kids.ge logo

საზიარო ნაკვეთი

ფავორიტებში დამატება

ციყ−ვი ცი−კო, თაგ−ვი თენ−გო
და კურ−დღე−ლი ამ−ბა−კო,
შე−იკ−რიბ−ნენ მუ−ხის ძი−რას,
რომ მო−ი−ლა−პა−რა−კონ.

სა−ზი−ა−როდ შე−ი−ძი−ნეს
თურ−მე, მი−წის ნაკ−ვე−თი,
მაგ−რამ ჯერ ვერ გა−და−წყვი−ტეს,
ერ−თად რა გა−ა−კე−თონ.

ამ−ბა−კომ თქვა: - ყვე−ლა−ფერს სჯობს,
კომ−ბოს−ტო რომ დავრ−გო−თო.
მო−სა−ვა−ლიც ბევ−რი ი−ცის
და თან ა−რის სარ−გო−ცო!

თენ−გო ამ−ბობს: - ვის სჭირ−დე−ბა
ეგ კომ−ბოს−ტოს თა−ვე−ბი?
შენც ხომ ი−ცი, მა−გას არ ვჭამთ
ციყ−ვე−ბი და თაგ−ვე−ბი.

სჯო−ბი−ა, რომ მო−ვიყ−ვა−ნოთ
სი−მინ−დი და ხორ−ბა−ლი.
კომ−ბოს−ტოზე სა−ჭი−რო და
სა−სარ−გებ−ლო ხომ ა−რის?

ცი−კოსაც აქვს თა−ვის აზ−რი,
არც ერთს არ ე−თანხ−მე−ბა:
- გვალ−ვე−ბი რომ და−ი−ჭი−როს,
ყვე−ლა−ფე−რი გახ−მე−ბა.

მე−რე რა ვქნათ, ზამთ−რი−სათ−ვის
რა−ღა მო−ვი−მა−რა−გოთ?
თა−ნაც, ყო−ველ გა−ზა−ფხულ−ზე
ხე−ლახ−ლა რომ არ დავრ−გოთ,

ყო−ველ წელს რომ ა−ღარ გვქონ−დეს
სა−თე−სი და სამ−კა−ლი,
ჯო−ბი−ა, რომ მთელ ნაკ−ვეთ−ზე
გა−ვა−შე−ნოთ კა−კა−ლი!

ი−და−ვეს და ი−კა−მა−თეს,
საშ−ვე−ლი კი არ ჩან−და.
მათ ლა−პა−რაკს, თურ−მე, ხი−დან
ყურს უგ−დებ−და ყვან−ჩა−ლა.

გად−მოს−ძა−ხა: - ვერ გა−ვი−გე,
სა−კა−მა−თო რა ი−ყო?
ახ−ლა ჩხუ−ბობთ და მო−სა−ვალს
მე−რე რო−გორ გაი−ყოფთ?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელიაყველა ამბობს - ტყუილში ვერვინ ჯობნის მელიას... თქვენი მოგონილია, რაც კი ჩემზე გსმენიათ. თუკი რამეს დაკარგ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026