქონდათ ცხარე დავა, მოიხსენეს ერთმანეთი უდიერად, ავად. იკვეხნიდნენ თავის ამაგს, თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026