kids.ge logo

დღეობა აქვს მაჩვს

ფავორიტებში დამატება

დღე−ო−ბა აქვს მაჩვს,
ვერ ას−ვე−ნებს თათს
- უ−სა−ჩუქ−როდ არ მოხ−ვი−დე!
უ−მე−სი−ჯებს თახვს.

- ტორს ტორ−ტი გა−მო−ა−ყო−ლე,
ნუ შე−ირ−ცხვენ თავს,-
აი,უკვე მე−რამ−დე−ნედ
შე−ახ−სე−ნა დათვს.

- ბუშ−ტე−ბი კარ−გად გა−ბე−რე,
ნუ და−ზო−გავ თავს.
პი−ტარ−დე−ბიც შენ−ზე ი−ყოს-
გა−დას−ძა−ხა წავს.

ჯერ ხე−საც არ გა−მო−უს−ხამს,
მაგ−რამ ი−თხოვს წაბლს.
- თათს ბლო−მად გა−მო−ა−ყო−ლე,-
და−უ−ბა−რა ზღარბს.

სოროს დაგვა,წმენდა,რეცხვა
და−ე−ვა−ლა თაგვს,
ჯამ-ჭურჭელის მო−ტა−ნა კი
და−ე−კის−რა ცხვარს.

ტახმა ტახ−ტი მო−ი−ტა−ნა
სტუ−მარს ი−ტევს ათს.
ვი−საც სკამ−ზე ვერ და−ა−ტევს,
მაჩ−ვი დას−ხამს აქ!

მაგიდა და ჯირ−კი მო−აქვს
ტყის ბო−ლო−დან თხას,
წე−ლი სწყდება,ემძიმება,
მაგ−რამ სხვა გზა აქვს?!

დოლ-გარმონი,გუდასტვირი
ზურ−გით მო−აქვს ციყვს.
საქ−მე ყვე−ლას ჩეჩქ−ვა−და აქვს
და−ეხ−მა−როს ვინ?

ბულბული და შაშ−ვიც მო−დის,
მო−აქვთ ტკბი−ლი ხმა.
- ძალ−ზედ მჩა−ტედ მო−სულ−ხარ−თო,-
მაჩ−ვი ჭმუხ−ნის წარბს.

ფუტკარი ცვილს ე−ზი−დე−ბა,
მგე−ლი არ−თავს ძაფს,
ტორ−ტი უსანთლოდ,რომ დახვ−დეს
რა გა−ასწ−რებს მაჩვს?

მოკლედ, ტყე−ში დი−დი დღე−ა,
დღე−ო−ბა აქვს მაჩვს,
ჰო−და, ი−სიც მხი−ა−რუ−ლობს,
ცეკვავს,ხტის და ჭამს,
სტუმ−რებს ზე−დაც არ უ−ყუ−რებს,
მარ−ტო იქ−ცევს თავს.
გე−კი−თხე−ბით ა−მის−თა−ნას
ზრდი−ლო−ბა თუ აქვს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუსიკოსები ტყიდან__ მე დავიჭერ წინწილას, თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ. დოლი ერგოს დათვს, უბუთქუნებს თათს. მგელი ჩონგურს ჩამო...ინტერნეტი ტყეშიკომპიუტერს თუ არ სწყალობ და არ იცი უცხო ენა, __დროს და მოდას ჩამორჩიო__ ასე ამბობს ტყეში ყველა. საიტიდან ...მელიების ქორწილიერთხელ მელამ ქორწილში, მტვერში, ქარში, ორპირში, ხმელი ხის და კლდის ძირში მაყარს უხმო კისკისით. თანაც სუფრ...წუწუნააწრუწუნდა წრუწუნა, არის კაი წუწუნა, სხვენში რასაც გადააწყდა, იწუნა და იწუნა. _ თხილ_ კაკალი ფშუტეაო, მკვა...მეც გამიშვით სკოლაშითვლაც ვიცი და ანგარიშიც არასდროს არ მეშლება, ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით ხელი არ შემეშლება. დილით ადრე წამოდგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026