kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლა−ლი, ლა−ლი, ჩე−მო ლა−ლი!
ლა−ლი - რა−ო, ჩე−მო მა−ნა−ნა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თო−ჯი−ნა დე−და−შენ−მა
ჩემ−თან გა−მო−გა−ტა−ნა?
ლ ა ლ ი - რა−სა ბრძა−ნებ, ქალ−ბა−ტო−ნო!
არ გა−თხო−ვებ ა−რასდ−როს,
გინ−და ი−სევ გა−ა−ცი−ვო,
ი−სევ სურ−დო და−მარ−თო?
მ ა ნ ა ნ ა - რად−გან ა−სე მე−უბ−ნე−ბი,
რად−გან ა−სე მა−ჯავ−რებ,
და−მიბ−რუ−ნე ჩე−მი ვაშ−ლი,
მე რომ გუ−შინ გა−ჭა−მე.
ლ ა ლ ი - ა−რა−ფე−რიც, ა−რა−ფე−რიც,
ა−რა−ფერ−საც არ მოგ−ცემ,
იმ ვაშ−ლისთვის, ა−ღარ გახ−სოვს,
ლო−ყა−ზე რომ გა−კო−ცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგ−ნი მო−გი−ტა−ნე
კარ−გი წა−სა−კი−თხა−ვი?..
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ მო−გარ−ჩი−ნე,
ე−ქი−მი რომ ვი−ყა−ვი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დი−დი საქ−მე,
სულ არ ი−ცი თა−მა−ში,
გახ−სოვს, მე რომ მო−გეხ−მა−რე
კან−ფე−ტე−ბის ჭა−მა−ში?
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ შენს თო−ჯი−ნას
გა−ვუ−კე−თე ნემ−სე−ბი?!
მ ა ნ ა ნ ა - მე−რე მე რომ წა−გი−კი−თხე
დი−დი, გრძე−ლი ლექ−სე−ბი?!
ლ ა ლ ი - რო−გორც ვხე−დავ, ქალ−ბა−ტო−ნო,
უ−მა−დუ−რი ბრძან−დე−ბი,
და−გა−ვი−წყდა, გუ−შინწინ რომ
გა−მო−მართ−ვი ბაბ−თე−ბი?
მ ა ნ ა ნ ა - არც თო−ჯი−ნა მინ−და შე−ნი,
ა−ღარც შე−ნი ვაშ−ლე−ბი,
ბუ−ტე, ბუ−ტე, გაგებუ−ტე,
ა−ღარ გე−თა−მა−შე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...კრუხიახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრ...იავნანაბულბული ვარდის კოკორზე მღეროდა იავნანასო, კატამ თქვა: - მივეპარები და გადავსანსლავ ამასო. ამის გამგონე ბუ...ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026