kids.ge logo

მეხანძრე სპილო

ფავორიტებში დამატება

სპლიყვი ვიყავ, გავიზარდე,
სპილო გავხდი, მაგარი.
არ დამცინოთ, ბავშვებო,
არ დაწყოთ ხარხარი.
სახანძროში ვმუშაობ.
ერთი კვირა არც არი.
რაც დამნიშნეს მეხანძრედ.
დღეს, დამეცა თავზარი.
დამირეკეს, მოდიო,
ჩააქრეო ხანძარი!
დავიბენი, დავიწყე
აქეთ-იქეთ ცანცარი.
მანქანაში ჩავჯექი,
ვერაფრით ვერ დავძარი.
იქნებ ფეხით მივუსწრო,
ფეხით წავალ რაც არი...
ტყეში გზა ამერია,
ხელს მიშლიდა ნაძვნარი.
გული ამოვარდნაზე,
ქუსლები კი, დამსკდარი.
როგორც იქნა მივედი,
ხვნეშით, ბანცალ-ბანცალით.
მეგონა, რომ სახლისგან
დამხვდებოდა ნაცარი.
ვხედავ, ცხადად, თხის სახლი
დგას, არ არის დამწვარი!
ჩემს მისვლამდე თურმე ხალხს
ჩაუქრია ხანძარი.
მაგრამ ყველა ვინც დამხვდა
ჩემზე იყო გამწყრალი:
,,შენ რა მეხანძრე ხარო,
ნითო, საწყალი,
სამსახურში არ ჩქარობ,
სხვაგან გიყვარს წანწალი;
აქვე დაჭირეთო"
მოტანეს ბაწარი.
თავი ძლივს გავიმართლე,
სე, გულის ფანცქალით:
,,არც მანქანა მივარგა,
არც ,,შლანგი" მაქვს, არც წყალი.
თან მარტო ვარ, ხომ ხედავთ.
განა არ ვარ მართალი?"
,,ტყის სახანძროს უფროსი
დათვი შესაცვლელია"-
ლომმა დაიღრილა:
,,და თან დასასჯელია!
ზარალი კი, სასწრაფოდ
დღესვე დასათვლელია"
გადაწყვიტეს, დამხმარედ
დამინიშნეს მელია.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ელიზბარ გაბუნიას სხვა ლექსები:

ლუკა და ბებო
ისე ძლიერ უყვარს,
თავის ლეკვი ლუკას;...
კუ
კუმ სთქვა:
,,კუსტბა ჩემია,...
ბებოს დალოცვა
ბებოს ბიჭო, მათე,
წელში გაიმართე;...
მართა
პიანინოს ძლივს წვდება,
ჩვენი ცელქი მართა....
მზე პირს იბანს
- ნახე, წვიმს და თანაც მზეა,
გიკვირს, ჩემო ძვირფასო?...
„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ელიზბარ გაბუნიას ლექსი „მეხანძრე სპილო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მეხანძრე სპილო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ კომუნიკაციის უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა დაუკავშირდეს ონლაინ უსაფრთხოდ და როგორ უნდა მოერიდოს უცხოებთან კონტაქტს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მანანა ტონია
ფისო და ლისია

მანანა ტონია

შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,...
ვასილ გულეური
საზიარო ნაკვეთი

ვასილ გულეური

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,...
ლუარა ჭანტურია
ბატკანი

ლუარა ჭანტურია

ტყეში ისმის ბღავილი
სულ პატარა კრავისა,...
ვასილ გულეური
ციკოს თოვლის პაპა

ვასილ გულეური

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს....
მანანა ტონია
საოცარი ქვეყანა

მანანა ტონია

ზღაპრის გუდა ამ დილით,
გზაზედ შემომეყარა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მანანა კაკაჩია
სულელი ფისო

მანანა კაკაჩია

დედიკონამ მოგვიტანა
სათამაშო თაგუნა...
ნოდარ დუმბაძე
ბიჭი, ძაღლი და ბებია

ნოდარ დუმბაძე

ნოდარიკო და ბემბი
ცხოვრობენ როგორც ძმები,...
ნოდარ დუმბაძე
სამდურავი

ნოდარ დუმბაძე

ერთი თვეა ფისუნიას
თეფშზე კარაქს აღარ ვუდებ,...
ნათია  დაშნიანი
ლოკოკინა

ნათია დაშნიანი

ნიჟარაზე უკაკუნებს
გაზაფხულის თბილი წვიმა,...
ვასილ გულეური
ლოკოკინა

ვასილ გულეური

ამ პატარა ლოკოკინას
ნეტავ, ზურგი არ ეტკინა?...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ვასილ გულეური
მელაკუდას მაღაზია

ვასილ გულეური

უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია ...
ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ვასილ გულეური
ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ვასილ გულეური

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -...
მანანა ტონია
მელას ფუჭი ოცნება

მანანა ტონია

უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025