kids.ge logo

სუფთა ღრუტუნია

ფავორიტებში დამატება
ბინ−ძუ−რი და ლა−ფი−ა−ნი,
და−ძუნ−ძუ−ლებს თხრილ-თხრილ ღო−რი,
სურ−ვი−ლი აქვს ღრუ−ტუ−ნი−ას,
ა−რა ბევ−რი, ო−რად ო−რი.

რომ ეს ჭუ−ჭყი მო−ი−შო−როს,
და−ი−ბა−ნოს მე−ლე ტა−ნი,
და მო−ძებ−ნოს მარ−ტო−ხე−ლამ,
გუ−ლერთ−გუ−ლი მე−გო−ბა−რი.

ყვე−ლა ვი−საც ის მი−ად−გა,
გვერდ−ზე გად−გა უ−ცებ მის−გან,
რას გევ−ხა−რო, არ დაგვს−ვა−რო,
სულ შა−ვი ხარ ტა−ლა−ხის−გან.

გზა−ზე გუ−ბე და−ი−ნა−ხა,
ნაწ−ვი−მა−რი სუფ−თა წყა−ლი,
სიღრ−მე−ში კი იმ ორ−მო−ში,
მთლად მის−ნა−ირს მოჰკ−რა თვა−ლი.

ა−ი, ვნა−ხე მე−გო−ბა−რიც,
სი−ხა−რუ−ლით ყვე−ლას ამც−ნობს,
ე−სალ−მე−ბა მის ო−რე−ულს,
ახ−ლო−ბელს და ძლი−ერ ნაც−ნობს.

მო−დი ძმა−ო ვი−მე−გობ−როთ,
კე−თი−ლი ვარ, არ ვარ ა−ვი,
გუ−ბის ღო−რიც ე−სალ−მე−ბა,
და−უქ−ნი−ა მა−ნაც თა−ვი.

მა−შინ წა−მო ვი−სე−ირ−ნოთ,
ჩლიქს უწვ−დის და მას−თან იწ−ვევს,
ის თა−ვისთან ი−პა−ტი−ჟებს,
ორ−მო−შიო ერ−თად ვიწ−ვეთ.

ღრუ−ტუ−ნი−ა არც და−ფიქრ−და,
შე−ა−ბო−ტა შუ−ა წყალ−ში,
ეჭ−ვი ა−ღარ შეჰ−პარ−ვი−ა,
მის ა−ნა−რეკლ მე−გო−ბარ−ში.

და გუ−ბეში რომ გა−ნერ−თხა,
ა−ამღვ−რი−ა სუფ−თა წყა−ლი,
თვალს აცეცებს,ვერ პო−უ−ლობს,
სა−დღაც გაჰქ−რა მე−გო−ბა−რი.

ცხელ ამინდში,ეამა და,
ი−ნე−ბივ−რა დი−დი ხა−ნი,
და ა−ნაზ−დად და−ე−ბა−ნა,
ღორს ის ჭუ−ჭყიანი ტა−ნი.

გაბ−რიყ−ვე−ბუ−ლი და ნა−წყე−ნი,
ქშენა-ქშენით ად−გა ზე−ზე,
მშრალ ბა−ლახ−ზე წა−მოგორდა,
და გა−იშრო კა−ნი მზე−ზე,

ბინ−ძურ ღორ−სა ვე−ღარ სცნო−ბენ,
ღრუ−ტუ−ნი−ა სუფ−თა ხა−რო,
თხამ კი უ−თხრა: ა−სე ლა−მაზს,
შე−მიძ−ლი−ა მო−გე−კა−რო.

მე−გობ−რო−ბას სთა−ვა−ზო−ბენ,
ცხვა−რი, ცხე−ნი, ძრო−ხა, ვი−რი,
გუ−ლი უძ−გერს სი−ხა−რუ−ლით,
ა−რა ვა−რო და−წყევ−ლი−ლი,

მას−თან თა−მაშს ესწ−რაფ−ვი−ან,
და ა−დე−ბენ თავ−ზე თა−ვებს,
ა−ი, თურ−მე რა ძა−ლა აქვს,
სიწ−მინ−დეს და სისუფ−თავეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...ქურდი ბეკოიყო და არა იყო რა, რა იქნებოდა რა? - ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა, ერთი პატარა თხა. ჯიუტი, ცელქი, ცუღლუტი...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026